ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Zura Balanchivadze

მასა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ ექნება თუ არ ჩართავთ ამ მუსიკას

http://www.youtube.com/watch?v=4i2a-CaBqg8

მიყვარს მასობრივი სცენები - არ მიყვარს მასა.


მასა ბრბოა, თუნდაც იმიტომ, რომ "მასა" ჰქვია, უსულო სხეულის ერთ-ერთი საზომი.

მასა ტლანქია, როგორც შედედებული სისხლი, რომელიც დროთა განმავლობაში რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე თრომბს წარმოქმნის.


მიყვარს ხალხი. იგი ტყეა, თითო თავი თითო ცხოვრებაა (და არა თითო ხისთავიანი). თითო თავი თითო წინააღმდეგობა და მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტად აედღლიზოს მასობრივ გრავიტაციას.

მიყვარს, როდესაც ხალხი მასობრივ სცენაში მონაწილეობს და მასად არ განითქვიფება.

მიყვარს, როდესაც ხალხს საღი რწმენა აერთიანებს და არა მონობა.

მიყვარს ხალხი ინდივიდი - არ მიყვარს უსახო ხალხი, მასა

მიყვარს ხალხის მსვლელობა - ვერ ვიტან იდეოლოგიურ მსვლელობას.

მიყვარს ისეთი მაობრივი სცენა, როგორიც მარშირებაა - მიყვარს ოლიმპიური მარშირება.

მიყვარს, როდესაც ხალხი გუნდია - მიყვარს, როდესაც დასი პოლიფონიურია. როდესაც გუნდი გააზრებულად მღერის. ასეთ დროს გონება მართავს გრძნობას და ხელს უშლის ხალხის "მასად" გადაქცევას.

მიყვარს რბოლა, გავარვარებული მკერდით ზღვიდან მობერილი ცივი ჰაერის ნაკადის გაპობა და ორთქლით ააკვარელებული სახეები.

მიყვარს რწმენა.

მიყვარს ძალა.

რწმენის ძალა.

მიყვარს დიდი ძალა.

ავტორი Zurriuss.GE

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები