ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლაშა მესხი

ჩემი თემა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

პირველ რიგში მინდა დიდი კმაყოფილება გამოვთქვა თვითონ საერთო სამაგისტრო გამოცდის ხარისხსზე და ზოგადად ამ რეფორმის წარმატებაზე. გთავაზობთ ჩემს თემას ანალიტიკურ წერაში პრინციპი ალბათ მეტნაკლებად ყველასთვის ნაცნობია პრინციპი მაგრამ მაინც ვიტყვი:

მოცემულია მოსაზრება, რომელზეც შენ უნდა იმსჯელო, ეთანხმები არ ეთანხმები და აშ აშ აშ აშ აშ

მაშ ასე მოცემულია:

მხატვრულ ნაწარმოებებში ჟარგონისა და დიალექტიზმის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს უარყოფით გავლენას ახდენს სასაუბრო ენაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების მეტყველებაზე.

ჩემი აზრით აღნიშნული მოსაზრება ნაწილობრივ მცდარია, რადგანაც ახალგაზრდების მეტყველებაზე გარდა მხატვრულ ლიტერატურაში გამოყენებული ჟარგონებისა სხვადასხვა ბევრი ხელისშემწყობი ფაქტორი მოქმედებს.

რაც შეეხება იმ ფაქტს,  რომ ასეთი ტერმინების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ნაწარმოებებში, მე ამ მოსაზრებასაც ვერ დავეთანხმები, რადგანაც მე ვერ წარმომიდგენია თანამედროვე ქართული რომანი ეწ ჟარგონების გარეშე. შეუძლებელია ამ შემთხვევაში ის კითხვადი გახდეს, როცა ჟარგონის მაგიერ მისი შესაფერისი „განმარტება“ იქნება... :)

მაგალითად თანამედროვე ქართველი მწერლის ზ.ბურჭულაძის რომანი „ხსნადი კაფკა“ ,ლ სწორედ რომ ჟარგონზე დიალექტიზმზე, ბარბარიზმზე სლენგზეა აგებული.

რათქმაუნდა ასეთი სახის ნაწარმოებებს დიდი მხატვრული ღირებულება არა აქვს და მხოლოდ ეპატაჟზეა გათვლილი,ი-მაგრამ სამაგიეროდ ადვილად გასაღებადი- სოციალური მოვლენაც კია, მითუფრო საქართველოში, საკმარისია ერთ-ორი ჟარგონული უწმაწური სიტყვა, ტრადიციებზე და რელიგიაზე რამოდენიმე სიტყვაში ქილიკი, რომ წიგნი ლამის ბესტსელერად იქცევა.

მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ძველი ქართული ლიტერატურის, მაგრამ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ ენა უნდა განვითარდეს. წარმოგიდგენიათ როგორ გაწვალდენოდა ამ ჩანაწერის მკითხველი მე რომ სათქმელს იაკობ ხუცესისეულად გადმოვცემდე...

ჩვენ სწრაფად განვითარებად დროში ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომაც უნდა ავუბათ ფეხი დროს , ენაც უნდა ჩაებას გლობალიზაციის მეტად მნიშვნელოვან პროცესსში.

კონკრეტულად საკითხს რაც შეეხება ის  ,რომ ჩვენ ჟარგონის, სლენგის და დიალეტიზმის აკრძალვით მივაკლთ იმ დასკვნამდე, რომ ამის შემდეგ მოზარდები „კარგად“ იმეტყველებენ- ჩემი აზრით სისულელეა!

ყევლა წიგნს აქვს არსებობის უფლება

გინდა?

წაიკითხავ...

გემოვნებაზე კი ძალიან ბევრს დაობენ მაგრამ ერთი რამ ნათელია:

ყველა ადამიანი დაწერს როგორც ჩათვლის საჭიროდ, ყველა ადამიანი წაიკითხავს რასაც ჩათვლის საჭიროდ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაეტევა დემოკრატიის, ლიბერალიზმის, სიტყვის რწმენის გამოხატვის თავისფულევბების (უფლების ზღვარში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მეხიკოში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კომენტარები