ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Vladimer Valeri

რა არის თავისუფლება?2015წ.

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჩემდა სამწუხაროდ დღეს საქართველოში განათლების ძალიან დაბალი დონეა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ღამით მშივრად ან ნახევრად მშივრად დაძინიბის დიდი შანსი აქვთ. ასეთ საზოგადოებში კი თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.ამომრჩეველთა უმრავლესობამ(მათგან ვინც არჩევნებზე მივიდნენ)დღევანდელ ხელისუფლებას რაღაცისაგან ან ვიღაცისაგან გასათავისუფლებლად კი არ მისცა ხმა,არამედ მისცა იმის იმედით,რომ ვიღაცა მათ თავის ქონებას გაუყოფდა და თითის ერთი დაქნევით მათ მილიონრებად აქცევდა,ის კი არ იცოდნენ,რომ ჯერ მილიონის მოხმარება უნდა ისწავლო და მერე იოცნებო მილიონის შოვნაზე,რადგან წინაღმდეგ შემთხვევაში დიდი ფულის ხელში ჩამგდები ბოროტდება და შეიძლება ამ მილიონმა ბევრი უბედურება ჩაადენინოს.და კიდევ:ქვეყანაში სადაც იმყოფება თავისუფლების ბითუმად შემსყიდველი და პირადი თავისუფლების გამყიდველები(რა თქმა უნდა ზოგი ძვირად,ზოგიც იეფად)საზოგადოებრივი თავისუფლება არ შეიძლება,რომ არსებობდეს,არადა ადამიანი თავისუფალ საზოგადოებაში ყალიბდება განათლებულ და თავისუფალ პიროვნებად,თუ რა თქმა უნდა მან იცის რა არის თავისუფლება და რისთვის სჭირდება ის მას.გაუნათლებელს და ღატაკს არაფერში ჭირდება თავისუფლება და მათ არც სურთ,რომ იცოდნენ მის შესახებ რაიმე,ისინი სხვა საფიქრალით არიან დაკავებულები და სწორედ ხალხის ასეთ მასაზეა დამყარებული ტირანია.თავისუფლების შეგრძნება განათლების გარეშე შეუძლებელია.რაც კი დღემდე რაიმე ღირებულია შექმნილი განათლებული და თავისუფალი ადამიანების მიერაა შექმნილი(მშიერი არ შეიძლება იყოს თავისუფალი,ის თავისი მუცლის მონაა),ზოგი მათგანი მონა იყო(მაგ,ეზოპე),მაგრამ სოციალური სტატუსი ვერ ზღუდავდა შინაგან თავისუფლებას.თავისუფლება ადამიანს,უპირველას ყოვლისა,სრულყოფილების სწრაფვისაკენ ჭირდება.და კიდევ არის ერთი აუცილებელი პირობა:ადამიანს თავისუფლება გენში უნდა ჰქონდეს,ის დედის მუცელში უნდა იყვეს უკვე თავისუფალი(სწორედ ისინი ხდებიან გმირები და გენიოსები),მაგრამ ეს ერთეულების ხვედრია და სწორედ მათი ვალია ჯერ ასწავლონ სხვებს თუ რა არის თავისუფლება და შემდეგ კი მოუწოდონ მათ,რომ იბრძოლონ მის მოსაპოვებლად. ადამიანთა მოდგმის აბსოლუტურ უმრავლესობას თავისუფლება არაფერში ჭირდება,მათთვის საკმარისია თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება,ხოლო თავისუფალი საზოგადოების არსებობის გარანტია სახემწიფო წყობამ უნდა განაპირობოს,მოქმედმა ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს მისი შეუქცევადობა.ასეთ საზოგადოებაში არ შეიძლება,რომ იყვნენ მიუსაფარი მოხუცები და არ შეიძლება,რომ ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ,რაც ჩვენთან არც თუ იშვიათად ხდება.თავისუფლების დეკლარირება არ არის საკმარისი.ჩვენ არანაირად არ ვართ თავისუფლები:ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია,ჩვენი მოსახლეობის ერთმესამედზე მეტი საზღვარგარეთ არის გაქცეული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ღირსება შემლახვლელ საქმიანობას ეწევა,ხოლო ვინც აქ დავრჩით მშივრები და შიშვლები ვართ(ოთხმოცი პროცენტი მაინც).ის რაც ამ რამდენიმე ხნის წინ უსირცხვილოდ განაცხადეს,რომ თითქოს საქართველოში მხოლოდ თორმეტი პროცენტია უმუშევარი სრული სიცრუეა.საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს,ხელისუფლებას ყველა სოფლად მაცხოვრებელი ფერმერად ჰყავს დარეგისტრირებული და ისინი ავტომატურად ითვლებიან დასაქმებულებად,არადა ამ"ფერმერებს"მოსავლიდან მოსავლამდე თავი ძლივს გააქვთ.გლეხების გაფერმერება სწევს სწორედ ზემოთ დასაქმებულთა რაოდენობას.რეალურად საქართველოში სამოცდაათ პროცენტამდეა უმუშევარი და ეს ფაქტორი თამაშობს ყველაზე დიდ როლს ,როგორც საზოგადოებრივ ისე პირად თავისუფლებაზე.ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი საქართველოში საერთოდ არ არის(არ მყავს მხედველობაში ხელოვანები და საზღვარგარეთ მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდები)თუ არ ჩავთვლით,დიდ ბოდიშს ვიხდი მათთან,გიჟებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები