ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

საქოს, იოს, ჰემინგუეის და ნივეა აფტერ შეივის ამბავი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

2010 წელია. საქოსთან მივდივარ, ვერაზე.  საპარიკმახეროში რომ შევედი გამარჯობა ვთქვი და დავჯექი. საქოს სავარძელში ერნესტ ჰემინგუეი იჯდა და საქოს რომელიღაცა ისტორიას ისმენდა.

ცოტა ხანი პირი მქონდა დაღებული, ჰემინგუეი თავის თავს სარკეში ზუსტად ისე უყურებდა, როგორც ჩემი საწოლის ზემოთ გაკრული ფოტოდან იყურებოდა მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში:: უკმაყოფილო, წარბშეჭმუხნილი, თმაგვერდზეგადავარცხნილი.
ჰემინგუეიმ იგრძნო რომ ვუყურებდი და თვითონაც გამომხედა.
მე ეგრევე მივაჭერი და ქართულად ვკითხე, ”მართლა ერნესტო ხარ თუ მე მჭირს რამე” მეთქი. ”მართლა ერნესტო ვარ”-ო მინდოდა რომ ეპასუხა, მაგრამ გაიცინა და მითხრა
- უკვე მეასე ადამიანი მაინც ხარ ვინც ამას მეუბნება.
- ჰემინგუეის ასე რატომ გავხართ?
- წარმოდგენა არ მაქვს.

საქო ყველაზე მეტად თავის თითებს უვლის. სანთებელასაც კი არ ხმარობს თითის ბალიშები რომ არ გაუუხეშდეს. თუ მის თითებს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ საქოს ნებისმიერ პიანისტზე უფრო ნაზი და თხელი თითები აქვს. აქვს უკიდეგანო ღიმილი, ოქროს კბილი და რაც მთავარია მასთან ჰემინგუეი იჭრის თმას .

კიდევ ერთ ძალიან კარგ ადამიან პარიკმახერს ვიცნობ - სოსოს, ანუ იოს (ეს მეტსახელი მამისგან გადმოჰყვა). სოსო ერთი თვალით ვერ ხედავს, მაგრამ კარგი პარიკმახერია, ცუდი მხედველობა მხოლოდ ფეხბურთში აქვს, რადგან მადრიდის რეალის ურყევი გულშემატკივარია. ჩემი ბარსელონელობა და იოს მადრიდელობა, ყოველთვის ჩვენი კონფლიქტის საგანი იყო - ბევრჯერ გადავრჩენილვარ არსენა ოძელაშვილივით ნახევრად გაკრეჭილი საპარიკმახეროდან გამოგდებას. სიამტკბილობის ჟამი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დროს დგებოდა, როცა უკლებლივ ყველა მადრიდელი და კატალონიელი, მშობლიური  ბრაზილიის ვარსკვლავებიანი დროშის ქვეშ ვერთიანდებოდით.

ერთ დღეს სოსოსთან გასამაზი თამაშების ამოსარჩევად რომ შევედი, აღმოვაჩინე, რომ პარიკმახერთან ადამიანები მხოლოდ გასაპარსად ან თმის შესაჭრელად არ მიდიან. მეზობელი კორპუსიდან ერთმანეთის მიყოლებით დაახლოებით 10 ახლადგაპარსული ადამიანი ჩამოვიდა სახეზე იოს ნივეა აფტერ შეივის შესაზელად.

- იო რამე სმაზკა გააქ?
- ხომ იცი სადაც დევს და აიღე.

რა საჭიროა იყიდო გაპარსვის შემდეგ წასასმელი ბალზამი, როცა შენი კორპუსიდან 10 მეტრში შენი მეგობარი პარიკმახერი იო მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები