ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Mariam Kobakhidze

"2030"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. მამულაშვილის თქმით, სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ და მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ უახლოეს მომავალში. 

„ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპის საზოგადოება და შესაბამისად, როგორი ტიპის სახელმწიფო გვექნება უახლოეს მომავალში. 

სტუდენტების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოებისა და თანამედროვე განათლების სისტემის მშენებლობაში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, თითოეულმა სტუდენტმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ეს არის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია პროცესების წარმართვა. იყო სტუდენტი, ნიშნავს გქონდეს ხედვა, ინიციატივები და დღეს იყო ისეთი სახელმწიფოს მშენებელი, რომელშიც ღირსეულად იცხოვრებ ხვალ. 

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საზოგადოება „20/30“-ის პლატფორმის გამოყენებით, შევძლებთ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული პროცესის დაწყებას.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ თითოეულ სტუდენტს. წარმატებებს ვუსურვებ მათ და მჯერა, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ძლიერი და წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას“-ნათქვამია მამულაშვილის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები