ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

დედამიწის მოძრაობის საპირისპიროდ შენს შესახვედრად გამორბის ბავშვი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


 

სამყარო ღმერთმა შექმნა. ღმერთი სიყვარულია. მან სიყვარულით შეგვქმნა და მოგვანიჭა ეს უდიდესი მადლი, მოგვცა მცნება, რომ გვიყვარდეს უფალი, ერთმანეთი და მტერიც კი. ეს სამყარო ადამიანისთვის არის შექმნილი, რომელიც ყველაზე რთული სულიერია ამქვეყნად, რადგან მას აქვს გონება და შეუძლია აზროვნება. ჩვენ არაორდინალურები ვართ და წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს. საზოგადოება არის ადამიანთა გაერთიანება, სადაც ადამინებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ისინი მოქმედებენ ერთი მიზნისა და იდეისათვის. ყველა ადამიანი არ არის საზოგადოების წევრი, რადგან ის არ არის სრულფასოვანი პიროვნება. ე.ი საზოგადოების წევრები სრულფასოვანნი არიან. რას გულისხმობს სრულფასოვნება? განათლებას, სრულუფლებიანობას, ჰუმანურიბას. ყველაფერ იმას რაც ფასეულია და ღირებული. ჩვენ საზოგადოების წევრებად ვთვლით თავს, რადგან არ ვუშვებთ საპირისპიროს. და, ვაი, რომ ეს სრულფასოვან ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოება, ძალიან ხშირად ვერ ამართლებს თავის მნიშვნელობას. ბევრჯერ ის ბრბოს უფრო ემსგავსება თავისი ქმედებით და საქციელით.

საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრები ბავშვებია, განსაკუთრებით მიუსაფარი ბავშვები. ისინი ხომ მზრუნველობას მოკლებულნი არიან. ადამიანები უზრუნველად ტოვებენ მიუსაფართ, ერთ თბილ სიტყვასაც არ იმეტებენ მათთვის. საზოგადოების წევრები ამკვიდრებენ სიძულვილს მათში, რადგან მათ შორისაც ბოროტებაა დამკვიდრებული, ბოროტებას კი მხოლოდ ბოროტების დაბადება შეუძლია... ისინი ვერ აღვივებენ პატარების გულებში სიყვარულს, რადგან თავად არ აქვთ საკმარისი. როდესაც სიყვარული გაუღვივებელია, დამარცხებულია ან გამოუყენებელი, ჩნდება სიძულვილი. ამას კი ბოროტი და ეშმაკი იწვევს.

ოჯახისაგან, თანატოლებისაგან თუ საზოგადოებისაგან მიტოვებული ბავშვები იღუპებიან, ფიზიკურად ნადგურდებიან, თავს გარიყულად გრძნობენ. მათი ხვედრი სავალალოა. ისინი გაბოროტებულნი არიან ყველაფერზე, სძულთ მთელი სამყარო. ყველა ღონეს ხმარობენ შურისსაძიებლად, დაბოღმილი გულის გასათავისუფლებლად, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ვერ ახერხებენ, ვერ კურნავენ ატკივებულ სულს. ეს ყველაფერი ბადებს უდიდეს ბოროტებას პატარა გულებში, გულებში,რომლებსაც ჯერ არ გამოუცდიათ ცხოვრების სიმწარე.

ცხოვრება მიდის, ხალხი ცხოვრობს, ისინი წუთისოფლის მონები არიან, მიჰყვებიან დედამიწის ბრუნვას, მოძრაობას... და ამ დროს ბავშვი გარბის ყველას საწინააღმდეგოდ, მთელი დედამიწის საპირისპიროდ, ბოღმით სავსე გულის გასანთავისუფლებლად, თუმცა საპირისპირო სვლით, ის ვერაფერს აღწევს, უფრო ითრგუნება და ბოროტდება.

საზოგადოებისაგან მიტოვებულ, უარყოფილ ბავშვს, რომელმაც ეს-ეს არის უნდა აირჩიოს ცხოვრების გზა, დაადგეს მთელი ცხოვრების მანძილზე სავალ ბილიკს, ცხოვრების სიძულვილი დედამიწის ბრუნვის საპირისპიროდ ატარებს.

ბავშვის სულიერი ფორმირება ფერხდება, ის გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იცის ვის ენდოს, სად იპოვოს ნუგეში და ეს მის გაღიზიანებას, მის მიუსაფრობას. საზოგადოება გარკვეულწილად ბავშვს უბიძგებს დანაშაულისაკენ და უვითარებს მას არასრულფასოვნების გრძნობას. ასეთ შემთხვევაში ტირის ბავშვი, ჩივის თავის ხვედრზე.

და რა უნდა ვქნათ, რომ განვკურნოთ საზოგადოება ამ სენისგან? ალბათ ყველამ უნდა იტვირთოს ყველა, თითოეული მისი წევრი უნდა იყოს ერთის, მთლიანის ნაწილი. არავინ არ უნდა სთქვას - "მე რა შუაში ვარ?" და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს უნდა დაფიქრდეს, არ უნდა იმოქმედოს ცხელი გულით, არ უნდა აჰყვეს გულისთქმას, მის ხარბ და გაუმაძღარ ბუნებას, რადგან გული ბრმაა და ის ყოველთვის გვიბიძგებს მოქმედებისკენ, ეს მოქმედება კი ყოველთვის გამართლებული არაა. ამიტომ ცხოვრების წესის მოთხოვნით თავი შევიკავოთ და გონებით ვიმოქმედოთ.

თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, დავამარცხებთ გაუტანლობას, მოჩვენებითობას, გულგრილობას, რომელიც საზოგადოების გაუცხოებას იწვევს.

მაგრამ საბოლოოდ ნამდვილად ძნელია შენს თავში არსებულ წინააღმდეგობებს გაუმკლავდე, რადგან გულიც შენია და გონებაც...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები