ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ninabelle

სტიგმა და აივ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

  დღესდღეობით ჩვენ საკმაოდ ხშირად ვაწყდებით სტიგმას და ხშირად ამას ისე ვაკეთებთ რომ თვითონაც ვერ ვამჩნევთ. 2011 წელს ერთ-ერთ ქართUლ ტელევიზიაში გავიდა გადაცემა, რომელიც ეხებოდა აივ ინფიცირებულ ადამიანებს. გადაცემის დაწყებისთანავე გამიჩნდა კითხვა: “აივით დაავადებული რესპოდენტი რატომ დათანხმდა ეთერში გასვლას მხოლოდ იმ პირობით, თუ არ მოხდებოდა მისი იდენტიფიკაცია? რატომ ეშინია მას საზოგადოების წინაშე გამოჩენის?” და ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე წამში მივიღე, როდესაც მან თვითონ განაცხადა, რომ აივის მქონე პირები ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები და დიდი პრობლემა არამარტო ამ დაავადების ქონაა, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაც მათ მიმართ. გადავწყვიტე ესსე დამეწერა აივ ინფიცირებუთა შესახებ, რომელიც სამწუხაროდ,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ჯერ კიდევ რჩება სიკვდილის გამომწვევ წამყვან დაავადებად. ყოველდღე დაახლოებით 7,000 ადამიანი ხდება აივით დაავადებული. საკამრისია ეპიდემია სტაბილიზირდეს ერთ რეგიონში, როდესაც იგივე დროს ის ფეთქვას იწყებს დედამიწის სხვა ადგილებში, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში, ასევე გერმანიაში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში, იმის განურჩევლად ქვეყანა მაღალგანვითარებულია თუ –არა. არსებობს აივით დაავადების სხვადასხვა ეტაპები, ნაკლებ მნიშვნელოვანიდან- სასიკვდილომდე, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის და შიშის გამო საკმარისია ვახსენოთ აივ, რომ ჩვენ ხაზს ვუსმევთ დაავადებული ადამიანის არსებობას. აივის მქონე პირები სტიგმატიზირებულნი არიან მთელს მსოფლიოში, მათ აიძულებენ დატოვონ სახლები ან შეიცვალონ ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორებიცაა სწავლა, ექიმთან სიარული, სოციალიზაცია და სხვ. ერთ-ერთი ბრიტანელი ქალბატონი გვიამბობს საკუთარი შვილის შესახებ: “ თავიდან სკოლაში მაიკლის ურთიერთობები შესანიშნავი იყო. მისი დაავადების შესახებ მხოლოდ დამრიგებელმა და კლასის ასისტენტმა იცოდნენ. შემდეგ ვიღაცამ დაარღვია კონფიდენციალურობა და მშობელს უთხრა რომ მაიკლი აივ ინფიცირებულია. მშობელმა კი ამ ფაქტის შესახებ, რა თქმა უნდა, უთხრა სხვებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ ისეთი პანიკა გამოიწვია, რომ ჩვენ იძულებულნი გავხდით გადავსულიყავით სხვაგან, მაიკლს აღარ ესალმებოდნენ და სხვა ბავშვებს მასთან თამაშს უშლიდნენ. ერთ დღეს, ერთ-ერთმა მშობელმა ყვირილიც კი დაიწყო მაიკლი ჩემს შვილის არ გაეკაროსო”. კონკრეტულად საქართველოში აივით ინფიცირებულთა რიცხვი 2011 წლის მონაცემებით  3057-ს შეადგენს. ამ ადამიანთა უმრავლესობა ან მალავს, რომ დაავადებულია რადგან არ უნდა საზოგადოებამ გარიყოს, ან უკვე გარიყულია, რადგან სხვებმა მიიღეს ინფორმაცია მათი ინფიცირების შესახებ – სახეზეა სტიგმა.    

          როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილი აქვს აივ ინფიცირებულთა სტიგმას, მაგრამ ეს დასკვნა ზედაპირული და ნაკლებმნიშვნელოვანი იქნება თუ არ გავიაზრებთ ზოგადად სტიგმის მნიშვნელობას.

   სტიგმა ლათინურად ნიშნავს  “სირცხვილის ნიშანს.” ძველად, ის მოიაზრებოდა როგორც სხეულის ლაქა- ამომწვარი ან ამოჭრილი, მაგრამ თანამედროვე პერიოდში სტიგმას უფრო სოციალური კუთხით ვიყენებთ და მას განვმარტავთ, როგორც პიროვნებისთვის გარკვეული იარლიყის მიწებებას ამა თუ იმ თვისებისთვის, ნიშნისთვის. ღოდესაც სტიგმას ვეხებით, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ იდენტობის ცნება: – წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და ტვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. Aმ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანი აგებს ურთიერთობას არა მარტო სხვა ადამიანებთან, არამედ შეიგრძნობს საკუთარ თავს. Aმერიკელი ფსიქოლოგსი ერიკ ერიქსონის თვალსაზრისით , ის ყალიბდება სოციალურ ინტერაქციაში და გამოდის რომ განსაზღვრულია სოციალურ-კულტურული კონტექსტით. შეიძლება ითქვას, რომ სტიგმა ადამიანებს სოციალურ იდენტობას აკარგვინებს და ანგრევს მათ სოციალურ სისტემას (აღარ ეპატიჟებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იკარგება კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან დას ხვ.) სტიგმა შეიძლება განვიხილოთ მისი თვალსაჩინოების კუთხით, როდესაც ინდივიდები ცდილობენ თავიანთი თავი შეაფასონ სხვისი თვალით, იწინასწარმეტყველონ როგორ მოიქცევიან სხვები და ამის მიხედვით გაამჟღავნონ ან არ გაამჟრავნონ რაც სჭირთ. ამ დროს ვაწყდებით სტრესს. ფსიქოლოგიაში ცნობილია კოგნიტური მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ თუ სტრესი აზროვნებაშია ჩვენ ვცვლით ადამიანის აზრებს, ხოლო თუ სტრესი გარემოშია, ცვენ ვცვლით გარემო პირობებს. ისინი, ვინც დაავდებულები არიან აივით, წუხან იმაზე თუ როდის  გახდება აშკარა მათი  მდგომარეობა.შეცვლიან კი იმ გარემოს შეცვლას, რომელიც მათ ასეთ მდგომარეობაში აყენებს? მაგალითად, დილემის წინაშე დგებიან თავის თანამშრომლებთან მიმართებაში და  სამსახურის დაწყების წინაც: უნდა უთხრან დამქირავებელს საკუთარი სტატუსის შესახებ, თუ არა? თუ არ უთხრეს, როგორ აუხსნიან ხშირ გაცდენებს ექიმითან ვიზიტების გამო? ეს არის შიში იმისა, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს სამსახურში ამყვანს, ანუ სტიგმის შიში. “როდესაც სხვების მიერ შეფასება ხდება არა პიროვნული ღირებულებით, არამედ სტიგმატიზირებული სოციალური იდენტურობით, მაშინ ასეთი შეფასების ასე ვთქვათ `მიღება~ საკუთარ თავზე გაცილებით რთულია.”

 აღნიშნული მდგომარეობისას სტიგმატიზაციას ახდენენ ოჯახის წევრებიც. მაგალითად:

აივ დადებითის მქონე ქალბატონი ზიმბამბედან, 42 წლის იხსენებს თავის ამბავს :”როდესაც ჰოსპიტალში ვიყავი, ერთხელ მამაჩემი მოვიდა, რომელმაც ხმამაღლა იყვირა რომ მე აივ ინფიცირებული ვარ. ყველამ გაიგო. Mან თქვა, რომ მე დამნაშავე ვიყავი. ჩემი ძმისთვის და მისი ცოლისთვის არ იყო დაშვებული ერთი და იმავე თეფშიდან ჭამა, მე მქონდა ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, მეკრძალებოდა ბავშვებთან თამაში.”

განსაკუთრებით რთული გადასატანია ყველაფერი ეს მაშინ, როდესაც სტიგმატიზირებული მდგომარეობა არ არის კონტროლირებადი. სტიგმის კარგი განმარტება ეკუთვნით ლინკს და ფელანს, რადგან ის უკავშირდება როგორც სოციალურ, ისე სტიგმის ფსიქოლოგიურ ასპექტებს: “სტიგმის ჩამოყალიბების პროცესის პირველ ეტაპზე ინდივიდები  ამჩნევენ ადამიანთა შორის განსხვავებებს, შემდეგ ჩამოყალიბებულ კულტურულ რწმენებს უკავშირებენ ამ ადამიანებს, მესამე ეტაპზე ჩნდება ნეგატიური სტერეოტიპები, რაც იწვევს დაყოფას: “ჩვენ” და “ისინი”, ხოლო მეოთხე ეტაპზე ასეთი ადამიანები კარგავენ სტატუსს და ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები.” სტიგმატიზაცია შეიძლება სხვა დონეზეც მიმდინარეობდეს.

 ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით, შეიძლება შეეგუონ სხვათა უარყოფით რეაქციებს ან ნეგატიურ დამოკიდებულებებს და ხშირად ამ პროცესს მივყავართ “შინაგან” სტიგმამდე- ინფიცირებული თავს გრძნობს დამნაშავედ, მას სცხვენია საკუთარი საქციელის. ამ შემთხვევაში სოციალურმა იზოლაციამ და თავის დამნაშავედ ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დეპრესია, თავშიჩაკეტილობა და სუიციდის მცდელობაც. ან ასეთი მდგომარეობის საპირისპიროდ, ინდივიდმა შეიძლება მინიმალურად მიიღოს მხედველობაში სხვების შეფასებები და გაზარდოს თავიაი თვითპატივისცემა იქნება ის პიროვნული თუ კოლექტიური. (ქროკერის კვლევა)

   გოფმანის მიხედვით არსებობს სტიგმატიზირებული მდგომარეობა რომელიც მემკვიდრეობითია(გვაროვნული) და რომელიც შეძენილია. Aაივის შემთხვევაში ინდივიდი შეიძლება პირველ კატეგორიასაც მივაკუთვნოთ და მეორესაც- პირველ შემთხვევასთან ადგილი გვქენება მაშინ თუ დაავადებულ პირს ვირუსი გადმოეცა მშობლებისგან(ანუ რომელიმე მისი მშობელი იყო დაინფიცირებული), ხოლო მეორე შემთხვევაში ის თვითონ დაავადდა. აქ შეიძლება გავიხსენოთ ორაზროვნების ფაქტი: როდესაც ინდივიდები იღებენ კონტროლს აბსოლუტურად დაუქვემდებარებელ სტიგმატიზაციაზე, გარემოსგან სიმპთიამ შეიძლება არ მოწონებას გადააჭარბოს, მაგრამ როდესაც ინდივიდები თავად არიან პასუხისმგებლები, მათ უწევთ უპასუხონ მორალურ განსჯას და დადანაშაულებას. უფრო მსუბუქად გამოხატული სტიგმა უკავშირდება პირველ კატეგორიას.  ჩვენი რეაქციები განსხვავებულია იმისდა მიხედვითაც, თუ რა სქესისაა აივის მქონე პირი. ქალებს მეტი შანსი აქვთ გაირიყონ საზოგადოებიდან და ბრალდებულად მიიჩნიონ მაშინაც კი, როდესაც ინფექცია ქმრისგან გადაედებათ.

   სოციალური სტიგმის პრობლემის განხილვისას, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ნეგატიური აზრი აივ ინფექციის მქონე ადამიანის მიმართ არ არის აუცილებლად გამოწვეული მისი სტიგმისგან. მაგალითად როდესაც ინფიცირებული პიროვნება სამსახურში ზარმაცობს, თავის მოვალეობებს არ ასრულებს და კონფლიქტურია, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აიხსნება მისი პიროვნული თვისებებით და არა დაავადების ქონით. ხშირად, სტიგმატიზირებული ადამიანები შენიშვნებს და მსგავს უსაიმოვნებებს მიაწერენ თავიანთ დაავადებას და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მათი სოციალური იდენტობა გაუფასურებულია. ცენტრალური გამიჯვნისა და დეზიდენტიფიკაციის ჰიპოთეზა :“სიტუაციებმა, რომლებიც ქმნიაბ სტერეოტიპულ მუქარას, შესაძლოა გამოავლინონ ფსიქოლოგიური გამიჯვნა ორი გზით: 1) მათი გავლენით შესრულებაზე; 2) პირდაპირი რეაქციით შფოთვაზე და პოტენციურ თვით-ეჭვზე,  როდესაც ვინმე ეჭვობს რომ მისი შესრულება განსჟილი იქნება მისი ჟგუფის შესახებ სტერეოტიპულ კონტექსტში.” სტიგმის შედეგები ძალიან არასასურველია. სერიოზულად მძიმე მორალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და ფსიქოლოგიურად დაძაბულები ხდებიან არა მარტო დაავადებულები, არამედ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხთან ირიბად არიან დაკავშირებულნი(ოჯახის ახლო წევრები). აქ წარმოიქმნება ახალი პრობლება: ავადმყოფობის ფაქტის მალვა. სტიგმის შიშით ადამიანები ნებაყოფლობით არ მიდიან ექიმებთან,Eრაც ერთი მხრივ სხვების ჟანმრთელობისთვის შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი,  მეორე მხრივ კი თვით დაინფიცირებულისთვის, რომელიც ხელიდან უშვებს გადარჩენის შანსს.

     საზღვარგარეთის მაგალითებზე არ შევჩერდები და დავუბრუნდები კერძოდ საქართველოს მაგალითს. ჩემს მიერ აღნიშნულ გადაცემაში ( ტელ. “იმედი”, “100 გრადუსი ცელსიუსით” აივ ინფიცირებულთა შესახებ) აივით ინფიცირების გამო სტიგმატიზირებული რესპონდენტი აცხადებს, რომ ის კეთილსინდისიერად იქცევა და სხვების უსაფრთხოების მიზნით სტომატოლოგიურ დაწესებულებაში თუ სალონში მისვლის დროს, კომპეტენტურ პირს ატყობინებს თავისი დაავადების შესახებ. როგორ ფიქრობთ, ეს კომპეტენტური პირები მის მდგომარეობაში შედიან და მომსახურებას უწევენ? რა თქმა უნდა, არა! ისინი თავიდან იცილებენ ინფიცირებულს, ანუ “ზედმეტ პრობლემას” და ზრდილობიანად პასუხობენ უარით. ევხედავთ,  რომ დაავადებულებს არ შეუძლიათ ელემენტარული ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, თუმცა ისინი ისეთივე თავისუფალი ადამიანები არიან როგორც სხვები და რაც მთავარია, ისედაც ფსიქოლოგიურად მძიმე  მდგომარეობაში მყოფის სტიგმატიზირებას ახდენენ კიდევ ერთხელ.

    აივ ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ის, რომ:

•     აივ ასოცირდება არანორმალურ და ცუდ ქცევასთან

•     ის უპასუხისმგებლო საქციელის შედეგია (ინფექციის გაზიარება, თავის არ დაცვა ახლო კონტაქტის დროს)

•     აივ ინფექციური დაავადებაა და საშიშია საზოგადოებისთვის

•     ის ასოცირდება სიკვდილთან

     აქ მთავარი ის არის, რომ აივის ყველა სტადია სასიკვდილო არ არის, ის შეიძლება საერთოდ არ იყოს შეძენილი დაავადებულის უპასუხისმგებლობის გამო და მითუმეტეს არ იყოს ცუდი ქცევის შედეგი, უბრალოდ საზოგადოებაში მასიურად გავრცელებულია ისეთი ინფორმაციები, რომლებიც აყალიბებენ სტერეოტიპებს და შედეგად ჩვენ ვახდენთ ადამიანების სტიგმატიზაციას.

     ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ აივ ინფიცირებულთა მიმართ სტიგმატიზაცია. ამის გასაღები შეიძლება ცოტა მეტი სიმამაცე იყოს, რათა გახსნილად ვილაპარაკოთ აივის შესახებ, გავცეთ მეტი ინფორმაცია, მაგრამ აუცილებლად ყურადღებით ვიყოთ მასთან დაკავშირებული გადაცემებისა თუ რეკლამების შექმნის დროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად როდესაც ჩვენ ვინმეს დავეხმარებას ვციდლობთ, ჩვენდაუნებურად, ისე, რომ თვითონაც ვერ ვამჩნევთ, ვახდენთ მატ სტიგმატიზაციას. სოციალური სტიგმის პროცესი მანმადე გაგრძელდება, სანამ ადამიანებს ექნებათ მხოლოდ მცირეოდენი გაგება აივით დაავადებულთა შესახებ. რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სტიგმის ფუნქცია არ უნდა იყოს არც თვითგაზრდა – კონკრეტული ჯგუფის დამცირების ხარჯზე საკუთარი თვითშეფასების გაზრდა და არც ჯგუფში განდიდება, ანუ ჯგუფური იდენტობის გაზრდა. უბრალოდ ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის.

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები