ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზელიმხან უძილაური

სიცოცხლეზე ჩემეული წარმოდგენა დამემსხვრა!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ფშავში თუ ყოფილხართ და ფშის ჭიებით თუ გითევზავიათ? რაღაც ფშის ჭიებივით ეყარნენ თურმე ზღვის ფსკერზე, გუდურა, მოთენთილი არსებები, რომლებიდანაც სიცოცხლე დაიწყო! უფრო სწორად, პირველი ცოცხალი არსებები ასეთებად წარმოვიდგინე, როდესაც ერთი პალეონტოლოგი სიცოცხლის წარმოშობაზე მესაუბრა...

ეს თემა არ მესმის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს; სიცოცხლის წარმოშობა, ბიბლია და ევოლუცია... ამასწინათ აღმოჩნდა, რომ ოკეანის ფსკერზე,- იქ სადაც სინათლე არ აღწევდა და ეგონათ, რომ სიცოცხლე ამის გამო იქ ვერ იარსებებდა,- თურმე სიცოცხლე არსებულა და რაღაც თევზებისმაგვარ არსებებს უსულდგმულიათ. ამის შესახებ ახლახანს წავიკითხე და ფოტოც მახსოვს იმ უცნაური თევზუნიების!
თურმე სიცოცხლე აბსოლუტურ სიბნელეშიც ყოფილა შესაძლებელი. უცნაური რამ ყოფილა ეს სიცოცხლე!
აი ამ დილას მსგავსი სიცოცხლე აღმოვაჩინე ფეისქსელში. სიცოცხლე სრულ სიბნელეში... ეს სიცოცხლე მაინცდამაინც იმ პერიოდში გამხვივნებულა, მე რომ მიტოვებული მქონდა აქაურობა. 26 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე!
თურმე რელიგიასაც შეძლებია სრულ სიბნელეში, იზოლაციონიზმში იცოცხლოს; რატომაც არა, თუკი რუსულ იმპერიალიზმს ასე სურს!
სრულ სიბნელეში რელიგიური სიცოცხლის დამადასტურებელი რამდენიმე ბმული მინდა რომ შემოგთავაზოთ, სპეციალურად შავ-ბნელად ვტოვებ ამ მისამართებს, რათა თავს ჰგავდნენ.
აქ აღარაა საუბარი ოფიციალურ ეკლესიაზე, არამედ მათზე, ვინც ამ ეკლესიას განუდგნენ სწორედ იმის გამო, რომ იქ სინათლის პატარა სხივი მაინც კიაფობდა.
კომენტარი თქვენთვის მომინდვია მკითხველო. ძაან კი გიმეტებთ, მაგრამ მეტი რა გზაა, თავს უფრო ვუფრთხილდები, ვიდრე თქვენ:)
ერთს კი წინასწარ განვაცხადებ: რელიგიური დეგრადაციის ’პრივილეგია’ ოფიციალურ ეკლესიას მისგანვე განდგომილმა დაჯგუფებებმა ჩამოართვეს!

http://didgori.wordpress.com/2009/06/page/2/

http://www.facebook.com/photo.php?fbid=182586575098532&set=p.182586575098532&ref=notif&notif_t=photo_comment#!/note.php?note_id=125761994137830

http://www.facebook.com/photo.php?fbid=182586575098532&set=p.182586575098532&ref=notif&notif_t=photo_comment#!/photo.php?fbid=155476274498851&set=a.108664169180062.4287.100001094383932

აქ კი აზრთა შეხლა-შემოხლაა ორ თვალსაზრისს, ფანატიკურსა და უფრო ფანატიკურს შორის!

http://www.facebook.com/photo.php?fbid=182586575098532&set=p.182586575098532&ref=notif&notif_t=photo_comment#!/note.php?note_id=122531694458647

ბოლოს მინდა რამდენიმე ეჭვიც გაგიმხილოთ:
1.ვითომ ეს განდგომილები(მინდა კორექტული ვიყო და სქიზმატიკოსი ან სექტანტი არ ვიხმარო) თავიანთი სიმცირის გამო უფრო ნაკლებ საშიშნია, ვიდრე ეს ამოდენა გაფანატიკოსებული სმე-კლერიკალების არმია?
2. რაიმე არსებითი განსხვავებაა მათ შორის?
3.განა ისინი ერთ წისქვილზე არ ასხამენ წყალს, წისქვილზე, რომელიც დიდ მეზობელს ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციის გასაბათილებლად აუმოქმედებია?
4.უნდა მჯეროდეს, რომ სწორად ვიქცევი, როდესაც ამ ბნელ მისამართებს გთავაზობთ?
13.I.2011.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები