ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ილია ჭავჭავაძის მიერ დასმული კითხვის ექო დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ. ილია ამბობს: "მაშინ რომ ქართველისთვის გეკითხათ, რა გსურს, რა გინდაო, სიცოცხლე მინდაო გეტყოდათ; როგორ თუ სიცოცხლეო?! - ისეო, გეტყოდათ, გავლა-გამოვლა შემეძლოს, მზით და მთვარით ტკბობა და ჩემი ჭიის გახარებაო. ერთი სიტყვით ხალხს და ქვეყანას ერთი ნატვრა ჰქონდა, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოო."

გადავხედავთ ჩვენს წარსულს და გვეამაყება, რომ დღემდე ვარსებობთ. მხოლოდ კარგს ვხედავთ და არ გვინდა ჩვენი ისტორიის სასირცხვილო ადგილებს შევხედოთ, თითქოს ყველამ იცის მათი არსებობა და მაინც არავინ...

ერი წაწყმდებაო იძახიან და პუჭად ფაცი-ფუცობენ, უთავბოლოდ ირჯებიან. მართლაც წაწყმდება ჩვენი ერი, რადგან ის წარსულიც დაივიწყეს, რომელსაც ერთ დროს თავს აფარებდნენ რომლითაც ამაყობდნენ. წარსულში ჩაგდებული თესლით დღეს ვიმკით მოსავალს, დღეს XXI საუკუნეშიც გვიჭირს ფრთების ლაღად გაშლა, რადგან დავუძლურდით. ახლა არც ხმალი გვშველის და არც თავდადება, მხოლოდ შრომითა და ცოდნით თუ შევძლებთ რაიმეს, ცოდნის მიღება და შრომა კი გვეძნელება.

თანამედროვე ცხოვრებამ, თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულმა რიტმმა, რომელიც ყველაფერ ადამიანურს ზღუდავს და ჩარჩოებში აქცევს, შეცვალა სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობა. სამწუხაროდ ის ნაკლებად სუფევს ადამინთა შორის, დღევანდელობა არ აძლევს სიყვარულით ანთებულ, სიკეთით გაფართოებულ და განდიდებულ სულს აღმაფრენის საშუალებას, არ განაცვიფრებინებს ადამიანს იმ სულიერ სიამოვნებას, რასაც უნდა განიცდიდეს.

დღეს XXI საუკუნეა და მაინც ისმის კითხვა - რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თუმცა ასეა თუ ისე, სიყვარული მაინც სუფევს, რახან სამყარო არსებობს (დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს) . არსებობს სიკეთეც და სანამ ისინი იარსებებენ, ვიარსებებთ ჩვენც!

და მაინც...

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დახურეს

კომენტარები