ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

The Art - Tiki Taka

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ერთხელ ერთმა არც ისე ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა თქვა, “ბარსელონა” ულამაზეს ქალს ჰგავს, რომელიც მოგხიბლავს, თავბრუს დაგახვევს, გაგანადგურებს, შესაძლოა მიწასთანაც გაგასწოროს და მაინც ნასიამოვნები დარჩებიო.

ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. არაერთი გუნდის მწვრთნელს “ბარსასთან” განცდილი მარცხის შემდეგ უთქვამს, რომ თამაშით ნასიამოვნები დარჩა. დარწმუნებული ვარ მაყურებელიც იგივეს განიცდის (ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ვგულისხმობ).

"ჩვენ შეიძლება ზოგჯერ დავმარცხდეთ კიდეც, მაგრამ არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას" - ეს გვარდიოლას სიტყვებია.

„გამორიცხულია, ფეხბურთი აღმაფრენის გარეშე ითამაშო”, – თქვა დათო ყიფიანმა.

დიახ, ასეთია “ბარსელონას” საფეხბურთო ფილოსოფია. ასეთი ფეხბურთი რომ ითამაშო, არ კმარა მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა. როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება იმ წვენში უნდა იხარშებოდე, რასაც საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” ჰქვია.

მე არ მინახავს 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები, არც 70-იანი წლების "აიაქსი", არც 80-იანი წლების ბოლოს აბობოქრებული "მილანი", მითუმეტეს 50-ანი წლების უნგრეთი. არც მადრიდის "რეალი" ოქროს ხანაში, თავისი დი სტეფანოთი, პუშკაშითა და ჰენტოთი, მაგრამ იმათგან რაც მინახავს, დღევანდელი "ბარსელონა" საუკეთესოა!

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გვარდიოლას გუნდის ჯადოქრობებით დავტკბეთ, ისტორიაში საუკეთესო "ბარსათი".

Fc Barcelona Tiki Taka 2010/11 season (Part I)

მწვრთნელი,რომელმაც "ოცნების გუნდი" შექმნა...

Pep Guardiola

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები