ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლადო ჩალათაშვილი

ექიმთან ვიზიტის კომპლექსი თურმე კვლავ აქტუალურია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რამდენიმე კვირის წინ მომიწია თბილისის ერთერთ კარგ, არასახელმწიფო კლინიკაში სტუმრობა, «ხალის» დიაგნოსტიკის გამო. როგორც საზოგადო პრობლემების კვლევით დაინტერესებული, ამ კლინიკის ერთერთ თანამშრომელთან, რომელიც ძალზედ კარგი მოსაუბრე გამოდგა, საუბარი გავაბი. ათასი რამ განვიხილეთ, ვიდრე ჩემი ანალიზების პასუხს ველოდებოდი და საუბრის ბოლოსკენ, მივადექით ვენეროლოგიის პრობლემას, რომელიც თურმე მეტად აქტუალურია სამედიცინო წრეებში და ამ თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემატური, ამ ტიპის დაავადებების მქონე ადამიანების მხრიდან, სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობის პრობლემა ყოფილა.  რაციონალური ახსნა, ამ კლინიკის თანმშრომელმა იმისა თუ რატომ არ მიმართავენ ასეთი დაავადების მქონე ადამიანები ექიმს, ვერ მითხრა თუმცა, საუბარში ხშირად ახსენებდა სიტყვა «სირცხვილს». კლინიკიდან წამოსული დავფიქრდი იმაზე თუ რატომ დგას ეს პრობლემა და რამდენიმე პუბლიკაციაც გადავიკითხე თემატიკაზე, რომელიც ვენეროლგიის პრობლემებს ეხებოდა. ამ პუბლიკაციების მიხედვით ვენერული დაავადებები არა მხოლოდ ვიწრო სფეროთი პრობლემა, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი და საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი პრობლემა ყოფილა, რომელსაც უკავშირდება უშვილობა და თანდაყოლილი დეფექტები ახალშობილებში. ერთერთ მთავარ პრობლემათაგან კი ამ პუბლიკაციებშიც, მიუხედავად იმისა რომ არ იყო ქართული, ისევ და ისევ დაავედებულის სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობის პრობლემა მუსირებდა და ამიტომაც იყო აყვანილი სიციალური პრობლემის რანგში. ჩვენს შემთხვევაშიც ამ პრობლემის განმაპირობებელი, როგორც ჩანს ის სოციალური კომპლექსია, რომელიც ჩვენში დღემდე პრობლემად რჩება და ეს კომპლექსი, სექსისადმი და მასთან დაკავშირებულ საკითხებისადმი დამოკიდებულებას გულისხმობს. 

 უცნაურია რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შთამომავლობა, თანდაყოლილი დეფექტების თვალსაზრისით რისკის ზონაში დატოვონ, იმის გამო რომ მათ სცხვენიათ ექიმთან მისვლა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება, რომელის ფარგლებშიც «მენტალობისთვის» მიუღებელ თემებზე მოუწევს საუბარი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ეტაპი, ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა და ექმთან მისვლის კომპლექსი, ჩვენთვის ყველაზე «უხერხულ» საკითხებზეც კი, აღარ არსებობდა თუმცა, როგორც ჩანს გადამეტებული იყო ჩემი წარმოდგენა და რაც კიდევ უფრო გასაკვირი იყო, პირადად ჩემთვის ეს ისევ ძველი, «მიტყდებას» გამართლებით განპირობებული პრობლემაა.

მახსოვს 90-იანების ბოლოს, ერთ მეგობარი ხანგრძლივი პერიოდით დაგვეკარგა და აღარ ურთიერთობდა ჩვენთან, მოკითხვის შემდეგ გავარკვიეთ რომ ეს ჩვენს მეგობარი რაღაც უმნიშვნელო ვენეროლოგიური დაავადებით დაავადებულა და სწორედ ზემოთ ნახსენები «მიტყდებას» გამო, ვერ მივიდა ექიმთან, რის გამოც ჯერ ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყო და აქედან გამომდინარე მიხვდა ოჯახი რომ რაღაც კარგად ვერ ჰქონდა მათ ოჯახის წევრს. ანუ იმდენად სცხვენოდა ამ პრობლემის გამჟღავნების რომ საკუთარ ძმასაც კი ვერ უთხრა და რომ არა ფსიქოლოგიური სტრესი და მისით გამოწვეული შესამჩნევად შეცვლილი საქციელი, ეს ახალგაზრდა ბიჭი რა შედეგამდე მივიდოდა ღმერთმა უწყის. კლინიკის თანამშრომელთან საუბარმა ეს შემთხვევა გამახსენა და გამიღვიძა მაშინდელი გაოცება, რომელიც ჩვენი მეგობრის საქციელის გამო მქონდა. წარმოუდგენელია, დააყენო საკუთარი თავი ისეთი რისკის წინაშე, როგორიც არის უშვილობა ან შვილის თანდაყოლილი დეფექტები, ან კიდევ  სულაც რომ თავი დავანებოთ ზემოთნახსენებ რისკებს, საკუთარ ჯანმრთელობა მიაგდიო ასე, ბედის ანაბარად, მხოლოდ იმის გამო რომ არ შეგიძლია ექიმთან მისვლა. 

 ვენერული დაავადებების პრობლემატიკაში, ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებულობასა და ზოგად განვითარებულობას, რომელიც რა თქმა უნდა რომ გულისხმობს სექსუალურ აღზრდასა და ზოგადად, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშრებულ საკითხებს. ამ თვალსაზრისით რომ ჩამორჩენა გვაქვს ფაქტია და შესაბამისად, ზემოთ დასახული პრობლემაც, ლოგიკური ჩანს. 

 ჩვენს რეალობაში, არსებობს კიდევ ერთი ძალზედ გავრცელებული პრობლემა რომელიც თვითმკურნალობას ან ე.წ. «ხალხური მეთოდებით» მკურნალობას გულისხმობს, რომლის აღორძინებაც საქართველოში, საბჭოთა კავშირისი დაშლის შემდეგ მოხდა და რომელსაც, მაშინ ობიექტური მიზეზები ჰქონდა - მოშლილი სამედიცინო მომსახურებისა და კორუფციაში ჩაფლული სისტემი გამო, თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და წესით, ინფორმაციაც უფრო მეტი უნდა ჰქონდეს თანამდროვე ადამიანს, იმის შესახებ რომ ასეთი შორს მიმავალი შედეგების მქონე დაავადებების, სახლის პირობებში მკურნალობა, დაუშვებელია.  

 პრობლემა პრობლემად მაგრამ, რა რის ამ პრობლემის გადაჭრის გზა, ალბათ ჩემზე უკეთ მედიკოსებმა იციან, თუმცა ფაქტია ამ პრობლემის მოგვარებისთვის არ გაკეთებულა საკმარისი რომ ადამიანებში ეს «კომპლექსი» ქმედითი აღარ იყოს. ამისთვის შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებების პაციენტთა აღრიცხვის სისტემაში იყოს რაღაც შეცდომა, რომელიც პაციენტის კონფიდენციალობის მყარ გარანტიას ვერ იძლევა და ა.შ. თუმცა ძირითადად ისევ ჩვენში ფესვებგადმგმული სირცხვილი ყველაზე დიდი მიზეზია და როგროც ჩანს, ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდი დიდი და ფართომაშტაბიანი სოციალური კამპანიები სჭირდება იმისთვის რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ვენერული დაავადების თვალსაზრისით, დაინფიცირების მაღალი რისკის სოციალურ ჯგუფშია, მიიღოს ინფორმაცია - ჯერ ერთი, იმასთან დაკავშირებით რომ ვენერული დაავადებები საერთოდ არ არის პრობლემა, თუკი ექიმს დროულად მიმართავ და მეორე, რომ მიმართვა ექიმისადმი არის აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანი, მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი.  

ამგვარი პრობლემის წინაში მხოლო ვერენოლოგია არ დგას და არსებობს კიდევ უმარავი სფერო, რომელშიც ჩვენი სიციალური კომპლექსები საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ და ამის გამო, ხშირად ვერ ვითარდება ჩვენი «საყოფაცხოვრებო მენტალობა». გამომდინარე იქიდან რომ ტრანსფორმაციებისთვის ძალა უბრალოდ არ შესწევს რადგან დაკავებულია არსებული, არქაულ პრობლემებთან და შეხედულებებთან გამკლავებით და მიმდინარე პრობლემებისთვის, უბრალოდ რესურსი აღარ ჰყოფნის. განსაკუთრებით მაშინ არის ასეთი ფენომენები საშიში, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამ პრობლემაზე ლაპრაკსაც კი გაურბის! 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები