ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი შორენა ლაღაძე

მოიისფრო… გავძეხი… მაშასადამე…

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


‘… ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე”…

გურამ დოჩანაშვილი_ ”კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”


 გილოცავთ _თქვენ მოიგეთ მილიონი!  რა უნდა გააკეთოთ? უბრალოდ, ცოტა ხნით გახვიდეთ სცენიდან, რათა მთელი სხეულით იგრძნით, რომ თქვენც ხართ ერთ-ერთი_ ადამიანთაგანი. მაგრამ თუ ვერ გააცნობიერეთ, რომ უბრალო, რიგითი მოკვდავი ხართ  ჰომოსაპიენსიდან ჯერ ჰომოფაბერად გადაიქცევით , მერე კი ღმერთმა უწყისს რად…

ეს ”ღმერთმა უწყისს რაები”  კი დღეს ბლომად დადიან, უკეთ რომ ვთქვათ არასაჭირო სიმაღლეზეც კი დაფრინავენ…

ტიპი პირველი_ჰომო-მოიისფრო

განსაკუთრებული ნიშნები: ბოტოქსი, სილიკონი,ლუქს კლასის მაკიაჟი,ყველასგან მალულად უყურებს ”პროფილს”.

საზრუნავი: გარეგნობა;

ჰობი:გარეგნობა;

განათლება:უმაღლესი;

პროფესია:სნობი;

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებულია ფულის საჭრელ მანქანაზე;

უყვარს ბუზების თვლა, მაგრამ მხოლოდ ათამდე ითვლის..

ტიპი მეორე_ჰომო-გავძეხი

განსაკუთრებული ნიშნები:რაც შეიძლება დიიდი ღიპი, ჰალსტუხი, ყოველი შემთხვევისთვის სათვალეც;

საზრუნავი:კუჭი, ფული, საყვარელი, ხანდახან ცოლიც;

განათლება:უმაღლესი

პროფესია: მაღალშემოსავლიანი;

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებულია ფაიფურის თოჯინაზე, რომელიც ფასდაკლებისას იყიდა;

უყვარს ბოზბაში… ან თართი… ქაშაყიც… არაა, მაინც ბოზბაში.

ტიპი მესამე_ჰომო-მაშასადამე,ხანდახან შეიძლება ჰომოსაპიენსიც ვუწოდოთ

ის ყველაა და ყველაგან…

არ გააჩნია განსაკუთრებული ნიშნები;

განათლება:უმაღლესი;

პროფესია:აქვს;

სამსახური:იშვიათად;

რატომღაც ნაკლებად წყალობს ბედი;

ჰომო-მოიისფეროები და ჰომო-გავძეხები ხშირად მის ხარჯზე იწყობენ ცხოვრებას…

ოცნებობს…

ოცნებობს_ბევრზე, აქვს_ცოტა…

უიღბლო არაა, უბრალოდ, არ უმართლებს…

ის ხომ ჰომოსაპიენსია… ჰომოსაპიენსები გადაშენდნენო, ჩემმა ნაცნობმა ფილოსოფოსმა... არ მჯერა ჯერ, გავალ გარეთ, ელიოზს ნატვრის ხის მოძებნაში მივეშველები და ეგებ დინოზავრიც ვიპოვო სადმე და ჰომოსაპიენსიც...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები