ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Zura Balanchivadze

ლეპტის მაგნა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რატომ მიყვარს სიცხე და მშრალი ჰავა? იმიტომ, რომ ამ ორ ელემენტს საოცრებისაგან "საოცრების" შექმნა შეუძლია. პირამიდებისაგან "პირამიდების", მუმიებისგან "მუმიების" და იცით ადგილი, სადაც რომი არის "რომი"?

Leptis Magna

მოკლედ, ლეპტის მაგნა, ამ თავისებურად მაგიური სახელწოდების მქონე ქალაქი, თავის დროზე აფრიკაში სიდიდით მესამე იყო. ალექსანდრიისა და კართაგენის შემდეგ, ლეფტის მაგნა ამ კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქს, რომელმაც რომის იმპერიის დიდებისა და კულტურის ყველაზე ხელუხლებელი ძეგლები შემოგვინახა.

[caption id="attachment_4221" align="aligncenter" width="465" caption="თეატრი - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა"][/caption]

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს აშენდა და თავდაპირველად ფინიკიის კოლონიას წარმოადგენდა. დიდი ხნის განმავლობაში იგი კართაგენის შემადგენელი ნაწილი იყო და მის აღზევებასთან ერთად იზრდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 146 წელს, მესამე პუნიკური ომის შემდეგ, ქალაქი რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. იმპერატორ ტიბერიუსის ხანაში კი იგი აფრიკის პროვინციის ნაწილად გვევლინება.

[caption id="attachment_4223" align="aligncenter" width="387" caption="იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის თაღი. ლეპტის მაგნაში დაბადებულ ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად ქცევაში"][/caption]

ლეპტის მაგნას აღზევება და დღემდე შემორჩენილი სახით განვითარება ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მოხდა. იმეპრატორი ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი, რომელიც წარმოშობით აქაური იყო, აქტიურად ჩაერთო მის განვითარებაში. მალე ქალაქი ერთ-ერთ ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. ახ. წ. 205 წელს, როდესაც იმპერატორი საკუთარ ქალაქს ეწვია, დიდი ქება და პატივი დაიმსახურა.

[caption id="attachment_4224" align="aligncenter" width="468" caption="ფორუმი - ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი"][/caption]

იყო რა ბუნებრივად შექმნილი და კუნძულებით დაცული საპორტო ქალაქი, ლეპტის მაგნაში ვაჭრობა დუღდა. ადგილი, სადაც იგია გაშენებული, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 130 კმ-ითაა დაშორებული და გემებისათვის ადვილად მისადგომია. ამიტომაც იყო, რომ ხმელთაშუა ზღვაზე გამავალი სავაჭრო გემები აქ ჩერდებოდნენ და საქონელს ცვლიდნენ. სხვადასხვა საქონელი სხვადასხვა ქვეყნიდან იგზავნებოდა, რაც შემდეგ რომისაკენ მიემართებოდა.

[caption id="attachment_4225" align="aligncenter" width="471" caption="ბაზილიკა ქალაქის მთავარი ტაძარი იყო. მე-6 საუკუნეში იმპერატორმა იუსტინიანემ იგი ეკლესიად გადააკეთა"][/caption]

[caption id="attachment_4226" align="aligncenter" width="461" caption="გრიფონები ბაზილიკის დეკორატიულ დეტალებად"][/caption]

რომის სხვა აფრიკული კოლონიებისაგან განსხვავებით, ლეპტის მაგნა უფრო ავტონომიური იყო და მის მოსახლეობაზე ყველა კანონი არ ვრცელდებოდა. ქალაქი ძალიან ბევრს ამბობს თავისი საზოგადოების ცხოვრებასა და წესჩვეულებაზე.

[caption id="attachment_4228" align="aligncenter" width="466" caption="ისევე, როგორც რომში, აქაც არსებობდა დიდი სანახაობითი ამფითეატრი"][/caption]

[caption id="attachment_4229" align="aligncenter" width="466" caption="აბანოები და საუნები არაფრით ჩამოუვარდებოდა რომაულს. ჰაერი აქაც იმავე პრინციპით თბებოდა: აბანოს იატაკქვეშ დიდი ღუმელები ენთო და იქიდან წამოსული ორთქლი კედლებში დატანებული მილებიდან გამოდიოდა"][/caption]

[caption id="attachment_4230" align="aligncenter" width="446" caption="ტუალეტიც ისეთივე ღია და საზოგადოებრივი იყო, როგორიც აბანო. მოქალაქეები ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ ხვრელებზე. საქმის დასრულების შემდეგ მათ წინ გამდინარე წყლით რეცხავდნენ "უნიტაზებს""][/caption]

[caption id="attachment_4231" align="aligncenter" width="450" caption="აქ თითოეული დეტალი საოცარი ოსტატურობით არის მოჩუქურთმებული, რაც სიმდიდრესა და ფუფუნებაზე მიუთითებს"][/caption]

[caption id="attachment_4232" align="aligncenter" width="484" caption="მედუზა გორგონას ბარელიეფი აქაური ნაგებობების ხშირი ელემენტია"][/caption]

[caption id="attachment_4233" align="aligncenter" width="454" caption="მზის ჩასვლა ქვების ტონალურობას ცვლის და ლეპტის მაგნას სრულიად უცნობ იერსახეს აძლევს"][/caption]

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე რომაულ სტილში იყო აგებული, ეს ქალაქი არ ჰგავდა არც ერთ სხვას. ლეპტის მაგნას სიდიადე ვაჭრობის მოცულობაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, როცა მესამე საუკუნეში დიდი სავაჭრო კრიზისი დაიწყო, ქალაქი ავტომატურად დაზარალდა. ამას თან ერთვოდა რომის გამოგზავნილ მმართველებსა და ადგილობრივ ტომებს შორის განხეთქილება, რომლებიც ქრთამს მოითხოვდნენ.

მალე, 439 წელს, ქალაქი ვანდალებმა დაიპყრეს. მათმა მეფემ გენსერიკმა ქალაქის კედლების დანგრევა ბრძანა. მოსახლეობა დააშინეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი ვანდალები ბერბერულმა ტომებმა შეცვალეს, რომელთაც ქალაქი ცარიელ ნაგებობებად აქცის. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: რომაელმა სარდალმა ბელისარიუსმა ქალაქი კვლავ გაათავისუფლა, თუმცა იგი უკვე ადრინდელს აღარ ჰგავდა. 650-იანი წლებიდან კი იქაურობას, ისევე, როგორც აფრიკის სხვა სახელმწიფოებს, არაბები დაეპატრონნენ.

ლეპტის მაგნა, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი და თავისი დროის უმნიშვნელოვანესი რომაული ქალაქი, შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ავტორი Zurriuss.GE

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები