ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

აღშფოთებულები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მაისის ბოლო მესამედი საქართველოში რევოლუციის მოლოდინით დაიწყო. კანიბალიზმის ახალი შემოტევით დაკავებული ქართული საზოგადოება, ცხადია, ვერ ახერხებდა ქვეყნის გარეთ განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები დაენახა, შეეცნო, გაეაზრებინა (როგორც ყოველთვის!). არადა, საქართველოს პარალელურად რევოლუცია სრულიად ევროპაშიც დაიწყო, ოღონდ ნამდვილი. უკვე ერთ კვირაზე მეტია, ევროპის ათეულობით ქალაქში ყოველ ღამეს საპროტესტო მიტინგები იმართება. ეს მოძრაობა ესპანეთში დაიწყო და ინიციატორები ახალგაზრდები არიან. მოთხოვნა ერთია-ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ კრიზისის საფასურის გადახდის საზოგადოებისათვის დაკისრების განზრახვაზე უარი თქვას. 29 მაისს აქცია ერთდროულად ევროპის ას ქალაქში გაიმართა. ათენში პროტესტანტების რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. არის ღამისთევები, მასობრივი გამოსვლები და არ არის ძალადობა. აქციის მონაწილეთა იარაღი ზეაღმართული ხელებია. მომიტინგეები ღამის განმავლობაში დაგროვილ ნაგავს ცელოფნის პარკებში აგროვებენ, რათა დილით მოსულ დასუფთავების სამსახურს გაუადვილდეს მისი შეგროვება და გატანა. პოლიტიკოსები აქციებში არ მონაწილეობენ.
დღეს აქციაზე მიკის თეოდორაკისი გამოვიდა და განაცხადა, რომ, თუკი მთელი ერი ფეხზე დადგება,მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება, ხოლო ელიტა წავა, ან ხალხის ნებას დაჰყვება. ეს ფრაზა ერთობ მშვიდად და მტკიცედ, ყოველივე აგრესიის გარეშე წარმოთქვა.
მათ უკვე სახელიც დაარქვეს-აღშფოთებულები. გაგეცინებათ, მაგრამ სწორედ ამ აღშფოთებული ევროპელების ახალი თაობა აპირებს რევოლუციის მოხდენას-მშვიდობიანი, პროგრესული, სანიმუშო რევოლუციის, ქაოსისა და ძალადობის გარეშე. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მე მათი მჯერა. ქართველი „რევოლუციონერებისა“-არა!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები