ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ninabelle

ნერვული ანორექსია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   დღესდღეობით, ფსიქოგენურად განპირობებულ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულ სახეს ნევროზები წარმოადგენს. არსებობს ნევროზის რამდენიმე სახე, თუმცა ჩვენთვის ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებია, რომლებიც ძირითადად დაურწმუნებელ და ეჭვიან ადამიანებში გვხვდება. სწორედ ამ სახის ნევროზებიდან უნიკალურობითა და კლინიკური სურათის თავისებურებებით გამორჩეულია - ანორექსია. აკვიატებულ მდგომარეობათა ჯგუფს მას მივაკუთვნებთ იმიტომ, რომ მოცემული დაავადების დროს უმადობას საფუძვლად უდევს დისმორფოფობიული მდგომარეობა, აკვიატების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ავადმყოფს უჩნდება ეჭვები საკუთარი სხეულის სიმსუქნესთან დაკავშირებით: ნევროზული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს უჩნდება პანიკური შიში და არაადექვატური წარმოდგენა საკუთარ სხეულზე, იპყრობს გაუმართლებელი, პათოლოგიური სურვილი იმისა, რომ წონაში დაიკლოს მაშინაც კი, როდესაც ის რეალურად სიგამხდრისგან თითქმის გამოფიტულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანები ისე ხდებიან დამოკიდებულები სიგამხდრეზე, როგორც ნარკომანები და ალკოჰოლიკები.

 ანორექსიასთან მიმართებაში ხშირად ახსენებენ ბულიმიას, რომელიც ანორექსიის მსგავსად კვებითი აშლილობის ფორმაა, რის დროსაც ადამიანს ახასიათებს უზომო ჭამა, შემდეგ დანაშაულის გრძნობის განცდა და ხელოვნური გულისრევა.

  ნერვული ანორექსიის სიმპტომატიკა

   პრობლემის არსებობის უარყოფა ავადმყოფის მიერ

   ავადმყოფის მიერ მუდმივად იმის შეგრძნება რომ ის არის მსუქანი

   კვებითი ჩვევების დარღვევა : ჭამენ ფეხზე დგომით, პატარა ნაჭრებით

   ძილის დარღვევა

   პანიკური შიში გასუქებისა

   დეპრესიულობა

   ჭამასთან დაკავშირებული თემებით გართობა (უცბად ჩნდება რეცეპტების შეგროვების ინტერესი, ახლობლებისთვის საჭმლის გაკეთების სურვილი, სხვადასხვა დიეტების ინტერესი, ადამიანს უცბად უჩნდება იმის სურვილი რომ გახდეს ვეგეტარიანელი)

   ცვლილება ქცევებში: მომატებული გამღიზიანებლობა და დაქვეითებული აქტიურობა.

   ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

   პრობლემა მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით

   ავადმყოფები სხვებს ვერ უმხელენ საკუთარ დამოკიდებულებას საკვებთან დაკავშირებით.

   ავადმყოფის თვითშეფასება დამოკიდებულია მის წონასა და ფიგურაზე, თუმცა წონა ფასდება არაობიექტურად: “ ჩემი სიმაღლეა 1.70, წონა 35 კგ, მინდა ვიწონიდე 25კგ-ს.”

 

  ფიზიკური ნიშნები და შედეგები

    გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა (გულის არითმია, ბრადიკარდია, გულის წასვლა, თაბრუსხვევა, მუდმივად სიცივის შეგრძნება დაქვეითებული პულსის ქონის გამო.

   კანის დარღვევები: თმის ცვენა, მშრალი კანი, სიფერმკთალე, სახესა და ზურგზე თმების გამოჩენა, ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევები.

    საკვების გადამამუშავებელი სისტემის დარღვევა: მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და სხვ.

   ენდოკრინული სისტემის დარღვევა: ამენორეა, უშვილობა, ჰორმონების ნაკლებობა.

   ოსტერეოპოზი, ხშირად ძვლების გადატეხვა და მსგავსი ტრამვები, ტვინის მასის შემცირება.

    ეტიოლოგია

   ანორექსიის მიზეზები იყოფა შემდეგნაირად:

   ბიოლოგიური ფაქტორები: ჭარბი წონა და პირველი მენსტრუალური  ციკლის ადრე დადგომა. ამას გარდა მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მარეგულირებლების, ისეთი ნეირომედიატორების ფუნქციის მოშლა როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორადრენალინი. Gგამოკვლევებმა აჩვენა სამივე მედიატორის დისფუნქცია კვებითი აშლილობის მქონდე პირებში.

   ოჯახის ფაქტორი: უფრო დიდი შანსია ადამიანს ჰქონდეს კვებითი აშლილობა, მაშინ როდესაც ნერვული ანორექსიით ან ბულიმიით ყოფილან დაავადებულნი მისი ახლობლები, ნათესავები.

   პიროვნული ფაქტორები: ფსიქოლოგიურ რისკ ფაქტორრებს მიეკუთვნება პერფექციონისტურ-ობსესიური ადამიანის ტიპი. ანორექსიის განვითარების ალბათობა დიდია იმათში, ვისაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, არასრულყოფილების განცდა და არ არიან თავდაჯერებულები.

   სოციალური ფაქტორები: ცხოვრება ინდუსტრიულად განვითარებულ და ისეთ ქვეყანაში, სადაც აქცენტი კეთდება სიგამხდრეზე, როგორც ქალური სილამაზის მაჩვენებელზე.მიზეზი შეიძლება იყოს სტრესული მოვლენაც დაკავშირებული ახლობელი ადამიანის გარდაცვალებასთან ან სექსუალურ ძალადობასთან.

   ასაკობრივი ფაქტორები:  12-24 წლის გოგონათა 50% თვლის რომ მათ აქვთ ზედმეტი წონა. საშუალო ასაკი როდესაც იწყება კვებითი აშლილობა არის 11-13 წელი;                       

   ანთროპოლოგიური ფაქტორები: ამასთან დაკავშირებით ფსიქოფიზიოლოგი ვ.როტენბერგი ამბობს: “ყოველი შეუჭმელი ნაჭერი არის გამარჯვება, რომელიც მით უფრო ფასეულია, რაც მეტად დაძაბულ ბრძოლაში იქნება მიღწეული.”

   გენეტიკა: სპეციფიკური ნეიროქიმიური ფაქტორები

 

    დაავადების სტადიები

•    დისმორფომანიური – უმკლავდებიან ფიქრებს საკუთარ არასრულყოფილებაზე წონასთან დაკავშირებით. ახასიათებთ განგაში, ოდნავ დამძიმებული ხასიათი, სარკეში საკუთარ თავზე დიდხანს დაკვირვება. ამ პერიოდში ჩნდება პირველი მცდელობები შეზღუდონ საკუთარი თავი საჭმელში და მოძებნონ იდეალური დიეტა.

•    ანორექტიული- ჩნდება სტაბილური შიმშილის ფონზე. ხდება 20-30% წონის დაკლება, რასაც თან ახლავს ეიფორია და გამძაფრებული დიეტა, იმისთვის რომ უფრო მეტად გახდენ. ამასთანავე ავადმყოფი აღნიშნავს რომ არ აქვს მადა და თანაც დაკავებულია მძიმე ფიზიკური დატვირთვებით, ის ვერ აფასებს გახდომის ხარისხს. იწყება ჰიპოტონია და ბრადიკარდია, თან ახლავს კანის სიმშრალე და ჩერდება მენსტრუალური ციკლი. აგრეთვე ქვეითდება მადა.

   კახეკური, კახეკტიკური – შინაგანი ორგანოების დისტროფია, დგება 1.5-2 წლის შემდეგ. ამ პერიოდში წონა სხეულის 50 ან 50-ზე მეტი %-ით იკლებს. ამასთანავე იკლებს კალიუმის დონე ორგანიზმში. ღოგორც წესი, აღნიშნული ეტაპიდან გამოსვლა შეუძლებელია. დისტროფიკულ ცვლილებებს მიჰყავთ ორგანოების ფუნქციის გამოუსწორებელ დაზიანებასთან და სიკვდილთან.

 ნერვული ანორექსიის მკურნალობა

ნერვული ანორექსიის მკურნალობის საკვანძო ელემენტია სომატური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქცევითი და კოგნიტური ასპექტებისთვის კი ფსიქოთერაპია. ასევე დამატებით საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც. მკურნალობის ინტეგრალური კომპონენტები არის რეაბილიტაცია და ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ რომ სხეულის წონის აღდგენას. პაციენტს კოგნიტური ფსიქოთერაპიის დახმარებით უნდა გამოუსწორდეს დამახინჯებული შემეცნებითი სტრუქტურები ანუ საკუთარი თავის მსუქნად აღარ აღიქვას. ანორექსიით დაავადებულმა უნდა ისწავლოს საკუთარი ღირებულებების სწორი განსაზღვრა მისი რეალური სხეულის შესაბამისად და მოიშოროს არასრულფასოვნების კომპლექსი. კოგნიტური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შეადგენს  კოგნიტური რესტრუქტურიზაცია, რომლის თანახმადაც,  პაციენტმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში სპეციფიური ნეგატიური აზრები,  შეადგინოს ამ აზრების გამანეიტრალებელი ან დამამტკიცებელი დებულებები, გააკეთოს საფუძვლიანი დასკვა რომლითაც შემდგომ საკუთარ ქცევას გააკონტროლებს. კიდევ ერთი მეთოდი კოგნიტური ფსიქოთერაპიისა ეს არის პრობლემის მოგვარების გზის მოძებნა. ამ პროცედურის დროს, პაციენტი იდენტიფიცირებას უკეთებს კონკრეტულ პრობლემას, ამუშავებს სხვადასხვა გადაწყვეტილებას, განიხილავს თითოეული პრობლემის მომგვარებელი საშუალების ეფექტურობასა და რეალურობას. ირჩევს საუკეთესო ვარიანტს, ამ გადაწყვეტილების რეალიზების სტადიებს გეგმავს, ახორციელებს მას და შემდგომ აფასებს მთელ განვლილ პროცესს რეზულტატის შესაბამისად. ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც მოიცავს  შემეცნებითი ფსიქოთერაპიის მონიტორინგს :  პაციენტმა უნდა აკეთოს ყოველდღიური ჩანაწერები საკვების მიღებასთან დაკავშირებით: საკვების ტიპი, მიღების დრო, გარემო კვებისას და ა.შ. საოჯახო ფსიქოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია  18 წელს დაბლა პაციენტებისთვის. იგი მიმართულია ოჯახში დარღვეული ურთერთობების კორექტირებაზე. (რომელმაც ბავშვში ეს დაავადება გამოიწვია.) ნერვული ანორექსიის აშლილობის მედიკამენტური მკურნალობა შემდეგია : ციპროგენტადინი (ცყპროჰეპტადინე), რომელიც ეხმარება სხეულს წონის მომატებაში ანორექსიის გარკვეულ საფეხურზე და მოქმედებს როგორც ერთგვარი ანტიდეპრესანტი. ქლორპლომაზინი (ცჰლორპრომაზინე) ან ოლანზაპინი (ოლანზაპინე) - ეხმარება პაციენტს ობსესიურ- კომპულსური აშლილობის შემცირებასა და აღგზნებადობის ჩაქრობაში. გარდა ამისა ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტი წონის მომატებაა. ფლუოქსეტინი (ფლუოხეტინე) კვებითი აშლილობების რეციდივებს სიხშირეს ამცირებს და აღადგენს ნორმალურ წონას. ამ პრეპარატმა შესაძლოა საერთოდ შეაჩეროს რეციდივები, თუკი პაცეინტს საკუთარი ნორმალური წონის 85 %მაინც აქვს აღდგენილი. ასევე ნეიროლეფტიკები მნიშვნელოვნად ამცირებენ შფოთვის დონეს. ანონიმური რეაბილიტაციის პირობებში იყენებენ ემოციურ მზრუნველობას და მხარდაჭერას. ხშირად ასევე მიმართავენ ფიზიკურ ვარჯიშებს, წოლით რეჟიმს.ნერვული ანორექსიით დაავადებულთა კვებაზე ზრუნვა მათი   გამოჯანმთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.  საჭიროა  თავდაპირველად კალორიების დაბალი დონის მიწოდება და შემდეგ მათი ნელნელა გაზრდა.                  

დაავადების შედეგები:

1. გაკურნება - სრული

2. განმეორებადი

3. შინაგანი ორგანოების შეუქცევადი ცვლილებებისა და სხეულის დეგრადაციის შედეგად- სიკვდილი.

 ფსიქიკური შედეგები შეიძლება იყოს დეპრესია, ობსესიურ-   კომპულსური აშლილობა, თვითმკვლელობა.

სტატისტიკა და ისტორია:

  დაავადება ნერვული ანორექსია გაჩნდა XIX საუკუნის ბოლოს: 1689 წელს, ექიმმა რ. მორტონმა საჭმლის მიღებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა მიიჩნია ავადმყოფობად. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის დასაწყისში მას ჯერ შიზოფრენიის გამოვლინებას უკავშირებდნენ, შემდეგ ენდოკრინულ დაავადებებს, შემდეგ კი ისევ ცალკე ფსიქიკური დაავადებად განიხილავდნენ.  მართალია 1988 წელს ნერვულ ანორექსიას საბოლოოდ ეს სახელი “შერჩა”, მაგრამ  მანმადე მას ზოგი ტვიგის უწოდებდა, ზოგიც ბარბის სინდრომს.  როდესაც მოდური გახდა სიგამხდრე და ქალები დიეტების დაცვას შეუდგნენ, დაიწყო საუბარი ანორექსიის “ფეთქებაზე” საზოგადოებაში. ტენდენცია ასე კატეგორიულად გახდომისკენ განსაკუთრებით მაშინ იზრდებოდა, როდესაც თანამედროვე ქალს აღარ ჰქონდა უფლება საკუთარი სხეულის ბუნებრივი სილამაზით დამტკბარიყო, მაშინ როდესაც 60-იან წლებში ჩნდებოდნენ ისეთი სილამაზის ეტალონები, როგორებიც იყვნენ ტვიგი(ამერიკელი ტოპ მოდელი: სიმაღლე 1.69, წონა 40 კგ) ან ოდრი ჰეპბერნი, რომელიც ორი შვილის გაჩენის შემდეგ 45 კგ-ს იწონიდა. A

ამ ყველაფერს პროპაგანდას უწევდა ისიც, რომ მეტად განვითარდნენ და ერთ კოალიციაში გაერთიანდნენ მოდის სახლი, დიზაინერები და პლასტიკური ქირურგიის კლინიკები, რომლებიც უფრო აქტუალურები გახდნენ 50-80 წლებში და რომელბმაც “არაკანონიერად” გამოაცხადეს არასიგამხდრე (?).  მაგალითად, თუ 1942 წლიდან 1958 წლამდე ნიუ-იორკის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ჰოსპიტალიზირებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, მაშინ მომდევნო 5 წელში მონაცემები გაორმაგდა და 1960-დან 1964წლამდე დაავადებულთა რიცხვი საერთოდ 25-ს შეადგენდა. დღესდღეობით, ა.შ.შ. ყოველდღიურად რეგისტრირდება 15 ახალი ნერვოზული ანორექსიის შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. Eვროპის მაგალითზე, თანამედროვე პერიოდში გერმანიაში დარეგისტრირებულია 700 000 პაციენტი. ნევროზული ანორექსია ჩვენი დროის დაავადებებს მიეკუთვნება ანუ ის საუკუნის ავადმყოფობაა. სტატისტიკის მიხედვით, ა.შ.შ-ში ქალთა 0.5%-დან 3.7%-მდე ცხოვრების რომელიმე ერთ პერიოდში მაინც იყო დაავადებული ასეთი აშლილობით.საინტერესოა 2 ფაქტი:   მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ნერვოზული ანორექსია მეტად დამახასიათებელია მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის (ინგლისში 16 წელს ქვემოთ გოგოებში ანორექსიით პროპორციულად დაავადებულია 1:200 – კერძო სკოლებში და 1:550 სახელმწიფო სკოლებში) და ისეთი ინდივიდებისთვის, რომელთა პროფესიაც მოითხოვს სიგამდრეს (მოდელები, მოცეკვავეები, მსახიობები)

•    მართალია ადრე ნერვოზული ანორექსია ქალთა დაავადებად ითვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ბიჭებშიც (განსაკუთრებით პრეჰუბერტატულ ასაკში) არის გავრცელებული: დაავადებულთაგან 95 % არიან ქალები 5% კი _ მამაკაცები.

 

 

16 ნოემბერს (2005წლიდან) აღინიშნება ანორექსიით დაავადებულთა დღე.

 

 

 

 

 

               

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა

კომენტარები