ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

სიტყვის თავისუფლება საქართველოში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ და ერთი შეხედვით რიტორიკული შეკითხვა დავსვათ: გორბაჩოვს რომ "საჯაროობა" არ "დაეშვა", საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა? ალბათ, კი (ალბათ!), ოღონდ არა მაშინ და არა ისე-მოგვიანებით და სისხლით. შეიძლება ეს პროცესი ჩვენს დღეებში წარმართულიყო არაბული ბუნტის პარალერულად(ფეისბუკის მეშვეობით!), ლიბიური სცენარით. თუ ამ მსჯელობას დავეთანხმებით, უნდა ვაღიაროთ, რომ პრესის გათავისუფლება, ან სიტყვის თავისუფლების არარსებობა ერთნაირად საშიშია დემოკრატიული ტრადიციების არმქონე ქვეყნებისათვის, რადგანაც საზოგადოებაში დაგროვილ ძლიერ უარყოფით მუხტს ათავისუფლებს, რაც ქაოსის წინაპირობას ქმნის. დამეთანხმებით, უსიამოვნო დასკვნაა.
საქართველოს სამივე პრეზიდენტს ერთ-ერთ უმთავრეს ბრალდებად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უყენებდნენ. არადა, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლისას, დემოკრატიის მზეს ფიცულობდნენ. მაინც რა ემართებოდათ მათ სანუკვარ სკამზე მოკალათების შემდეგ? სამ, ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებულ ადამიანს, ერთნაირი "ავადმყოფობა" რატომ ემართებოდათ? იქნებ ქაოსის საშიშროება "იქედან" უფრო ნათლად ჩანს?
გამსახურდიას, თავისი რადიკალი ოპონენტებისათვის ტელევიზიით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება რომ მიეცა, მას მაინც დაამხობდნენ, ოღონდ "ხავერდოვნად", ვარდებით ხელში, a la შევარდნაძე. სააკაშვილს რომ იმედი არ დაერბია, ეხლა რას გააკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტი ნამდვილად არ იქნებოდა!
სამივე პრეზიდენტის შემთხვევებს ერთი რამ აერთიანებს-სიტყვის თავისუფლებას მათ პოლიტიკური მიწინააღმდეგენი ედავებოდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ხოლო საზოგადოება ისეთ პოზაში დგებოდა, თითქის ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი. აინტერესებდა?
ყველაზე საინტერესო მაინც სხვაა-სიტყვის თავისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერია(ამ ეტაბზე მაინც), რადგან ღარიბი, სუსტი სახელმწიფოს მას-მედიას ხელისუფლება თუ არ გააკონტროლებს, ამას "დაინტერესებული" მეზობელი სახელმწიფო გააკეთებს ფულის, ან დიდი ფულის მეშვეობით.
რატომღაც მგონია, საქართველის მედია დღეს საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული-უკმაყოფილონი მაესტროსა და კავკასიას უყურებენ, ინტელექტუალები გაზეთებს კითხულობენ, მასა ხით-ხით შოუებითა და სერიალებით ერთობა, ხოლო ინტერნეტის დემოკრატიულობა და ხელმისაწვდომობა ზემოთნახსენებ ტრადიციას ნელ-ნელა აყალიბებს. "გვაცადეთ ბატონო!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები