ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სოსო თედორაძე

მარტოობის ასი წელი – გაბოს მითი და სინამდვილე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანი – მარტოობის ასი წელი, 1967 წელს დაისტამბა პირველად ბუენოს–აირესში. მას შემდეგ ოთხ ათეულ წელზე მეტი გავიდა, თუმცა ნაწარმოები მაინც არ კარგავს თავის აქტუალობს. "გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად" სწოედ ასე იწყება რომანი, რომელიც "დონ კიხოტის" შემდეგ.ალბათ მთელ ესპანურენოვან ლიტერატურაში, ნაწარმოების ყველაზე პოპულარული დასაწყისია. დასაწყისი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანში, მიუხედავად ეროვნებისა, ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისა ერთნაირ ზე–განცდებს ტოვებს და გვითრევს რომანის სიღრმეებისკენ.

გაბრიელ გარსია მარკესმა არ რომანის წერა 1965 წელს დაიწყო და მშინ სათაურიც სხვა ქონდა ჩაფიქრებული "სახლი". მინდოდა, მთელი მოქმედება ერთი სახლის ჭერქვეშ მომექცია – იხსნებდა მოგვიანებით მარკესი – თუმცა რაკიღა თხრობა მაკონდოს არ სცილდება, ეს ხომ მაინც ერთი და იგივეა. მაშინ 38 წლის გაბო მეხიკოში ცხოვრობდა და პუბლიცისტიკით იყო დაკავებული, თუმცა თავისი საქმიანობით არი იყო ძალიან კმაყოფილი, მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო დათანხმდა ამ სამუშაოს. სწორედ ამ პერიოდში აკაპულკოსკენ მანქანით მიმავალს, უცაბედად თავში სრულიად წარმოუდგა იმ რომანის "ჩონჩხი", რომლის დაწერასაც მანამდე მუდამ ესწრაფოდა და სურდა. გზად მას მიეცა საშუალება ყველაფერი აეწონ–დაეწონა და გონებაში რომანისთვის მიეცა დაახლოებითი სახე.

მარტოობის ასი წელი 1965 წლის ივლისსა და 1966 წლის აგვისტოს შორის პერიოდში იბეჭდებოდა; ანუ – ეს შედევრი სულ რაღაც 12 თვეში შეიქმნა. თუმცა, ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ნაწარმოებზე გაბო 17 თვე მუშაობდაო. ასეა თუ ისე, დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ თავად იდეა სწორედ მეხიკოდან აკაპულკოში მოგზაურობის დროს გამოიკვეთა. შემდეგ კი უკვე ლეგენდა გაჩნდა რომ თითქოს მწერალმა იქვე მოატრიალა მანქანა და უკან დაბრუნდა წიგნის დასაწყებად, რაც რა თქმა უნდა არ შეეფერება სიმართლეს. სინამდვილეში გაბო მშვიდად განაგრძობდა საჭის ტრიალს და საპორტო ქალაქში ჩასვლამდე, მთელი რომანის ქარგა უკვე თავში ქონდა მძივივით ასხმული.

ამ რომანის გარშემო მოარული მითი ჯერ კიდევ დასტამბვამდე შეიქმნა : წიგნი მეხიკოში უნდა დაბეჭდილიყო და არა ბუენოს აირესში. საქმე იმაშია რომ ცნობილი არგენტინული გამომცემლობა სუდამერიკანას მთავარმა რედაქტორმა ძალა და ხარჯები არ დაზოგა, რათა ჯერ კიდევ დაუწერელი რომანი, მომავალში თავის ხელში მომხვდარიყო. 1966 წლის,სუდამერიკანას რედაქტორმა მიაღწია თავის საწადელს და ივნისში დაიბეჭდა მარტოობის ასი წლის პირველი ეგზემპლარი. დაბეწდვიდან რამდენიმე დღეში წიგნის გაყიდვების რაოდენობა მთელ ლათინურ ამერიკაში კოლოსალურ ციფრებს აღწევდა.

რამდენიმე წელიწადში მარკესმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ბევრმა ის "კლასიკადშობილადაც" კი მონათლა, თუმცა მარკესზე, როგორც კლასიკოსზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.1982 წელს მწერალს ამ შედევრისთვის ნოპბელის პრემია ერგო, რამაც უფრო გუთქვა სახელი მას საერთაშოისო ასპარეზზე. დღესდღეისობით მარტოობის ასი წლის მკითველთა რაოდენობა მილიონებს მოითვლის, 50–მდე ენაზეა თარგმნილი და მაგიური რეალიზმის ერთ–ერთ ყველაზე დიდ "სიტყვად" ითვლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები