ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Gege

2012-ის ჩანაწერები: „რეფორმატორები“ VS „რესტავრატორები“

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

 http://nsfge.blogspot.com/2011/12/2012-vs_31.html

 2012 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის!    პოლიტიკური ვნებები ძალას იკრებს, მიმდინარეობს ბანაკების ფორმირება. „რეფორმატორების“ და „რესტავრატორების“ პოლიტიკური დაჯგუფებამთავარი ბრძოლისთვის ემზადება. ამ ბრძოლის ველი საქართველოს მოქალაქეების გულებზე და თავებზე გადის, ჯიბეზეც.
   2012 წლის საპარალმენტო არჩევნების შედეგები იქნება პოლიტიკური და მორალური კრიზისის დაძლევის წინაპირობა?! (რაც მოჰყვა 2008 წელს საქართველოს სამხედრო მარცხს) თუ ეს იქნება საქართველოს კიდევ უფრო დეზინტეგრაციისა და დესტაბილიზაციის ახალი მიზეზი,  ამას დრო გვიჩვენებს.
  თავისი შინარსით არსებული ვითარება რაღაცით ჰგავს 2003 წელს,  ვუახლოვდებით მიჯნას.  თითოეულ ჩვენთაგანი (მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა) „შიგნიდან“  ვგრძნობთ, რომ „რაღაც შეიცვლება“, რომ „რაღაც უნდა შეიცვალოს“, რომ მომავალი პოლიტიკური წესრიგი ისეთი აღარ იქნება, როგორიც არის.  მომავლი პოლიტიკური წესრიგი იქნება იმაზე უკეთესი, თუ იმაზე უარესი ვიდრე დღეს გვაქვს, დამოკიდებულია ჩვენზეც და იმაზეც თუ რა ვითრება იქნება ჩვენს გარშემო.
   2012-2013წწ. მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ რელობაში უნდა გამოვცადოთ ახალი კონსტიტუციის კონსტრუქცია. აზვირთებული პოლიტიკური ვნებები უნდა გადაიღვაროს  ახალ სისტემაში. რამდენად შეძლებს  ახალი კონსტიტუცია წონასწორობის და ბალანსის დამყარებას შეუწყოს ხელი?!
  მე იმედია მაქვს, რომ   2012-13 წლების პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ:
1.      „პირველად საქართველოს ისტორიაში“ მხარეები ერთმანეთს არ დაადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში.
2.      გვეყოლება კოალიციური მთავრობა
3.      საქართველოს მოდერნიზაცია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ახალ ფაზაში გადავა.
4.      საქართველოს ეკონომიკა ახალ დინამიზმის შეიძენს.
5.      შეიქმნება რეალური დასაქმების პროექტები.
6.     შესაძლებელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია.   
შევეცადე „რეალისტური“  ხედვა გადმომეცა, მაგრამ ეჭვი მიპყრობს. ზედმეტად ოპტიმისტი ხომ არ ვარ?!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები