ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ლეჟავა

დედიკოს ბიჭები და მამიკოს ბიჭები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორია      და მიზანშეწონილი ძნელადაღსაზრდელი ბავშვების სპეციალურ სკოლებში გადაყვანა. ეს მართლაც მეტად დელიკატური საკითხია და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.

    ამასწინათ ერთერთი ტელევიზიით იყო ინტერაქტიური გამოკითხვა, რომელშიც  გამოკითხულ მაყურებელთა ოტხმოცდაექვსმა პროცენტმა უარყოფითად შეაფასა ასეთი ბავშვების ასეთ სკოლებში გადაყვანა. გამოკითხულთა სამმა პროცენტმა განაცხადა, რომ უჭირთ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნი პასუხის გაცემა. და, მხოლოდ გამოკითხულთა თერთმეტი პროცენტი მიემხრო ბავშვების ასეთი სახით დაყოფა–დაშორიშორებას. მოდით ნუ ვიქნებით ტენდენციურები და ნუ შევრაცხავთ იმ თერთმეტ პროცენტს უსულგულოებად და ურჩხულებად და ნურც  იმ ოთხმოცდაექვს პროცენტს მივიჩნევთ გამორჩეულ ჰუმანისტებად. განვიხილოთ ყველაფერი თანმიმდევრულად.

   ასეთი სკოლები უკვე არსებობს და ეს სკოლები, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრვი საჯარო სკოლებია. ამ სკოლების უფროს კლასებში კი ჭარბად არიან ისეთები, რომლებსაც ბავშსაც ვეღარ დაარქმევ. ეს ჭაბუკები და მოზარდები არამარტო არ იკლავენ სწავლით თავს, არამედ სხვებსაც უშლიან ხელს სწავლაში; აფერხებენ სასწავლო პროცესს და აბუჩად იგდებენ მასწავლებლებს. კი, ყველა სკოლაშია დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგეებიც არიან, არიან მანდატურებიც, ბოლოსდაბოლოს არის პოლიციაც... მაგრამ,  რა უნდა გააწყოს 50 წლის კაფანდარა ქალბატონმა მასწავლებელმა, რომელიც მოწოდებულია ასწავლოს ბავშვებს ისტორია ან ქიმია, თუმცა სრულიად უძლური ხდება,  პირისპირ დარჩენილი ქუჩური იდეოლოგიით გაჟღენთილ ზორბა მეთერთმეტე–მეთორმეტეკლასელთან, რომელიც, სხვათაშორის, უკვე თითქმის სავსებით ჩამოყალიბებული მამაკაცია. ეს თითქმის სავსებით ჩამოყალიბებული  მამაკაცი მშვიდად უკიდებს და აბოლებს გაკვეთილზე სიგარეტს ყველას  თვალწინ, უტიფარი ღიმილით რეაგირებს შენისვნებზე, ზოგჯერ კი „ისე, გასართობად“ აჩხაკუნებს უშველებელ ღორის დასაკლავად გამოსადეგ მექანიზმიან    დანას... ეს ყველაფერი ხდება გაკვეთილზე, გაკვეთილების შემდეგ და გაკვეთილებს შორის შესვენებებზე კი ეს „მოსწავლე“ სრული ბატონ–პატრონი და ერთპიროვნული ლიდერი ხდება სიტუაციისა. მას თავისი ცხოვრებისეული შეხედულებები  გააჩნია   წესიერებაზე, პატიოსნებაზე, კაიკაცობაზე; და კაიბიჭობაზეც თავისი საკუთარი ხედვები აქვს. ის დასცინის და იმორჩილებს წესიერ ან მეტნაკლებად წესიერ ბაშვებს, თან თავის ქუჩურ უნარ–ჩვევებს ახვევს თავს. ირღვევა თუ არა მასწავლებლის და სწავლას მოწადინებული  ბავშვების, ასევე ამ  ბავშვების მშობლების უფლწებები? რათქმაუნდა ირღვევა!

   კი, მასწავლებელს უნდა გააჩნდეს უნარი, რომ, როგორღაც, დაიმორჩილოს ცელქი ბავშვი და თუ ასეთი უნარი მას არ გააჩნია, მაშინ მან მასწავლებლობას თავი უნდა ანებოს, რათა რეიმე სხვა საქმით დასაქმდეს. თუმცა აქ ლაპარაკია არა ცელქ ბავშვებზე, არამედ ძნელადაღსაზრდელ მოზარდებზე, რომლებიც ზოგიერთებს, რომ ჰკითხოთ საერთოდ არ არსებობენ. ასეთების გასაგონად შეიძლება ითქვას: –– ვაგლახ, მაგრამ  მაინც არსებობენ ძალიან ძნელად არსაზრდელი ბავსვები.  ისინი ხელს უშლიან  სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესებს, შემოაქვთ მტრული, ანტისაზოგადოებრივი, დამნაშავეობრივი მსოფლმხედველობა.

   ჰო, ასეთები გაჰყავთ კლასიდან , იბარებენ დირექტორის კაბინეტსა და მასწავლებელთა ოთახებში , უყვირიან და ხანდახან შეანჯღრევენ კიდევაც ალბათ, მოთმინება დაკარგული პედაგოგები. ისკიარა მანდატერებიც ჩაერევიან ხოლმე საქმეში ხშირად.  მაგრამ როცა დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგეები გულს იჯერებენ ყვირილით, ხოლო მანდატურები მორჩებიან ხელების გრეხვას, რაგბისტის აღნაგობის ნორჩი   რეგვენი ისევ ბრუნდება კლასში. მას კანონი იცავს და აძლევს უფლებას იყოს იქ –– და რაკი აგრეა –– ლანზღოს და დასცინოს მასწავლებლებსაც და თანაკლასელებსაც, აიგდოს აბუჩად ისინი.

   მაშ ვიღას მოსთხოვოს პასუხი იმ მშობელმა, რომელმაც  სასწავლებლად გაუშვა სკოლაში შვილი, მას კი დანით ან  ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი  მოუბრუნეს უკან?! ბავშვები სწავლისას დიდ დატვირთვას განიცდიან: ჯერ სკოლაში სწავლა, მერე სახლში გამეორება... ეს იგივე სამსახურია. არის სადმე ისეთი დაწესებულება სადაც რომელიმე თანამშრომელს ან თანამშრომელთა პატარა ჯგუფს ენიჭებოდეს უფლება  შეაწუხოს სხვები და შეუშალოს მუშაობაში ხელი? ეს ცოტა სასაცილოა, მაგრამ აბა მოდით წარმოვიდგინოთ: დავუშვად ხართ ბანკის თანამშრომელი, გაქვთ თქვენი სამუშაო ადგილი (მაგიდა, კომპიუტერი, საქაღალდეები) იმავე ოთახში სხედან სხვა თანამშრომლები და   მიდის ჩვეულებრივი საქმიანი ფუსფუსი.  თანამშრომლებს შორის კი ორ ან სამი  ძველი ბიჭია. ეს ძველი ბიჭები აჩხაკუნებენ დანებს, ესვრიან კოლეგებს საქაღალდეებს, იგინებიან, მღერიან სიმღერას  რომლის მთავარი გმირია ყომარის მოყვარული ომარი... გააჩერებს ასეთ თანამშრომლებს ბანკის მმართველი? ან თუ გააჩერებს შესძლებენ მუშაობას სხვები? ჰოდა სკოლაც ასეა, ძვირფასებო და სავარლებო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ზრდასრული ადამიანების ნაცვლად მერხებს უსხედან მოზარდები . და  ნურავინ იტყვის, რომ ამ ასაკში ადვილია ადამიანის გადარეწმუნება, რადგან სწორედაც ეს ასაკია ყველაზე საშიში. და თუ ზრდასრულ ადამიანს აქვს დათმობის ან გაცლის უნარი, მოზარდი ამ მხრივ ნაკლებად დამთმობია და მიდრეკილია გამუდმებით არკვიოს თუ ვინ კაი ბიჭია და ვინ ცუდი ბიჭი. კი, წესიერმა ბავშმაც(მითუმეტეს კი ბიჭმა)  როგორღაც უნდა დააიცვას თავი და არ უნდა იყოს მთლად „დედიკოს ბიჭი“, ყოველ გამვლელ–გამომვლელ ვიგინდარას არ უნდა დააჩაგვრინოს თავი. მაგრამ სწავლას მოწადინებული ბავშვების „დედიკოს ბიჭებად“ მონათვლა და მათი  მთლად ბედის ანაბარა მიტოვებაც არ არის სწორი.

   რათქმაუნდა ათი წლის ბავშვის სპეციალურ სკოლაში გადაყვანა მართლაც ალბათ მეტისმეტია. კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოვლენის  საჭიროებაა  გოგონებბთან  მიმართებაში. თუმცა ათი წლის ბავშვებიც(ბიჭები) არიან ზოგჯერ ძალიან უჯიათები , ხოლო გოგონებს  შორის კი ხანდახან გამოერევიან  ნამდვილი ალქაჯები... ეს რაც შეეხება გამონაკლისებს. აი   მოზარდებს კი 14 წლის ზევით, რომელთა დიდი ნაწილიც, სხვათაშორის ითქვას და, უკვე  წვერსაც იპარსავს ან დადის სკოლაში პირგაუპარსავი –– მათ მიმართ  დამოკიდებულება უნდა იყოს პრინციპული: 

    უნდა სწავლა? ისწავლოს! არ უნდა სწავლა? წავიდეს სკოლიდან!

   ახლა  ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზეც, ვისაც არ მოსწონთ ან რაღაც მოსაზრებებიდან გამომდინარე  არ ეთანხმებიან ასეთ კანონს. რათქმაუნდა , იმედია, რომ ასეთები გულწრფელნი არიან და ალბათ  ძალიან ცოტაა  ისეთი, ვინც აქაც ცდილობს რაიმე პოლიტიკური ელფერი შესზინოს ამ ყველაფერს; ასეთები ღაპაღუპით აფრქვევენ ნიანგის ცვრემლებს, რათა გრძნობამორევით ამცნონ საზოგადოებას თავიანთი პიროვნული სპეტაკი ჰუმანიზმისა და ხელისუფრლების  საშინელი უსულგულობის ამბავი.

   ასეთი ადამიანები ანუ ის ოთხმოცდაექვსი პროცენტი ალბათ  არიან ისინი, ვისი შვილებიც თანხმობაში ვერ არიან  წესიერებასა და კანონიერებასთან. ან არიან ძალიან შეძლებულები და აქვთ საშუალება ატარონ თავიანთი ბავშვები ფასიაიან კერძო სკოლებში. მაგრამ რაღა ქნან ხელმოკლე და საშუალო შეძლების ოჯახებმა? გამოდის, რომ მდიდრებს თავიანთი ბავშვები მიყავვთ შედარებით უსაფრთხო ფასიან სკოლებში, დანარჩენ ბავშვებს კი სტოვებენ ძნელადაღსაზრდელი (ხშირად მარგინალური ოჯახებიდან გამოსული)  ნორჩი, მაგრამ უკვე საკმაოდ გახრწნილი მოზარდების წინაშე. კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო კიდევ ერთი გამოკითხვა ანუ უფრო გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ იმ ოთხმოცდაექვსი პროცენტიდან, რომლებსაც არ მოსწონთ ეს ახალი სასკოლო კანონი, რამდენია ისეთი, რომლებსაც საერთოდ არ ჰყავთ მოსწავლე შვილები ან ჰყავთ, მაგრამ დაჰყავთ ფასიან კერძო სკოლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ     ასეთები არ აღმოჩნდებიან ცოტანი –– ალბათ ისევ ოთხმოცდაექვსი პროცენტი იმოთხმოცდაექვსი პროცენტისა. ყოველ შემთხვევაში ალბათ ოთხმოც პროცენტზე ნაკლები არა... და რაკი აგრეა, მაშინ წაიყვანონ იმ თავისთან  ფასიან სკოლებში ნაწილი მაინც ძნელადაღასზრდელი ბავშვებისა და საკუთარ შვილებს მიუსხან გვერდით; სწავლის საფასურიც თავად გადაუხდონ. იქ ხომ სწავლის დონე ბევრად უკთესია, ეგებ იქ უკეთესად აღიზარდნონ საჯარო სკოლების მიერ ვერაღზრდილები.

   თუმცა ფასიან სკოლებშიც ბევრი ძნელადაღსაზრდელია და ისინი კიდევ უფრო საშიშნი არიან , რადგან მდიდარი მამიკოები ჰყავთ. ამ  მამოებს კი მათი შვილების აზრით აქვთ საშუალება  დაიცვან და დაიხსნან ისინი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ეს დაუსჯელობის შეგრძნება კი ამხნევებს მათ.

   მოკლედ კი ასე: ის ვისაც სწავლა არ სურს და დღე–ნიადაგ შლის ან ჩაშლის პირამდე მიჰყავს სასწავლო პროცესი სკოლაში ––უნდა იქნეს  მოცილებული სკოლას.

    

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები