ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ოლიკო კობახიძე

"ს ს უ ლ" ანუ მზადყოფნა იქ,სადაც უფლებები ირღვევა!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 "რომ შემეძლოს ერთი მომავალი თაობის გამოტოვება მაინც,მე მათ გადარჩენილ თაობას დავარქმევდი!" თაობას,რომელიც არ იქნებოდა იმ სამართალდარღვევების თვითმხილველი,იმ გაუგებრობისა და ცინიზმის მოწმე,რაც დღეს სტუდენტობას მართლაც რომ აწუხებს,და არა მხოლოდ სტუდენტობას! წიხლს მაინც აიცილებდნენ ასე გემრიელად და მამაპაპურად რომ გაგვიმასპინძლდნენ,მაგრამ ალბათ ყველამ იცით,რომ ქმედება იწვევს ტოლ და საპირისპირო უკუქმედებას! წიხლს საპასუხო წიხლი მოყვა და ჩვენც იოგების მოურიდებლად,განწირული ხმითა და მტკივნეული ლოზუნგებით უფლებების დაცვას,სამართლიანობის აღდგენას მოვითხოვდით. მე მუდამ მწამდა,რომ სიმართლეს გამოაშკარავება კი არა დაცვა უნდა! თუმცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა იქნება,განათლების სამინისტროსა თუ დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია.

    ამდენ უსამართლობას გული ვერ დაიტევდა,ამიტომაც ჩვენ, "ძირს უსამართლო სისტემა", "ნუ გვირღვევთ უფლებებსა" და კიდევ სხვა მკვეთრი განცხადებებით ჯერ უნივერსიტეტის ეზოში "ავხმაურდით",შემდეგ კი საპროტესტო ტალღა აზვირთებულ ზღვასავით განათლების სამინისტროს შენობას დაატყდა თავს.

   17 მარტს,დილის 11 საათზე,მრავალმა სტუდენტმა მოიყარა თავი განათლების სამინისტროს შენობის წინ.არასამთავრობო ორგანიზაცია  "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" (ს ს უ ლ) თანამოაზრეებთან ერთად(ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები) საერთო ნიადაგის,საერთო წუხილის საფუძველზე კონსტიტუციური უფლებების-თანასწორობისა და თავისუფლების დარღვევა გააპროტესტა. მე,როგორც სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენელი თანაბარ სასტარტო პირობებსა და არჩევანის თავისუფლებას ვითხოვდი. არაერთმა სტუდენტმა მოგვმართა თხოვნით,რომ სააშკარაოზე გამოგვეტანა იმ პროექტის ხარვეზები,რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. კერძოდ: სტუდენტთა დასაქმება ზაფხულში,ანაზღაურება 500 (რეალურად 400) ლარი.ალბათ არცერთი სტუდენტი არ იტყვის უარს დასახელებულ თანხაზე თანაც ზაფხულში.რეგისტრაცია 20 მარტს იწყება და როგორც გაირკვა სტუდენტური თვითმმართველობების მიერ სიები უკვე გადაგზავნილია,რეალურად კი 25000 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული,მათ მიერ გამოცხადებული სამუშაოები არც თანაბარ ძალისხმევას,არც კვალიფიციურ კადრებსა და სათანადო განათლებას არ მოითხოვს,ყველაფერი დასწრება-მოსწრებაზეა თანაც ინტერნეტის საშუალებით,ვირტუალურად,ყოველგვარი ვერბალური გასაუბრების გარეშე. ამ ხარვეზს რომ თავი დავანებოთ ირღვევა სტუდენტთა თანასწორობის პრინციპი,ნეპოტიზმის ფაქტები შეინიშნება,პრივილეგირებულია ის,ვისაც მეტი ნაცნობი ჰყავს თვითმმართველობაში. არ ვიცი ჩემს რიტორიკულ შეკითხვებს რამდენად დააკმაყოფილებთ,მაგრამ რატომ ცდილობთ სტუდენტობა ორ დაპირისპირებულ მხარედ აქციოთ? რატომ გვიზღუდავთ არჩევანის თავისუფლებას? ბგევრი "რატომ" დამიგროვდა ამ 2 წლის განმავლობაში და იმედი მაქვს ოდნავ ზეგავლენასა და ცვლილებას მაინც მოახდენს თქვენს სინდისსა და ნამუსზე! არა ბატონებო,ჩვენ ვართ ძალა,რომელსაც შეუძლია უკეთესობისაკენ შეცვალოს ქვეყანა,მოგვეცით საშუალება დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ და დემოკრატიზმის შენების თანამონაწილენი ვიყოთ. ვერ შეგვაჩერებთ,სტუდენტობა მოვდივართ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები