ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლადო ჩალათაშვილი

კრიმინალიზებული კომპიუტერი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბოლო დროის, ყველაზე გავრცელებული ჩივილი, ქვეყნის ეკონომიკა და ამ ეკონომიკის პირობებში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ადარდებს. სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდები პოლემიკას ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ძირითადად განიხილავენ არსებული სფეროების ავკარგიანობასა და მათ რესურსს, დაასაქმონ ადამიანები. რეალურად რომ შევხედოთ, ქვეყნის ეკონომიკას აკლია ინოვაცია და ახალი სფეროები, რომელიც წესით უნდა განაპირობებდეს ახალი სპეციალისტები გაჩენას ქვეყანაში და შესაბამისად ახალი სამუშოა ადგილების შექმნას.

თანამედროვე სამყაროში, ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქის დადგომის შემდეგ, ჩვეული ეკონომიკური აქტივობები სახეშეცვლილი გახდა და უამრავი ახალი შესაძლებლობა გააჩინა იმისთვის რომ ყოველგვარი დამქირავებლის გარეშე, ადამიანმა შესძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და თვითრეალიზაცია. ინტერნეტისა და ინფორმაცული ტექნოლოგიების მაშტაბი, ძალიან დიდია. არ არის საჭირო, შუამავალი, საქმიანობის ორგანიზატორის მეშვეობით, ადამიანების დასაქმება. თუმცა ეს სფერო, საქართველოში ერთერთი ყველაზე განუვითარებელია და ამაზე მეტყველებს ჩვენში მყარად ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ტექნიკურ მოწყობილობაში უნდა გადაიხადო ფული, ანუ შეიძინო კომპიუტერი და შემდეგ ეს კომპიუტერი უზრუნველყო ინტერნეტით. მორჩა და გათავდა, ამის მიღმა ჩვენი ცოდნა მთავრდება და დასავლური ქცევის მოდელის მიხედვით, მთელი ქვეყანა «პირატებად» ვიქეცით. ყველაფერი, რაც ინტენეტთან და კომპიუტერთან არის დაკავშრებული, მიგვაჩნია, რომ უფასოდ უნდა მივიღოთ და სულაც არ ვფიქრდებით იმაზე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ვკლავთ ერთ ძალზედ მძლავრ და მასიურ ბიზნეს სფეროს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი შემოსავლები შეუძლია მიიღოს როგორც სახელმწიფომ, ისე დასაქმებულმა. ამასთანავე დაასაქმოს უამრავი ადამიანი და ჩვენი კიბერ სივრცე, რაციონალურად გამოყენებადი და შედარებით უსაფრთხო გახადოს.   

ბუნებრივად მოხდა ისე რომ ახალი თაობა, გავრცელებული ტერმინის მიხედვით - «კომპიუტერს არის მიჯაჭვული» და უამრავი მშობლისთვის ეს პრობლემად აღიქმება, თუმცა მეორეს მხრივ, ახალი თაობა დღეს იმ რეალობას ერგება, რომელიც მათთვის ბუნებრივი იქნება და მათი საარსებო გარემო, გაჯერებული იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების მოხმარებით. მანამდე კი, ვიდრე ეს სფერო, ერთის მხრივ გასართობ და მეორეს მხრივ, აბსულუტურად კრიმინალიზებულ მდგომარეობაშია, ვერც მშობლებში ვერ იქნება აღქმა რომ მათი შვილები, მომავლის უნარჩვევბს იმუშავებენ. ცნობისათვის, პროგრამისტების ძალიან დიდი დეფიციტია საქართველოში, არა სისტემური ადმინისტრატორების, არამედ პროგრამისტების. ეს დეფიციტი კი, ქვეყანაში არსებული სტერეოტიპით არის განპირობებული. 

 არ არის ჩამოყალიბებული ინტერნეტ სერვისების მოხმარების კულტურა. არ არის ჩამოყალიბებული ლიცენზირებული პროგრამების, მედიისა თუ შოუ ბიზნესის პროდუქტების ლიცენზირებული მოხმარება. ეს კი ცალკე ინდუსტრიაა და უამრავი ადამიანის დასაქმება შეუძლია. მოხმარების დაბალ კულტურაზე მეტყველებს, თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადარბაზოებსა და ბოძებზე გაკრული, განცხდებები ვინდოუსის გადაყენებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომელთა მომსახურების ფასი, ერთერთი მათგანის საცალო ღირებულებსაც კი ვერ აღწევს. სამაგიეროდ ეს ადამიანები, მუდმივად იკვებებიან ე.წ. «პირატული» პროგრამების გავრცელებით და მათი საქმიანობიდან არავითარი სარგებელი არ აქვს სახელმწიფოს. არ ვითარდება და არ იქმნება, როგორც ერთი კონკრეტული ბიზნეს სფერო (იშვიათი გამონაკლისი მაინც არის, როდესაც ორგანიზებულად, მომსახურე კომპანიის სახით გვთავაზობენ მსგავს სერვისებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არც მათ აქვთ ლიცენზირებული პროგრამები). 

ამ ინდუსტრიის არსებობის შესახებ, ყველამ იცის თუმცა, რატომღაც ისევ სტერეოტიპულად უდგებით საკითხს და გვგონია რომ მხოლოდ განვითარებული ქვეყნების პრეროგატივაა ლიცენზირებული პროდუქტების მოხმარება. სინამდვილეში, დღეს დახარჯული ფული ამ სფეროში, ნიშნავს ჩვენი შვილების მომავალში პროფესიით უზრუნველყოფას და დღეს, «კომპიუტერს მიჯაჭვულობით» ამ პროფესიისთვის სწორი უნარებისა თუ მენტალობის ჩამოყალიბებას!  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროვიზია 2017-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

კომენტარები