ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Mariam Kobakhidze

საზოგადოება "2030"-ის ხელმძღვანელი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საზოგადოება "2030"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმდებას მიესალმება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის მისანიჭებელ ვიზალიბერალიზაციის გზაზე. 

"მინდა მივესალმო რამდენიმე საათის წინ  LIBE-ს კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვენლოვანესი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისათვის მისანიჭებელ ვიზალიბერალიზაციის გზაზე. ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და დიდი ენერგია გაიღო ამ მიზნის მისაღწევად. განხორციელდა არაერთი რეფორმა თუ ცვლილება. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდით სასურველ შედეგს.

ამავდროულად, საზოგადოებას მოვუწოდებ მოთმინებისაკენ. ჩვენ გრძელი და საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ახლა ცოტა დრო რჩება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.  აუცილებელია, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და დაველოდოთ პროცესების განვითარებას.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, როგორც ქართული, ისე ევროკავშირის მხარიდან."-განაცხადა გიორგი მამულაშვილმა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით ქაცარავა

კომენტარები