ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

ლარის მომავალი წარმოსახვით. კუპონისკენ პაუზებით...

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ ლარის კურსის ახლანდელი ვარდნა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით იყო გამოწვეული?

ასე იქნება:

ვითომ გააჩერეს 2.5-ზე.

გავა მცირე დრო და ავარდება 2.7-ზე. მთავრობა ისევ გადააბრალებს რაღაც გარე ფაქტორებს და აჟიოტაჟს.

რაღაც პერიოდით დატოვებე 2.7-ზე. 

დაგვამშვიდებენ - აი, პრობლემა მოვაგვარეთო.

იქნება ისევ მცირეხნიანი შტილი.

იმ მცირე ხნის მერე კვლავ ავარდება "გარე ფაქტორების და აჟიოტაჟის გამო" 3.0-ზე.მერე ისევ შტილი.

(მთავრობის ბრალი არასდროს არ იქნება არაფერი. მხოლოდ გარე ფაქტორები).

მერე ისევ სულ დაბლა, - ქვევით და ქვევით...

და ამათ მორიგ საოცნებო მეოთხე წელს ლარი იქნება 17.0.საწვავი გახდება ორმაგი,- ტრანსპორტი სამმაგი.

მაგრამ გიხაროდენ!

პრემიები ექნებათ ხუთმაგი.

გამოსავალი: გახდით წვერიანი მამაო ან როგორმე საჯარო სამსახურებში შევძვრეთ ყველანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვასილ სოფრომაძე

კომენტარები