ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Mariam Kobakhidze

საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი-მოგმართავთ, როგორც თქვენი მეგობარი და თანატოლი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საზოგადოება „20/30“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს

„მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო თსუ-ს თითოეულ სტუდენტს გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავებულობა და სიმშვიდე. სტუდენტებო, მოგმართავთ, როგორც თქვენი მეგობარი, თქვენი თანატოლი და არა, როგორც ამ შემთხვევაში, საზოგადოება „20/30“-ის ხელმძღვანელი. ალბათ, კარგად აცნობიერებთ, რომ პროცესების ასეთმა განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს უმართავი ვითარება, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს კი უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის იმიჯსა და მის განვითარებაზე. ვაცნობიერებ, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პრობლემათა კონსტრუქციული გზით გადაჭრას“-აცხადებს მამულაშვილი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ასეთი მძიმე ფონის მოხსნა, რაც ხელს უშლის დიალოგის პროცესს. „ბოლო პერიოდში, თავს ვიკავებდი კონკრეტული შეფასებებისგან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავერიო შიდა საუნივერსიტეტო პროცესში, როგორც გარე პირი. მაგრამ გამოვთქვამ შეხვედრის მზაობას. მჯერა, შესაძლებელია ფართო დისკუსიების დაწყება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ნაცვლად, პროტესტის უკიდურესი ფორმებისა, რამაც შესაძლოა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს გაუცნობიერებლად. ჩვენ არ უნდა დავუპირსპირდეთ ერთმანეთს! ნუთუ, საჭიროა უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენს შორის ჩადგება?! იმ მოტივით, რომ ერთმანეთს არ ვავნოთ. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, თქვენ ხომ ერთი უნივერსიტეტის, ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენთ. გულწრფელად ვუჭერ მხარს თითოეულ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდას. მინდა, იფიქროთ ამაზე“-ნათქვამია მამულაშვილის განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პრემიერი: კლუბებში ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ამას ქართველი მამაკაცი არ მოითმენს

კომენტარები