ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Groove

რა არის ნიჰილიზმი?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მიზეზი რატომაც ამას ვწერ არის ის, რომ ხშირად ვხედავ ხალხი არასწორად იგებს ვინ არიან ნიჰილისტები. ნიჰილისტები არიან “ნორმალური” ადამიანები, ისეთივე ადამიანები როგორც შენ. მათ შესაძლოა აქვთ მსგავსი მორალი, მსგავსი ფასეულობები და მსგავსი იდეები რაც მათ მოტივირებულს ხდის. არსებობს მხოლოდ ერთი რამ რაც გამოყოფს ნიჰილისტებს სხვა ხალხისაგან, უბრალო გააზრება იმისა, რომ არ არსებობს ობიექტური “საზომი” და გზა, რომ გავზომოთ მორალური “სიმართლე”, ანუ გავიგოთ თუ რომელი მორალური ღირებულებები არის უფრო ობიექტური და “ჭეშმარიტი” რადგანაც ყოველი მორალურობის ცნება სუბიექტის მიერ არის მოაზრებული და აბსტრაქტული ცნებაა. ეს გავს იმას, როდესაც ბავშვი გააანალიზებს, რომ მისი შიში “ბნელი” და ირაციონალურია. ეს არ ხდის მას უგრძნობელს და ფაქტობრივად მას ისევ ეშინია რაღაც გარემოებების, იმის მიუხედავად თუ რამდენად ხშირად ეუბნება იგი თავის თავს, რომ ეს შიშები აზრს მოკლებული და ილუზორულია. ჩვენ შეიძლება ხშირად ვუმეორებდეთ ჩვენს თავს, რომ სიყვარული და შიში უბრალო ილუაზიაა, მაგრამ ჩვენ მაინც შევიგრძნობთ მათ, იმის გამო რომ ეს ადამიანის ბუნებაა, ადამიანი სუბიექტია და ვერასოდეს იქნება 100%-ით ობიექტური. სიყვარულისა და შიშის უარყოფა ჩვენ არ გვხდის უგულოსა და უგრძნობ ადამიანებს, ინდეფერენტულებს სხვისი სისუსტეების მიმართ. ჩვენ ისევ თანავუგრძნობთ ერთმანეთს სიყვარულითა თუ შიშით. იგივე ხდება ნიჰილისტსა და მორალს შორისაც. ადამიანმა შეიძლება გაიაზრო მორალურობის ირაციონალური მხარე, მაგრამ მაინც იყო მორალური, იმის გამო, რომ სწორედ ადამიანის ბუნებაა, რომ იყოს მორალის მქონე არსება.

1). “ნამდვილი” ნიჰილისტები ამორალურები არიან! - ეს ფრაზა მცდარია, რადგან ყველა “ნამდვილ” ნიჰილისტს შეიძლება ჰქონდეს მორალური ღირებულებები, შენი მსგავსიც კი. (მორალურობა ინსტინქტია რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება და არ არის “ღმერთისაგან ბოძებული”) ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნიჰილისტებს არ სჯერათ “ობიექტური მორალის” არსებობის.

2). ნიჰილისტებს არ სჯერათ არაფრის! - ისევ მცდარია, ნიჰილისტებს არ სჯერათ იმის, რისიც სხვა ადამიანებს სჯერათ და ეს რაღაც არის: 1. ”ობიექტური ფასეულობები” 2. “ობიექტური, აბსოლუტური მორალი”, 3. ”ობიექტური მნიშვნელობა” (მაგალითად “სიცოცხლის აზრი”)

3). ნიჰილიზმი წინააღმდეგობრივია! - თუ ერთი წინააღმდეგობრივობა მაინც გიპოვიათ ოდესმე, სადმე ნიჰილისტურ აზროვნებაში გთხოვთ მეც მაცნობოთ და გამხადოთ ინფორმირებული.

4). ნიჰილისტთან დავით შენ ნიჰილისტი აღარ ხარ! - კიდევ ვიმეორებ, ნიჰილისტებს როგორც სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფასეულობები. ადამიანებს აქვთ იმის საჭიროება, რომ გამოხატონ თავიანთი თავი. ნიჰილისტობით ისინი არ თმობენ ამ ფასეულობას, მათ უბრალოდ იციან, რომ მათი ფასეულობები დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მათ აზროვნებაზე და მათი ფასეულობები და მორალური ღირებულებები არის სუბიექტური. ნიჰილისტებს გააჩნიათ მორალი, ფასეულობები და მოტივაცია ისევე როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს. ისინი უბრალოდ იაზრებენ იმას, რომ ჩვენ ყველას არ გვაქვს ერთნაირი მორალი და ფასეულობები. ნიჰილისტი აანალიზებს და ხვდება, რომ ერთი ადამიანის “ნაგავი” მეორე ადამიანისთვის შეიძლება “საგანძური” იყოს, რომ არ არსებობს უჩინარი “ფასი” ყველაფერზე რაც ყველაფრის “ღირებულების” განმსაზღვრელი იქნება. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ნიჰილისტებს არ სჯერათ, რომ არის რაიმე “უჩინარი” ძალა რომელიც სთავაზობს ადამიანებს ობიექტურ ფასეულობებს დედამიწაზე, ამის საპირისპიროდ ისინი თვლიან, რომ მორალი დამოკიდებულია ადამიანზე რომელიც ადგენს მას და დამოუკიდებელია გარე სამყაროსაგან. შესაძლოა მორალური ხედვა ადამიანთა არის მსგავსი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული ფასეულობები ევოლუციური გზით, რომ გადავრჩეთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქოს საპროტესტო პარაკლისის ფოტოები

კომენტარები