ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ნანინა

აქტივისტის სარკე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ღვთის გულისათვის, ნუ დაპმატიჟებთ ან რედისონში, ან ჰილტონში, ან რუმსში ან ლოპოტაზე ან, ან.  ნუ მომატყუებ, რომ ჩემი ან თქვენი ამ მდიდრულ კედლებში ლაპარაკით დემოკრატიას რამე აკლდება ან ემატება.

ღვთის გულისათვის, დემოკტატია რედისონებში კი არა, სოფლის ბირჟებზე და ორღობეებშია მისატანი. ოღონდ, მხოლოდ ტრენინგებით არა, პრაქტიკულად, ძალიან ლოკალური ინიციატივების მხარდაჭერით.

ღვთის გულისათვის, რედისონ-ჰილტონ-ლოპოტებზე რეგიონელ სამოქალაქო აქტივისტს რომ ეპატიჟები იქნება ისიცა ჰკითხო წინა ღამით რა ჭამა, ან ჭამა თუ არა, ან ფესაცმელი თუ აქვს სადაც ზამთარში ფეხი არ უსველდება.

ღვთის გულისათვის, მხოლოდ თავზე ხელის გადასხმა არ კმარა არც აქტივისტისთვის და არც აქტივისტური საქმიანობისთვის. და, თავი ისე ნუ გიჭირავს, რომ ფული და პოლიტკურად უფრო მაღალი წონა გაქ. ასე სამოქალაქო თანასწორობის ბალანსი ირღვევა.

ღვთის გულისათვის, ნუ მიმეორებ რომ ათასობით ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, როცა მდიდარ ბიძიებს და დეიდებს უხდი ჩვენ ფურშეტისთვის ასობით ან ათასობით ლარს. და ვითომ რატომ არ შეიძლება ამ ღატაკი ბავშების მშობლებს შევუკვეთოთ ჩვენი საჭმელიც, რომ ცოტა ფული იმათაც ვუწილადოთ?!

ღვთის გულისათვის, როცა სოციალურ თანასწორობაზე ლაპარაკობ სადმე დამალე შენი ბრენდული პიჯაკი, შენი ბრენდული საათი ან ნივთები და აჯობებს თვთონაც სადმე დაიმალო ამ  პლასასური ტექსტებისთვის. ღვთის გულისათვის, ნუ ელაპარაკები მთავრობას ძალაუფლების დეცენტრალიზაციაზე, როცა შენ თვითონ არ უნაწილებ ძალაუფლებასა და რესურსებს შენზე პატარა ორგანიზაციებს/ჯგუფებს. როცა შენც, როგორც ხელისუფლებას ძალიან მოგწონს ჩაკეტილ პატარა წრეში ლაპარაკი და მოქმედება. ღვთის გულისათვის, როცა ხელისუფლებას ბიუჯეტის ხარჯვაში ვაკრიტიკებთ გვახსოვდეს, რომ ჩვენ არანაკლები ლუზერები ვართ. 20 წელია მილიონობით ფულს ვხარჯავთ საზოგადოების სახელით და ხომ ვიცით საზოგადოება იმაზე უკანა ვართ, ვიდრე პროექტის შემაჯამებელ რეპორტებში წერთ ხოლმე ფონდებისთვის, დონორებისთვის.

და რა უნდა ვქნათ? ჩემი მოკლე ჭკუით, ყველაფერზე საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ, ხმამაღლა, მშვიდად, მოურიდებლად, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, რომ სამოქალაქო საზოგადოება კლანურ და პრივილეგირებული წრეების ერთობას არ ნიშნავს. რომ ძალიან ცუდადა გვაქ საქმე, როცა კომფორტული პოზიციიდან ვლაპარაკობთ საზოგადოების პრობლემებზე.

ლაპარაკის მერე, მოდი იქნება ვცადოთ და დავითვალოთ ციფრებში. მოდი, აი, ერთხელ, სულ ერთხელ, ღვთის გულისათვის, სანამ რედისონში ფურშეტს დაჯავშნი იქნება მიწერო შენს სტუმრებს 2-3 საათით შემორბენილებს სთხოვო, რომ დღეს რედსნოში ერთ წახემსებს იქნება ურჩვენია ამ ერთი (+-)1000 ლარით X სოფელში X ახალგაზრდებს მივეხმაროთ სოფლის სკვერის მოწყობაში, ბიბლიოთეკის მოწყობაში, ბავშვებისთვის წიგნების ყიდვაში დ კიდე ათასი კარგი საქმის კეთებაში ცოტა, მაგრამ კარგი ფულით. აბა ვცადოთ, იქნება ყველა თანახმაა, ერთი ყავისა და ნამცხვარს სოფლის შენება არჩიოს. აბა, ვცადოთ?

ჩვენ ზოგჯერ გრძნობთ რომ ხალხს სჭირდება დემოკრატია და მართლებიც ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვანდომებთ დემოკატიას ხალხს. ჩვენ არ ვყიდით დემოკრატიას, როგორც გემრიელ ხილს, დემოკრატიას როგორც ბედნიერებას.და განა ბედნიერა არ არის, როცა იცი, რომ დღეს შენი ერთი ყავის, ნამცხვრის და თუნდაც ერთი ულუფა საჭმლის ფულით ერთ მივიწყებულ სფელში ახალგაზრდები იწყებენ ცვლილებას. წარმოგიდგენია? შენი ერთი საჭმლის ფულით, წარმოდგიგენია? ხომ მარტივი და გერმიერლია?!

P.S. განა მარტო სხვებისკენ ვიშვერ თითს. აგერ უკე მეორე წელია მინდა, რომ ყოველ თვე თითო დღე მქონდეს, როცა საჭმელს არ შევჭამ და ჩემი ერთი დღის საკვების ფულით, თუნდაც 5-10 ლარით ერთი სოფლის ერთ ბავშვს მაინც მივუტან წიგნს ან სახატავ ფურცელბს და ფანქრებს მაინც. და უკვე მეორე წელია წაგებული ვარ საკუთარ თავთან და შერცხვენილი უქონელ ბავშვებთან. და მაინც, ვცდი, ამ თვეს კიდევ ვცდი. მიყვარხარ ნანინ შენი რწმენებისთვის, Go ნანინ go!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები