ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თაკო კერატიშვილი

ქათმების ფერმა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

qatami da qali rom ertad ikos, (raghac pontshi erti da igivea) mkholod qatams avirchev. (Muclis mona var mainc) (c) ჩემი მეგობარი...

ეს კომენტარი რომ წავიკითხე, სასწრაფოდ გადავწყვიტე ჩემი სქესის დაცვის მისია მეტვირთა და მის ავტორს განვუცხადე რომ კრიტიკულ ასაკში მყოფი, პოტენციადაქვეითებული და სასოწარკვეთილი მამრივით ლაპარაკობს....მერე რომ დავფიქრდი, ქართველი მამაკაცების უმრავლესობა (დიდი უმრავლესობა) მუცლის მონაა, მათი ასაკის და სავარაუდოდ პოტენციის მიუხედავადაც....დარწმუნებული ვარ თქვენც იცნობთ ბევრ 20–25 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ქალთან ყოფნას, რესტორანში ძმაკაცებთან ერთად წასვლა და ჭამა–სმა ურჩევნია...მაგრამ, ავიღოთ ნებსმიერი მამაკაცი ამ "დიდი უმრავლესობიდან" და გავუშვათ ვთქვათ რომელიმე სლავურ ქვეყანაში. თქვენი აზრით ის იქაც რესტორნებში დაიწყებს სირბილს? რა თქმა უნდა არა– ქალებით და სექსით იქნება დაკავებული და ნამდვილად ვერ დახარჯავს დროს ჭამაზე...და რატომ ხდება ასე?? იმიტომ რომ ქართველებს უბადლო სამზარეულო გვაქვს , თუ ქალები არ გვივარგა უბრალოდ??? ...

....და თუ დავეთანხმებით ჩემს მეგობარს, რომელიც თვლის რომ ქალი და ქათამი "რაღაც პონტში" ერთი და იგივეა, როგორი უნდა იყოს "ქალი–ქათამის" ზოგადი სახე??– ალბათ ქალი მაღალ ქუსლებზე(თუნდაც პარკში სასეირნოდ გასული), მაკიაჟით, რომელსაც ბევრი უწოდებს "შპაკლს",...საყვარელი გართობა-დაქალებთან ერთად ჭიკა ყავაზე დაჯდომა და სამყაროს გადაჭორვა...საყვარელი საუბრის თემა- პარფიუმერიისა და მოდის ბოლო მიღწევები, საყვარელი ფრაზა:"ყველა კაცი ერთნაირია", საყვარელი ფერი- ვარდისფერი..ძირითადად ქმნის დისკომფორტს ან ბევრი უაზრო ლაპარაკით, ან ხმას ვერ ამოაღებინებ...

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ "ქართული ქათამი"- "ქათმის" ქვესახეობა-უმაკიაჟო, მოუვლელი, არასექსუალური ჩაცმულობით,საყვარელი ფერი-შავი, საყვარელი ფრაზა- "ყველა კაცი ნაგავია", ძირითადად წონის პრობლემით და დიეტების უბადლო მცოდნე(აბა სპორტისთვის ვის სცალია)...

აი სწორედ ასეთი ტიპის ქალები წარმოადგენენ მდედრების დიდ უმრავლესობას საქართველოში, რომელთაც მეც დიდი სიამოვნებით ვარჩევდი შემწვარ ქათამს, ჩახოხბილს, წიწილას ჩქმერულად და ა.შ...

შევეცდები დაგიხატოთ სურათი ერთ–ერთი "ქათმების" ფერმიდან: ბევრნაირ "ქათამს” ნახავთ აქ, ქერად შეღებილს, მელირებიანს, შინაბერას, მწეველს, არამწეველს...ყველანაირს...ზოგი თავისთვის ზის და საკუთარი შეუმჩნევლობით ტკბება, სულ თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა ხმას იღებს, არ ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს...გაღიმებითაც კი იშვიათად იღიმება(და ესეც იმ შემთხვევაში, როცა დანარჩენები სიცილით ვკვდებით)...

ისინი სხედან და ერთმანეთში ჭორაობენ...აქ მოისმენთ თემებს იმის შესახებ, თუ როგორი სუფრა იყო ვიღაცის ნიშნობაზე და რა უნდა ქნას ეხლა სასიძომ, გადაპატიჟებისას თუ უფრო მაგარ სუფრას არ გაშლის...

ერთერთი "ქათამი" დანარჩენებთან ამაყობს რომ ფილმის პრემიერაზე იშოვა ბილეთები, იქ კიდევ ისეთი "ნაროდი" იყოოო... და მერე ვის რა ფეხსაცმელი და კაბა ეცვა და რა ეცვა თვითონ...

იქეთ კუთხიდან ფრაზა შემომესმა:"კაი გოგო, სირცხვილია, დედამთილის 40-მდე არ შეიღებო თმა"...

ყველაზე აქტუალური და ხშირი თემა– სხვისი პირადი ცხოვრება და ისტორიები, რომელთა მოსმენაც სურვილს მიჩენს მე თვითონ გადავიცვა კაცად, ჩემს ღიპიან თანამემამულეებთან ერთად სახინკლეში გამოვიკეტო და რამდენიმე დღე იქიდან არ გამოვიდე...მაგალითი: ისტორია ქათამზე, რომელიც უცხოეთში ყოფნისას შეაცდინა ბიჭმა, რომელიც უყვარდა (ვერასდროს ვხვდებოდი, საყვარელ ადამიანთან სექსს "შეცდენა" რატომ ჰქვია....)…მერე საქართველოში დაბრუნებულმა სხვაზე გათხოვება გადაწყვიტა და რა თქმა უნდა აპკი გაიკერა, თუმცა მერე ფეხმძიმედ აღმოჩნდა...(ქალიშვილის რამდენი სახეობა არსებობს საქართველოში-30-40 წლის ქალიშვილები, ორალური და ანალური სექსის მოყვარული ქალიშვილები, პანკი ქალიშვილები, და აი თურმე ფეხმძიმე ქალიშვილიც გამოჩენილა...)

..."ასეთი რაღაც ხომ მარტო საქართველოში მოხდებოდა"-ამბობს მეზობლის გაჭორვით ორგაზმმიღწეული 35 წლის ქალიშვილი და დანარჩენი "ქათმებიც" სიცილით ჰყვებიან : "რაღა გაათხოვებსო მაგ საწყალ გოგოს"...

იქვე მჯდომი გათხოვილი ან გათხოვების მწყურვალი "ქათმები" ერთმანეთს მურაბის მოხუფვის საიდუმლოებებს უზიარებენ და კამათობენ, რომელი აკეთებს უკეთეს ჩაქაფულს....

მგონი აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამ ყველაფრის შემყურე მამრს რომ აუცილებლად "დაუვარდება" და გულის გადასაყოლებლად ძმაკაცებთან ერთად რესტორანში გაიქცევა რომ კუჭი მაინც გაახაროს....

ზემოთმოყვანილი სცენით და ქართველი ქალების სრული არასექსუალურობით შეგვიძლია გავამართლოთ მუცლის მონა ქართველი მამაკაცები და ვთქვათ რომ ქალების ასეთმა "სიქათმემ" მიიყვანა ისინი რესტორნებამდე...

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება– მედლის მეორე მხარე და მოდი ვიპოვოთ ის...

უბრალოდ დავსვათ კითხვა– რამ აიძულა ქართველი ქალი, გამხდარიყო ასეთი ქათამი???

p.s 8 მარტს გილოცავთ ქალებო ...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები