ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ანი ცუცქირიძე

ოიდიპოსი-ძლიერი უძლურება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ნებისმიერი სახის ნაწარმოები ,მაშინაა გენიალური თუ ის ყველა დროს ერგება,ყველა მომენტში არის აქტუალური .ერთი სიტყვით თუ ის ზოგადსაკაცობრიო ხასიათს ატარებს. შეიძლება დიდ მოაზროვნეების ეპოქას მრავალი ათეული წელი გვაშორებდეს ,მაგრამ მათი საფიქრალი და სატკივარი ჩვენთვისაც ნაცნობი იყოს. სწორედ ,რომ ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ,მაგრამ მე ერთ კონკრეტულზე კერძოდ კი სოფოკლეს ნაწარმოებზე ''ოიდიპოს მეფეზე'' შევჩერდები.
სოფოკლე ისევ როგორც ''ოიდიპოს მეფე'' ,სხვა ტრაგედიებში მთლიან ამბავს/მითს არ შლის.პიესა იწყება უკვე მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე და თანდათან ხდება კვანძის გახსნა. ძირითადი მოქმედება წარმოებს თებელ მეფეთა სასახლის წინ. ოიდიპოსი თებელთა ახალი მეფეა. ლაიოსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ის დასვეს. მან ცოლად შეირთო ლაიოსის მეუღლე-იოკასტე.მოქმედება იწყება ოიდიპოსის ძიებით-თუ ვინ მოკლა მეფე ლაიოსი და თანდათან ხდება დეტალების ვარიაცია. კვლევის შედეგად გაიგებს ,რომ ლაიოსი თავად მოუკლავს გზაზე ,როცა იგი მცირე ამალასთან ერთად ეტლით მოდიოდა.იგებს იმასაც ,რომ იგი ლაიოსის დაწყევლილი შვილი ყოფილა და მამას ტყეში ფეხებშეკრული დაუტოვებია,რათა წყევლა-კრულვა არ აღსრულებულიყო. (ნაწინასწარმეტყველები იყო მამის მოკლვა და დედის ცოლად მოყვანა). მაგრამ მას მწყემსი გადაარჩენს და ,როგორც ვხედავთ ოიდიპოსი მაინც ხდება მეფე,გაუთვიცნობიერებლად/თავისდაუნებურად კლავს ლაიოსს და ირთავს დედამის ცოლად. ამ კვანძის გახსნის შემდეგ ,იოკასტე თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს,ოიდიპოსი დაითხრის თვალებს და ტყეში გადაწყვეტს წასვლას,რათა საკუთარი თავი ასე დაისაჯოს.
ტრაგედია სრულდება თითქოსდა სამართლიანად , ოიდიპოსი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მიდის კითერონის უდაბურ მთაზე დასანთქმელად. პიესაში კარგად ჩანს პიროვნების შინაგანი სიძლიერე,მაგრამ იგი უძლური აღმოჩნდება იმ წინააღმდეგობების თავიდან აცილებაში ,რაც ბედისწერამ არგუნა.ბედისწერა ეწინააღმდეგება ,ადამიანის რეალურ შესაძლებლობებს.ვხედავთ ,რომ ლაიოსმა შვილი გაიმეტა სიკვდილისთვის ,რათა არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. მაგრამ ,როცა ოიდიპოსი გადარჩება ,უკვე ნათელია მისი მომავალი. იგი არ ტყდება,ქედს არ იხრის უსამართლო განგების წინაშე და იჩენს დიდ ნებისყოფას ,რომ ჩადენილი დანაშაული გამოისყიდოს ის არ იკლავს თავს ,ამით უფრო შვება იქნებოდა მისი,არამედ ისახიჩებს სახეს,დაითხრის თვალებს -რადგან ვერ ხედავს მისი თვალების საჭიროებას ,თავადვე ამბობს :
'' თქვენ ვერ იხილეთ ჩემგან ქმნილი ბოროტებანი!,
თქვენ ვერ იხილეთ საყვარელი მშობელნი ჩემნი
და ვერცა ნახავთ ვის ნახვასაც ასე ნატრობდით
რადგან გეკრძალვით ,ყოვლის ხილვა აწ და მარადის''
დაუნდობელია ბედისწერა,რაც არ უნდა ძლიერი იყოს პიროვნება,განგების ძლიერებას ვერ სჭარბობს.ექვემდებარება მას და ხდება მარიონეტი ცხოვრების.ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულად ხდება :''თუ სიკვდილმა დამინდო ბალღი,მხოლოდ იმიტომ რომ ეს მეხი თავს დამტეხვოდა'' -ამბობს ოიდიპოსი.
სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში ,რომელიც არასდროს არ მოკვდება.ეს თემა ზოგადადამიანური პრობლემების ეხება. ეს აწუხებდათ საუკუნეების უკან და აწუხებთ დღესაც .სხვადასხვა ეპოქებს შორის საერთოება ,არის ის საკითხები რაც მუდამ აქტუალურია-ოიდიპოსი-როგორც ძლიერი ადამიანი,და ბედისწერა-როგორც წინასწარგანსაზღვრული ,შეუჩერებელი რამ.დღესაც არიან ოიდიპოსები და დღესაც ჩვენს ცხოვრებას ,მიუხედავად იმისა ,რამდენად გჯერათ ბედისწერისა-მაინც მისი მსახვრალი ხელი წარმართავს ყოველივეს.იქნებ ეს ადამიანის ერთგვარი გამოცდაცაა ,რომ მოჩვენებითი ძლიერება -ჭეშმარიტი ძლიერებისგან გამოარჩიოს. ცოტა არ იყოს პესიმისტური განწყობა გაგიჩნდებათ, თუ ყველაფერს ბედისწერა განსაზღვრავს და ადამიანის ნების თავისუფლება იკარგება ,ჩვენი არსებობაც უაზრო და არარაობა იქნებოდა?!. მართალია ,მაგრამ სხვა კუთხით თუ მიუვდგეთ ,სოფოკლეც იდეაც გამოჩნდება ,იგი გვიჩვენებს ,რომ ძლიერი პიროვნება-ძლიერივე დარჩა უბედურებთან შეჯახების შემდეგაც. ჰკარგავს ყველაფერს მაგრამ არ კარგავს ბრძოლისუნარიანობას ,საკუთარ დანაშაულებებთან.პასუხისმგებლობით ეკიდება ჩადენილს და ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს. ასე ,რომ ყოველ მომხდარ უბედურებას თავის დანიშნულება გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში. ამით ვარკვევთ ჩვენს მედგარ/არამედგარ ხასიათს ,ვხედავთ თუ რამდენად შეგვიძლია ჩადენილის გააზრება ,სძინავს თუ არა სინდისს ჩვენში,შეგვწევს თუ არა ძალა განვაგრძოთ ცხოვრება თავს დამტყდარი ტრაგედიების შემდეგ. თვითგამორკვევის პრინციპი ირთვება და ცხოვრებას სხვა თვალებით ,სხვა აზრებით ვაგრძელებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები