ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

ადამიანი და ცხოველი (edited)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ცხოველთა მოშინაურების პროცესი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო და ალბათ უკვე დასრულდა. ეს ძალზე საინტერესო პროცესია, მაგრამ ამჯერად ნუ ჩავუღრმავდებით ამას.

სოფლად ოჯახებში შინაური ცხოველები გვყავს. ვიღაცას ჰყავს ბეკეკა და ამ ოჯახში ბავშვები იზრდებიან. ისევე, როგორც შინაურ ცხოველებს ადამიანი, - ბავშვებსაც ადამიანი მორალური არსება ჰგონიათ, რადგან მშობლები მართლაც სიყვარულით აღვსილნი არიან მათ მიმართ.

ბავშვებს უყვართ მშობლები და უყვართ ბეკეკაც და ბოჩოლაც. ამ ბავშვთა მშობლებსაც უყვართ ცხოველები და ბავშვები მიჰყავთ ცხოველებთან. ეფერებიან ცხოველებს მათთან (ბავშვებთან) ერთად .

ბავშვი აღტაცებულია, - მას უყვარს დედა, მამა, ბებია...

მას უყვარს ცხოველი და უყვარს ის, რომ მშობლებს და უფროსებს ცხოველები უყვართ .

ანუ ბავშვს მხოლოდ ცხოველი და მშობელი კი არა, არამედ მშობლების მიერ ცხოველებისადმი მიმართული სიყვარულის განცდაც უყვარს.

ეს ძალზე ფაქიზი და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია.

მომენტი, როდესაც ბავშვს უყვარს ის, რომ მშობელს ცხოველი უყვარს. შემდეგ ბეკეკა თუ ბოჩოლა გაიზრდება და მოვა გიორგობა, აღდგომა, ახალი წელი ან რომელიმე დღესასწაული...მშობლები დაკლავენ ბოჩოლას, რომელიც ბავშვებთან ერთად მათაც უყვარდათ და ახლა ბავშვს ბავშვს აიძულებენ უყვარდეს იმის ნაკუწების ჭამა, რაც ასეთი საყვარელი არსება იყო.

ახლა ბავშვს უნდა უყვარდეს "ჩიჩია."

 ბავშვს ცნობიერში ვერ ამოჰყავს მომენტი, რაც მოხდა. მას ცხოვრების ბოლომდე არაცნობიერში გაჰყვება ეს ცუდი საქციელი, რაც მშობელმა ჩაიდინა.

მერე თვითონაც ასევე მოიქცევა მის შვილებთან და მისი შვილების საყვარელ ცხოველ არსებებთან.

ზოგი კი გააცნობიერებს თუ როგორი შეუბრალებელი ყოფილა მშობელი და როგორ ჩაუქრო მას ცხოველისადმი სიყვარული, როგორ ჩაუქრო მომენტი, როდესაც ბავშვს უყვარს ის, რომ მშობელს ცხოველი უყვარს. 

ძალზე რთული მომენტია, რადგან ადამიანი ჯერ არ არის მზად იმისათვის, რომ უარი თქვას ცხოველის ჭამაზე. ეს ეპოქა არ დამდგარა და ამდენად ვერ ვუსაყვედურებთ ადამიანს.

ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება: ომგამოვლილი ნათესავი მყავდა და მის ოჯახს კატა ჰყავდა. ერთხელ კატამ რაღაც ჩამოაგგდო მაგიდიდან. რაღაც დააზიანა. განრისხებულმა კაცმა, რომელიც შეშის ღუმელში ცეცხლის დანთებას იწყებდა, კატას დაუწყო საცემად დევნა და დიდი ხნის დევნის მერე დაწიოკებული კატა ღუმელის გამოღებულ კარში შევარდა. კაცმა სასწრაფოდ ჩაუკეტა კარი, მერე კარის ღიობიდან ნავთი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.ამ ამბავს თვითონვე ყვებოდა და დღემდე გამომყვა.

ჩემი მეზობლების ბლის ხეს ერთი რომელიღაც მოჭიკჭიკე ჩიტი შეეჩვია და ყოველდღე ჭიკჭიკებდა. ოჯახის რომელიღაც წევრმა აიკვიატა, რომ ტვინი და ნერვები შეუჭამა ამ ჩიტმა. განწყობის თეორიიდან გამომდინარე, მთელი ოჯახი ამგვარად განეწყო ჩიტის მიმართ.

ოჯახის უფროსი თითქმის მთელი თვე "გეკოთი" ჩასაფრეული ელოდა ხელსაყრელ მომენტს და ბოლოს ჩიტი ჩამოაგდო ხიდან.

მთელი ოჯახი ზეიმობდა.

ისევ განწყობის თეორიიდან გამომდინარე: იმ ოჯახის იმ წევრს რომ თავიდან ეთქვა - რა ლამაზად მგალობელი ჩიტი შემოგვეჩვიაო, მთელი ოჯახი სიამოვნებით მოუსმენდა ჩიტის გალობას.

ამ თემით არ ვამბობ, რომ ადამიანი ამორალური არსებაა.

არც იმას ვქადაგებ, რომ ახლავე და კატეგორიულად უნდა შევწყვიტოთ ხორცის ჭამა.

იმის თქმა მინდა, რომ, ჩვენ თანდათან უნდა გავიზარდოთ ცხოველებთან ურთიერთობის ნორმალურად წარმართვისაკენ. გავა დიდი დრო და ალბათ აღარ შევჭამთ ცხოველებს.

რაც მეტად ვიფიქრებთ საკითხზე სერიოზულად, მით უფრო გავიცნობიერებთ ამის აუცილებლობას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები