ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

შრომა და კეთილდღეობა ქართულად

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საბჭოთა ეპოქაში ქართველები “კარგად” ცხოვრობდნენ. შესაძლოა, საქართველო ეკონომიურად ყველა “მოძმე რესპუბლიკაზე” უკეთ “გრძნობდა თავს”. უცნაურია, მაგრამ სსრკ-ის დაშლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და აუტსაიდერებს ჩავუდგექით სათავეში. უსიამოვნო მეტამორფოზა ძალიან სწრაფად, ორიოდ წელიწადში მოხდა და უკვე ორი ათწლეულია უშედეგოდ ვოცნებობთ საქართველოზე “სიღარიბის გარეშე”.
მაინც, რამ განაპირობა მოვლენების ასეთი განვითარება? ამ კითხვაზე პასუხის გასეცემად ჯერ “კეთილდღეობის” მიზეზების გარკვევა მოგვიწევს. ვფიქრობ, საბჭოთა ეპოქაში საქართველოს ეკონომიკური წარმატება მისმა შეუცვლელობამ განაპირობა. “რკინის ფარდის” მიღმა არსებულ თხუთმეტ რესპუბლიკას შორის საქართველოს გააჩნდა ციტრუსების, ღვინის, ჩაის წარმოების ექსკლუზივი, ასევე საზღვაო კურორტები. ათობით მილიონი რუსისათვის უცხო იყო “ლაჟვარდოვანი სანაპირო” და სხვა კეთილმოწყობილი საზღვაო ტურიზმის მიმართულებები, ამიტომაც ბათუმის ცა სრულიადაც არ ჩანდა ისეთი ღრუბლიანი, ხოლო ზღვა “შავი”. ეს ყველაფერი, ლამის უფასო ენერგორესურსებთან ერთად, ობიექტურად ქმნიდა მყარი მატერიალური მდგომარეობის მიღწევის შესაძლებლობას ზედმეტი შრომის გარეშე. “სოიუზის” დაშლასთან ერთად აღნიშნული პრივილეგიებიც გაქრა. ტურისტმა უფრო მზიანი და სუფთა სანაპიროები აღმოაჩინა. ჩაის, ღვინისა და ციტრუსების ხარისხიც სასურველზე დაბალი გამოდგა და გაზი და ნავთობიც ჩვენი არ ყოფილა თურმე. ახალმა ეპოქამ ახალი საჭიროება წარმოშვა-შრომა. “ექსკლუზიური” ცხოვრებით განებივრებული ქართველისათვის ამის გააზრება-გათავისება ძნელი გამოდგა, ამიტომაც იოლ გზას დაადგა-გულუხვი, მარჩენალი ხელისუფალის ძებნა დაიწყო. ამ პროცესში უდიდესი ენერგია და ფანტაზიის უნარი ჩაიდო. სამი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პრეზიდენტი ავირჩიეთ, ანუ ყველანაირი ვარიანტი მოვსინჯეთ. “რაი მერე”? არცერთი არ “გამოგვადგა”. ამიტომაც დავდევთ მათ წყევლა-კრულვით, ჯოხებით და, ზოგჯერ კალაშნიკოვით (როცა გაგვდის). აბა რა ვქნათ, ფიზიკურ ან, თუნდაც, გონებრივ შრომას ისევ ეს არა სჯობია?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები