ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლადო ჩალათაშვილი

რუსებს ორი ბალკანელი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მსოფლიოს საინფორმაციო სივრცეში, ყველაფერი გადაფარა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებმა და ეს ბუნერივიცაა, თუმცა გარდა ამ არჩევნებისა, ძალზედ საინტერესო პროცესები, სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენის მიღმა და ერთგვარი კავშირით მიმდინარეობს. 

ამჯერად, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ბალკანეთში, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება და საქართველოსთვი წესით, ძალზედ საინტერესო უნდა იყოს. შესაბამისად, მის მიმდინარეობას ქართველი პოლიტიკოსები და ანალიტიკური ცენტრები, უნდა სწავლობდნენ. ლაპარაკია ჩერნოგორიაში (მონტენეგრო Wiki-link) და სერბეთში განვითარებულ მოვლენებზე, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გარეულნი და რომელთაც, მიზნად ჰქონდათ დასახული, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ჩერნოგორიაში გამართული საპრლამენტო არჩევნების შემდეგ, ვითარების დესტაბილიზება, პრემიერ-მინისტრის, მილო დჟუკანოვიჩის მკვლელობა, პარლამენტის შენობის დაკავება და ძალაუფლების გადაცემა იმ პარტიისთვის, რომელიც პრორუსული ორიენტაციისაა. 

 ალბათ,  მკითხველათ უმრავლესობა იცის, რომ ჩერნოგორია, NATO-ს წევრი ხდება და ეს რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. სულ რამდენიმე თვის წინ, რუსების მხრიდან გაჟღერებული იყო სურვილი, ჩერნოგორიის სანაპიროებზე, ადრიატიკის ზღვაში, საკუთარი პორტი და სამხედრო ბაზა განეთავსებინათ და როგორც ჩანს, ამ მიზნით, გარკვეული ძალისხმევაც დახარჯეს. 

ყველაფერი დაიწყო იმით რომ სერბეთში, დააკავეს ოცამდე რუსეთის მოქალაქე, რომელთა ექსტრადირებაც მოხდა რუსეთში მას შემდეგ, რაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ვიზიტად ჩავიდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი ბმული-RU / ბმული-ENG. ბალკანური მედიის ინფორმაციით, პატრუშევმა, ბოდიში მოუხადა ჩერნოგორიის მთავრობას და განცხადა, რომ დაკავებულების აქტივობა არ იყო სანქცირებული კრემლიდან ბმული.  რა თქმა უნდა, პატრუშევის განცხადება რომ რუსეთის მოქალაქეები, მათი ნებართვის გარეშე მოქმედებდნენ, სასაცილოა და არ დაიჯერება, გამომდინარე იმ პოლიტიკური სისტემიდან, რომელიც რუსეთშია ჩამოყალიბებულია და ესეც არ იყოს, ფანტასტიკის ჟანრს განაკუთვნება მტკიცებულება, თითქოს არსებობენ ცალკეულ მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობენ, უბრალოდ, მოხალისეობიდან გამომდინარე! პატრუშევის ბოდიშის შესახებ, მისი უწყების ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო მსგავსი რამ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, დასავლური მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა ბმული. მიუხედავად რუსების უარყოფისა, დაგეგმილ პროვოკაციასთან რაიმე კავშირის თაობაზე, ჩერნოგორიის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განაცხადებები გააკეთეს და გადატრიალების მცდელობაში "რუსი ნაციონალისტები" დაადანაშაულეს, რომელთა კავშირიც რუსეთის ხელმძღვანელობასთან, არც საიდუმლოა და არც კონსპიროლოგია!

 ზოგადად, ჩერნოგორიაში განვითარებული მოვლენები, იმით არის ჩვენთვის აინტერესო რომ რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდიკა, იქაც ისეთივეა, როგორიც საქართველოში და უამრავი პარალელის გავლება შეიძლება. დავიწყოთ იმით, რომ რუსულ პროპაგანდაში ჩერნოგორია, მოიხსენიება როგორც - "მოძმე მართლმადიდებლური ერი", შესაბამისად ამ ეგიდით ჩერნოგორიაში, უამრავი ორგნიზაცია მუშაობს, დაწყებული კულტურული ცენტრებით და დამთავრებული, ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლობებით, რომელთა საქმიანობაც მიმართულია, ჩერნოგორიაში პრორუსული გავლენის შენარჩუნებისა და ანტიდასავლური განწყობების გავრცელებისკენ. სარეგისტრაციო დოკუმენტებში, საქმიანობად ზეჰუმანური მისიები აქვთ მითითებული, დაწყებული საგამომცემლო საქმიანობიდან და დამთავრებული, ორ ერს შორის, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებით! (გეცნობათ ალბათ ეს ფორმულირება)

ერთერთი ასეთი ორგანიზაცია, "რუსეთის სტრატეგიული კვლევევების ინსტიტუტია" (ორგანიზაციის ვებ-გვერდი), რომელიც ბოლო დროს, განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა, ჩერნოგორიისა და ზოგადად, ბალკანეთის რეგიონისადმი (ნიმუში ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის ანალიტიკური მასალა), ხოლო პუტინის მიერ დაფუძნებულ ამ ორგანიზაციას, ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის სტაჟიანი თანამშრომელი, ლეონიდ რეშეტნიკოვი. აღნიშნულ ორგანიზაციის ( და არა მარტო) საქმიანობასა და ხელმძღვანელზე, საკმაოდ კარგი სტატია აქვს მომზადებული, რადიო თავისუფლების, ევროპის ბიუროს ბმული, რომელის წაკითხვის შემდეგაც, საქართველოსთან პარალელების გავლება, ძალზედ გაგიადვილდებათ. 

 ჩერნოგორიაში დაგეგმილი პროვოკაციის ჩაშლის შემდეგ, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ასევე ცნობილი გახდა რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ახლოს, იპოვეს იარაღის სამალავი წყარო, რომელიც ახლოს იყო იმ ადგილთანაც სადაც, პრემიერის ესკორტი ნელი სვლით გადის. არის თუ არა ეს შემთხვევა კავშირში, ჩერნოგორიის პროვოკაციასთან, ძნელი სათქმელია თუმცა, ასეთი დამთხვევები არაბუნებრივია და იმასაც თუ გავითვილისწინებთ, რომ სერბეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, პროდასავლური ორიენტაციისაა, მაშინ აბსულუტურად ლოგიკური ხდება, ჩერნოგორიისა და სერბეთის პრემერების ლიკვიდაციის გეგმის კავშირი, რომელსაც რუსეთის "მოხალისე" მოქალაქეები გეგმავდნენ. ამ ეჭვს, ამძაფრებს ისიც რომ, ზემო აღნიშნული ორგანიზაცია (РИСИ), მუდმივად ტრანსლირებს, ბელკანელი ნაციონალისტებისთვის იმედის მომცემ თეზისებს, სადაც გატარებულია ერთი აზრი, რომ ბალკანეთში ომი არ დასრულებულა და არსებული საზღვრები, დროებითია ბმული!   

 დაახლოებით, იგივე მეთოდებით მოქმედებს რუსეთი საქართველოში და თუკი ჩათვლიან ისინი, რომ საქართველოში, მათთვის კომფორტული პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის, მაშინ იგივე მეთოდით შეეცდებიან მიზნის მიღწევას. სწორედ ამიტომ არის საინტერესო ჩვენთვის, ბელკანეთში განვითარებული მოვლენები. ამას ემატება, მართლმადიდებლური ეკლსიის ხაზით გატარებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომელიც ასევე შეინიშნება საქართველოში და ორგანიზაციები, რომლებიც დღეს, ბალკანეთში ამ ეგიდით მოქმედებენ, ისეთივე მიზნებით იმოქმედებენ ან უკვე მოქმედებენ საქართველოში. 

 ფაქტია, ჩერნოგორიაც და სერბეთიც, ამ კონკრეტულ ეპიზოდში გადაურჩნენ არეულობას და უნდა ვივარაუდოთ რომ ეს არის, დასავლურ დაზვერვებთან თანამშრომლობის შედეგი. რომ არა მათი დახმარება, არავინ იცის დღეს ბალკანეთში რა პროცესები იქნებოდა განვითარებული!

მეორეს მხრივ კი, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რუსეთის არქაულობა და მტაცებლური დამოკიდებულება მცირე სახწლმწიფოების მიმართ, რომელშიც არ ერიდება სისხლიანი სცენარების განვიათრებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები