ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

ზნეობა და ოჯახი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა ვერ გადაფარავს რეალობას-ქართველებს საბჭოთა სისტემა მოსწონდათ. მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექსის კულტურასა და მასთან დაკავშირებულ მორალს უკავშირებდა. ლეგენდის მიხედვით, ქართველი მამაკაცი ულევი სამხრეთული ტემპერამენტით გამოირჩეოდა და იგი ადვილად იპყრობდა სლავი ქალბატონების გულებს(ჩრდილოელი ხვადების ფინანსურ მოტივაციას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება). ცხადია(?), მექალთანეობა ჩვენი სიამაყის საგნად იქცა და მამაკაცისათვის ცოლ-ქმრული ღალატი სასირცხვილო სულაც არ იყო . სიტუაციას შეგუებული ქართველი ქალბატონები “გმირულად” იბრძოდნენ ორ უმნიშვნელოვანეს ფრონტზე-უვლიდნენ შვილებს და ამზადებდნენ გემრიელ კერძებს. მამაკაცი-მმაჩოს პატივმოყვარეობა სრულად იყო დაკმაყოფილებული-მას შეეძლო თამამად “შეეგროვებინა კოლექცია” და არ შეშინებოდა რომ მასაც “რქებს დაადგამდნენ”. მოკლედ, ჩამოყალიბდა უცნაური, მაგრამ ზნეობრივად ფრიად “მოსახერხებელი” სიტუაცია. სქესთა შორის ზავს რუსული “დოტაცია” უზრუნველყოფდა.

“რკინის ფარდის” მოშლამ საქართველოს “სასათბურე პირობები” წარსულს ჩააბარა. სლავმა ქალბატონებმა უფრო სამხრეთით გადაინაცვლეს და უფრო ტემპერამენტიანი მამაკაცები აღმოაჩინეს (უფრო ფულიანიც). ქართველი მმაჩოები “ნაშებისა” და “ჩალიჩის” გარეშე დარჩნენ. უფულო და უფუნქციო ქმრების იმედი მათ მეუღლეებსაც გადაეწურათ და სამუშაოს ძებნაში ევროპას მიაშურეს. უკვე თითქმის ოცი წელიწადია მატრიარქატი გაბატონდა “ტრადიციულ” ქართულ ოჯახში. საოჯახო ფინანსების კონტროლმა ქალების ფსიქოლოგია შეცვალა-მანამდე შეზღუდულმა, სამზარეულოში ჩაკეტილმა ქალბატონებმა ფინანსური დამოუკიდებლობა და, შესაბამისი თავისუფლება მოიპოვეს. ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი მინიჭებულ თავისუფლებას ისევე იყენებს, როგორც მათი ქმრები წინათ. ამასობაში ბევრმა მამაკაცმა ისწავლა კულინარიული ხელოვნება და დეტალურ ანგარიშსაც აღარ ითხოვს იმ ვალუტის წარმომავლობის თაობაზე, რომლის გადახურდავების შედეგადაც საჭირო ინგრედიენტები შეიძინა.

ნუთუ, აქაც მტკიცდება, რომ “ძველი დრო” ჯობდა? ბევრი ასეთ დასკვნას გამოიტანს. სხვები იტყვიან, რომ ქალების სამართლიან შურისძიებასთან გვაქვს საქმე. ვითომ? თქვენ რას ფიქრობთ?

პ.ს. მე მაინც მეჩვენება, რომ “რაღაც” წესრიგში ვერა გვაქვს. არც ადრე გვქონდა. ზნეობაზე მოგახსენებთ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები