ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

აკაკის წყევლა მე-PUTIN-ე ბიძინას..

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბევრი  მიიჩნევს რომ პოლიტიკა და  ბიზნესი ორი ერთმანეთისაგან შორსმდგარი სფეროა, თუმცა ბიძინა, ბორის ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის  შემდეგ   საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა იმედი, რომ გამოჩნდა იდეალისტი,  რომელიც თავის ყველა რესურსს ხალხს და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს დაუთმობდა. მათი მხრიდან კი მხოლოდ  ხელების დაკაპიწება იქნებოდა საჭირო, დარიგებული ფულის დიდ ჩემოდანში მოსათავსებლად.

თუმცა ასეთი მხარდამჭერების რიცხვმა ,  როგორც მოსალოდნელი იყო მალევე კლება  დაიწყო. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ გაუმართლა იმ ხალხს, რომლების ასეთ დროს მიმართავენ ფულის შოვნის მარტივ ფორმას, საკუთარი თავის გაყიდვას. ეს შემთხვევაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთა ჯიბე ბოლო დროს გარკვეულ  მიზეზთა გამო ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და არამარტო ისინი ჩადგნენ ამაზრზენ ფულის რიგში, რომელიც მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიცემა სამშობლოს ღალატი, ქვეყნის გაყიდვა დაფინანსების მოპოვების ერთადერთი  წიანპირობაა.  

რუსეთის სადამსჯელო მექანიზმი დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და მანამდეც ცდილობს, მუშაობს და ხშირად ახერხებს არიოს საქართველოს  პოლიტიკური, ეკონომიკური საზოგადოებრივი ცხოვრება. ვაი რომ ამაში ქართველები თამაშობენ გადამწყვეტ როლს. იგივე ხდება დღესაც, რუსეთის ხელისუფლების ფანტაზია საშიშ მწვერვალებს იპყრობს.

სამი ტერიტორიული ნაღმიდან რუსეთმა  მოახერხა ორის ამოქმედება მესამე  ავტონომიური რესპუბლიკიდან ასლანი გაიქცა აჭარა გათავისუფლდა  ,მოაწყო ეკონომიკური ემბარგო, დაიწყო ეთნიკურ ქართველთა დევნა-გამოსახლების პროცესი, რამოდენიმეჯერ სცადა პოლიტიკური სიტუაციის არევა ჯაშუშების მეშვეობით, ტერაქტების მცდელობებით, ხელისუფლების გადატრიალების მოწყობის ორგანიზებით, ქართული ჯარში ამბოხის განხორციელებით, კრიმინალური სამყაროს აჯანყების გზით, ციხის ბუნტით.  ამ დროის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის ახერხებდა ჰყოლოდა დასაყრდენი საქართველოში ისეთი დასაყრდენი რომელსასც მხარდაჭერა ექნებოდა როგორც მოსახლეობის ნაწილის ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან.

 რუსეთმა  ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე  ფსონები თითქმის მთელ ოპოზიციურ სპექტრზე გააკეთა, თუმცა ყველა მცდელობა მათი უნიათობის და ქართველი ხალხის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის გამო სამარცხვინოდ დასრულდა. პუტინმა კოზირების გამოყენება დაიწყო.  2007 წლის ნოემბერში „კაროლმა“ ვერ გაამართლა , „ვალეტი“ გრეჩიხაც ჩავარდა, ოქრუაშვილიც სუსტი აღმოჩნდა, „დამა“ ბურჯანაძე და „ვირთაბელადი“ ნოღაიდელიც უნიათოები, დადგა დიდი ხნის გადანახული ჯოკერ ბიძინა, ბორის, მიტუა ივანოვის გამოყენების დრო , საქმე გაიჩარხა მხოლოდ ერთი პატარა ნაკლი აღმოაჩნდა ნაკლი რომელიც დიდ როლს ითამაშებს მის ხანმოკლე პოლიტიკურ ცხოვრებაში.  რამდენჯერ პირი გააღო იმდენი მოროშა რეიტინგმა კლება დაიწყო -ხალხმა სიცილი, საიდან იშოვა ამ კაცმა მილიონები? ეს კითხვა აქტუალობას იმ საზოგადოებაშიც ინარჩუნებს რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო მის მომხრეებად ჯერ კიდევ  მოიაზრებიან. პასუხი მარტივია, „გაზპრომის“ და სხვა მსხვილი რუსული სახელისუფლებო  კომპანიების  ერთი პროცენტის მფლობელს გადაწყვეტილების მიღებაში რა როლი შეიძლება ქონდეს რთული ამოსახსნელი არ უნდა იყოს.

აგერ უკვე რამოდენიმე თვეა კაცი აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდა და იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერავინ გაიგო რა უნდა, რას აპირებს თუნდაც (დაიფაროს სრულიად მსოფლიო ღმერთმა)ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ზოგადი ფრაზეოლოგია იმდენად ბანალურია და საღ აზრს მოკლებული რომარა იუმორისტული ჩართვები მსმენელთა რაოდენობა ნულს გაუტოლდებოდა.

მაშინ როცა  მთელი მსოფლიო საქართველოს ამ პატარა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის  ტრანსფორმაციაზე საუბრობს, მრავალი ქვეყანა გზავნის ოფიციალურ დელეგაციებს გამოცდილების გასაზიარებლად უამრავ სფეროში, განვითარებული მსოფლიო თანხმდება რომ საქართველო უდავო პროგრესს განიცდის, მხოლოდ ბორისი, ნინო, ლევანი, ზვიადი, კობა და მათნაირები თავიანთ დამსასქმებელთან ერთად ვერ დარწმუნებულან რომ ეს საქართველო ის ქვეყანა აღარაა რომლის დაქსაქსვა, დესტაბილიზაცია და არევა ძველი საბჭოური მრავალგზისნაცადი მეთოდებით იყოს შესაძლებელი, ამ ხალხს ისევ სჯერა რომ ჯოხებით, მოლოტოვის კოქტეილებით და ბელა ჩაოს უხეიროდ მღერით ქვეყანას დაანგრევენ.

დიდი ილიას სიტყვების აკაკის ნამღერის მსმენელამდე მიტანას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სატელევიზიო იუმორისტულ გადაცემებს სერიოზული კონკურენციის შედეგად რეიტინგი დაუვარდათ.  ამის შემდეგ ღრმადგანსწავლული მრჩეველთა საბჭო გამოვიდა მოსაზრებით:“ ამ ეტაპზე ჯობია პროზას მივაწვეთ ბატონო მიტუა თორე შენ თუ ასე გააგრძელე  შენ საკითხსა ქართველი ხალხი არა შენდა სასიკეთოდ გადაწყვეტსო (ვაი რომ ეს გარდაუვალია).“

ქუჩის აქციებს ბორია პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან გამორიცხავდა, თუმცა  დირექტივები იცვლებსა ხოლმე. ძია პუტინმა ახალი დავალება გასცა ერთი მტრედი  ზაფხულს ვერ მოიყვანსო ნათქვამია თუმცა ჩვეული შემართებით  27 მაისს   ყველანი იუმორინაზე მაინც დაიბარა. დაიბარა უფრო სწორად თავისუფლების მოედანზე, 27 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის  მომდევნო დღეა. ქვეყანა მრავლი სიახლით, ინფრასტრუქტურული პროექტებით,   ახალი პარლამენტით ხვდება. იმ პარლამენტით, რომლის ქუთაისში აშენების წინააღმდეგ მიტუა არაერთხელ გამოსულა.

 ადამიანის უკუღმართობა ულიმიტოა. მიტუა ნგრევის ინიციატორადაც გვევლინება.  მშვიდობის ხიდის დანგრევის სურვილი ომის და გადატრიალების მომხრეს თუ ექნება თორე ჭკუადამჯდარ კაცს ეს თავში აზრად რატო უნდა მოუიდეს, სატირალი რომ არ იყოს გაცინება შეიძლებოდა...

ხელისუფლების გადატრიალების სურვილი რომ ამოძრავებს ბევრისთვის მამას და მარჩენალ  ბორის, იგივე ბიძინა იგივე მიტუა იგივე არისტო იგივე არქოფო სეთურს მისი ბოლო მიმართვიდანაც ჩანს. თუკი არ აღუდგენენ მისივე სურვილით დათმობილ საქართველოს მოქალაქეობას, იგი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და სხვაგვარად აუსრულებს ხალხს ქართულ ოცნებას. სხვა რა გზა რჩება თუ არა ისევ და ისევ გადატრიალება და დესტაბილიზაციის შემოტანა, ეს ხომ უკვე მრავალგზის ნაცადი და ჩავარდნილი პროექტია, ფანტაზიას მოუხმეთ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ!

პოლიქრონიონ ბატორო არქიფო! თქვენდა სამწუხაროდ უკვე დაადექით კუდიგორისგზას, საიდანაც თვით ის ამხანაგიც ვეღარ დაგაბრუნებთ საბჭოთა კავშირის დანგრევა მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური  შეცდომა რომ ჰგონია...

აკაკის შემოქმედებას კარგად რომ იცნობდეს ბატონი ივან-მრისხანოვი იმ პოეტის სტროფების ციტირებას, რომელმაც  დაბადებამდე დაწყევლა საზოგადოების წინაშე არ მოახდენდა  :

აი როგორ დაწყევლა ბიძინა და მისნაირები აკაკიმ:

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,

 გინდა იყოს ეკლიანი:

 ვიცი, სხვებიც მომყვებიან

 ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

 და თუ ვინმემ გადუხვია

 და გადასდგა მრუდედ ფეხი,

 გაუსკდეს მას დედამიწა

და დაეცეს თავზედ მეხი!

 


ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები