ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ირაკლი იბერიელი

"ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია" ეკლესიური ვოიაჟი მტრის ზურგში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო, გაგვიგია. უამრავი ლეგენდაა სადაც რწმენის გამო ათასობით ქართველს თავს კვეთავდნენ, ერი კი ინარჩუნებდა რწმენას და აგრძელებდა ბრძოლას დამოუკიდებლობის ოცნების გახორციელებისთვის. იყვნენ თურქ სელჩუკები, სპარსები,მონღოლები, ათასი ურწმუნო მტერი, მაგრამ ვერ დაგვაჩოქეს, ვერა. რწმენა იყო ჩვენი უპირველესი იარაღი და მერე პოლიტიკა. ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, არ მახსენდება არც ერთი სასულიერო პირი,არც ერთი მღვდელი,ეპისკოპოსი, პატრიარქზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი, რომ ჩასულიყო ჩვენს მტრებთან, სპარსეთში ან თურქეთში მეგობრული ვიზიტით და თბილი მოლაპარაკებები ეწარმოებინა. აბა რა ჯანდაბა გვჭირს ეხლა, რა ხდება რამ დაგვაჩმორა, განა ნორმალურია ის ფაქტი რომ შენ მოსისხლე მტერთან, მტერთან რომელსაც შენი განადგურება სურს, შენი დაქუცმაცება სურს, შენი ამაყი მეობის დამონება სურს,შენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ეზიზღება ქართული ნაციონალური და მეამბოხე სული, ჩადის პატრიარქი და თბილად ემუსაიფება, ეს არ არის ნორმალური ეს რენეგადული ქმედებაა, რბილად რომ ვთქვათ, და ანტი სახელმწიფოებრივი, ეს საყოველთაო გაკიცხვის ფაქტია, და ხმას რატომ არ იღებთ, აქ ხომ აშკარაა ყველაფერი. რატომ ურჩევნია ჩვენ სულიერ მამებს მტერთან ტანდემი ვიდრე დიდი ილიას და სულხან საბას დანაბარები? იმიტომ ხომ არა, რომ დასავლური ღირებულებები, ბევრად ლიბერალურია და თავისუფალია რელიგიასთან მიმართებაში, იმიტომ ხომ არა, რომ ის დიქტატი რაც ჩვენს ეკლესიას გააჩნია, დასავლურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, იმიტომ ხომ არა, რომ გავლენის სფერო სუსტდება და ამას ვერ ელევიან პოსტ საბჭოელი სასულირო პირები, დროა ხმა ამოვიღოთ, ტაბუ მოვხსნათ რელიგიის თემას, თორემ აბსურდის თეატრს ემსგავსება ეს ყველაფერი,იმიტომ ხომ არა, რომ ყველა რელიგიური კონფესია თანაბარი უნდა იყოს. 21-ე საუკუნეა, აზრზე მოვიდეთ, დამთავრდა მითითებების დრო,დოგმების დრო, ჩვენ ხომ თავისუფალნი, ინფორმირებულნი, ამაყნი, თავმოყვარენი,უშიშარნი ვართ, რა გვემართება, ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ, ვინც ჩვენი მოსისხლე მტრის მოკავშირეა და მის შეხედულებებს იზიარებს, იგი თავისი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მტერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები