ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Lucius

ჩვენ უნდა შევქმნათ კულტი ჩვენივე შიშისაგან და ვუწოდოთ მას ღმერთი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ყველაფერი დაიწყო ასე.. ერთ მთვარიან ღამეს, სწორედ მაშინ, როდესაც სრული მთვარიდან(8თებერვალი; 01:53) გარდამავალი პერიოდი დაიწყო ბოლო მეოთხედისაკენ(14 თებერვალი; 21:03), ანუ მთვარის ლომიდან გამოსვლის და ღრიანკალში გადასვლის პერიოდში, კომფორტაბელურად მოვეწყე და დიდი შემართებით ჩავიძირე ინგმარ ბერგმანის საუფლოში.

და მაინც, რატომმეშვიდე ბეჭედი“ და არა მაგალითად, „მიწურის მდელო“, ან სულაცპერსონა“? ახსნა მარტივად მოძებნება.. ალბათ არავინ შემეწინააღმდეგება, რომ ბერგმანის ფილმოგრაფიიდან ყველაზე მისტიკური და სიმბოლიზირებული დასახელება, სწორედმეშვიდე ბეჭედია“, ქიმერულმა სათაურმა იმდენად მომნუსხა, რომ გადავწყვიტე ბერგმანთან გაცნობა, სწორედ ამ ფილმით დამეწყო. ფილმის ჩართვამდე ბევრი ასოციაცია გაჩნდა ავტომატურად, მანამ, სანამ ბოლომდე ჩამოიტვირთებოდა, გამახსენდა ახალი აღთქმის ბოლო წიგნი, „იოანეს გამოცხადება“(თურმე თავი VIII), რომელიც შემდეგნაირად იწყებადა როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი...

...მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს“.

რა გასაკვირია, რომ გონებაში წარმოქმნილ აზრთა ჭიდილში, გაიმარჯვა სათაურთან ლოგიკურად ყველაზე ახლოს მდგარმა ახსნამ და მტკიცედ დავაჯერე საკუთარი თავი, რომ შემდეგი ორიოდე საათი აპოკალიფსური სცენარის ყურებით უნდა შემექცია თავი, სადაც აღწერილი იქნებოდა, თუ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც იესო ახსნის 7 ბეჭედს იმ წიგნს, რომელიც მამისგან მიიღო.

მაგრამ შევცდი..

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც აპოკალიფსის ოთხ მხედარს უჭენავია ეკრანზე და არც სოდომ-გომორის მაგვარი სიუჟეტი გათამაშებულა. პრელუდიაშივე მოიხაზა ძირითადი კონტურები, ნათელი გახდა, რომ დასკვნით ნაწილში ყველა ელემენტი აიჯამებოდა რაინდისა და სიკვდილის კონფრონტაციის რეზულტატით, ხოლო როგორი იქნებოდა იგი, ჯერ კიდევ ამოუხსნელად რჩებოდა. რაინდმა მოახერხა და მოფიქრა შიშის დაძლევის ფორმა, თავად სიკვდილისვეგა-მასხარა-ვება“, გამოიყენა მისი სუსტი მხარე თავის სასიკეთოდ და გადამეტებული არ იქნებოდა რომ მეთქვა, აიძულა სიკვდილი თანასწორ ბრძოლაში ჩაბმული იყო. მაშ ასე, დაიწყო შახმატის პარტია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა რაინდის ბედი, იცხოვრებდა და განაგრძობდა ძიებას, თუ ჰადესის სამეფოში გაემზგავრებოდა.

როგორც ჩემა ქიმიურმა ძმამ აღნიშნა კინო სესიის შემდგომი საუბრისას, ბერგმანის ეს შედევრი, ინტერპრეტაციის მრავალ საშუალებას იძლევა, სწორედ აქ იმალება მისი გენიალურობის გასაღებიც. ფილმი კონტრასტულად ვითარდება, მძიმე მომენტებს ცვლის შედარებით მხიარული და მსუბუქი ეპიზოდები, სადაც ამოსუნთქვის და მოდუნების საშუალება გვეძლევა. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ორი მონაკვეთი, აღსარების ჩაბარების და ჭადრაკის პარტიის დასასრული. მგონია, რომ ზუსტად ამ დროს წარმოებული დიალოგია ფილმის ღერძი, გრძედად შეგვიძლია მივიჩნიოთ რაინდის პერსონაჟი, ხოლო განედად-ჯამბაზის, თუ რატომ, ამის დასაბუთებას ახლა შევეცდები.

ადამიანის ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, თითოეულ საფეხურზე ინდივიდს უწევს სხვადასხვა წინაღობების გადალახვა, რასაც საბოლოოდ კიბის დასასრულისკენ მივყავართ. არიან სამი კატეგორიის ადამიანები, ერთნი ვინც პერმანენტულად წინ მიიწევენ და არ დრკებიან ბარიერების წინაშე, მეორენი, ვინც გაივლიან რამოდენიმე საფეხურს და ჩერდებიან(აქ კიდევ უნდა მოხდეს ორ განშტოებად კლასიფიკაცია, ზოგნი ჩერდებიან იმიტომ, რომ ჯერდებიან და კმაყოფილდებიან არსებული პროგრესით, რაც ახლო პერსპექტივაში იწვევს ამპარტავნების მოძალებას, ხოლო შორეულში-სიბეცეს, ხოლო სხვებს უბრალოდ ცხოვრება იმდენად აბეჩავებს, რომ ბრძოლის უნარს უქვეითებს და ფარ-ხმალს აყრევინებს), მესამე, ვინც ექცევიან კიბის ბოლოში და მშვიდად აბარებენ თავს მიწას. რაინდი ამ მომენტში გზის შუა რგოლში იმყოფება, რადგან ის იბრძვის, იკვლებს, ცდილობს ჩაწვდეს თვალუწვდნელ უფსკრულში არსებულ საიდუმლოებებს, არ ცხრება და ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს. იგი სამყაროს და მისი შემოქმედის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი და აღსარებისას ამბობს ერთ არაჩვეულებრივ ფრაზას, „ჩვენ უნდა შევქმნათ კულტი ჩვენივე შიშისგან და ვუწოდოთ მას ღმერთი“. ამ ფრაზით ნათელი ეფინება მის შეხედულებებს და დამოკიდებულებას უზენაესი ძალისადმი, მაგრამ აღსარების ბოლოში ტირილით დასძენს, რომ ძალიან უნდა გულიდან და გონებიდან ამოიგლიჯოს ღმერთის სახელი, რომლისაც მას არ ესმის, ვერ შეიცნო, რომელიც არ ესაუბრება და ეხმარება, რომ ამოხსნას ამა ქვეყნის მისტიკური საიდუმლოებანი, მაგრამ არ გამოდის, რადგან იგი ყოველთვის ახსენებს თავს. მისი წუხილი განპირობებულია ორი მიზეზით, იგი სწუხს, რომ მის გონებას არ ძალუძს ზეკაცად გარდასახვა და ასევე არ ასვენებს იმაზე ფიქრი, რომ უჩნდება კითხვები და არ შეუძლია ბრმად იწამოს ღმერთის. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად რაინდი ბოლომდე მორწმუნედ რჩება და ღმერთის არსებაში დარწმუნებულია, უბრალოდ არ იცის როგორ უნდა აღიქვას და მიუდგეს მას, მაგრამ ხვდება, რომ არცდონა არაა ის მოტივი, რომლითაც შეგვიძლია უზენაესის არსებობაზე ხელი ჩავიქნიოთ.

ფილმის ღერძის, ჯამბაზის სულიერ კონფიგურაცია, შემდეგნაირია: კეთილშობილი, უშუალო, მიმდობი, მცირედითაც კმაყოფილი და ბედნიერი იმით, რაც გააჩნია. იგი თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კიბის ბოლო საფეხურად, რადგან ის უკვე აღარ იკვლევს, ეჭვები გაეფანტა, ჯამბაზი უბრალოდ მიუყვება გზას სიხარულით და სიყვარულით აღსავსე. მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა და განსხვავებით რაინდისა, აღარ შფოთავს, არის ლაღი და ტკბება სიცოცხლისგან მონიჭებული თითოელი წამით, რაც ძალიან რთულია. მისთვის მატერიალიზმი უკანა პლანზეა გადაწეული და ეწაფება უბრალოების სიტკბოს. რაინდი რაღა თქმა უნდა, შინაგანად გრძნობს, რომ ეს უბრალო ჯამბაზი მასზე გაცილებით მაღლა დგას, ამიტომ საერთო ტრაპეზის დროს ამბობს: იმის მიუხედავად, რომ ცოლ-ქმარი მხოლოდ რძითა და კენკრით გაუმასპინძლდნენ, ეს დღე აღიბეჭდება მის ცხოვრებაში, როგორც საუკეთესო. რაინდი ჭვრეტს იმას, თუ რაოდენი სილამაზეა ჩაქსოვილი უბრალოებაში, ეს იმის ინდიკატორია, რომ სწორედ განსაზღვრავს იდეალებს.

ვგონებ, არცთუ ისე მცირე ფიქრის შემდეგ, მოვახერხე და შევერწყი ბერგმანის აზროვნებას, ახლა უკვე აპრიორად მეჩვენება, რაც ამ ფილმით რეჟისორს სურდა ეთქვა. რაინდი ყოფიერების ერთ-ერთი ეტაპია, ერთ-ერთი საფეხური და სულიერი მდგომარეობა, პროგრესი თუ სწორედ წარიმართება ადამიანი საბოლოოდ აუცილებლად მიიღებს ჯამბაზის სახეს, ხოლო თუ რომელიმე საფეხურზე გავიჭედეთ, აუცილებლად განწირულები ვიქნებით. რასაც მიზნის მიღწევისას ვაღწევთ არცთუ ისე მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, თუ ვინ ვხდებით მისი მიღწევის შემდეგ. სისადავით და უბრალოებით ტკბობა, კი სამარადჟამისო ბედნიერების საწინდარია.

ბოლოს კი, ინგმარ ბერმანის-„მეშვიდე ბეჭედიმინდა ვაღიარო ჩემს Magnum opus-ად კინომატოგრაფიაში.

 

Lucius Gregson Ekhvaia

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები