ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

დღეს იწყებენ?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   1918 წელს 26 მაისს საქართველომ  თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, თუმცა ჩვენი „მოძმე“ რუსეთის იმპერია ამას ვერ შეურიგდა და 1921 წლის 25 თებერვალს ანექსია მოაწყო, რის შედეგადაც საქართველო კვლავ, თუმცა დროებით დაბრუნდა სისხლიანი იმპერიის საზღვრებში.  ქართველი ხალხის სურვილს რომ საქართველო სუვერენული დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფო  ყოფილიყო  და მათ გმირულ თავდადებას წინ მაინც ვერავინ დაუდგა.

   1991 წელს  დამოუკიდებლობა აღდგა. მანამდე იყო სისხლიანი 9 აპრილი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობას „ძმური“ არ უწოდო. იქ ქართველი ხალხის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია მოაწყვეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე და ათასობით მოქალაქის ჯამრთელობა შეეწირა. რუსულ არმიას მაშინ ქართველი ხალხის ღირსების შესალახად გენერალი ლებედი შემოუძღვა, ადამიანი, რომელსაც თავისი ინიციატივით რუსი ბიზნესმენი აწ უკვე გაქართველებული ბორის ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას მთლიანად დაუფინასებს.

   ქართველთა თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია თუმცა ეს მსხვერპლი საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოს ეგზისტენციალური საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად. არც გენერალი ლებედი იყო ერთადერთი ვინც რუსული დროშის ქართულ მიწაზე გადაფარება მოისურვა. ლებედის მეგობრის და თანამოაზრის ასლან აბაშიძის ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და აჭარის საქართველოდან საბოლოო გამოსაყოფად ბოლო წუთებამდე ძალას არ იშურებდა გენერალი ბორისოვი, იყო გენერალი კულახმეტოვიც და ბევრი სხვა.

   ბოლო წლებში პუტინის მონდომებას, რომ საქართველო კვლავ იმპერიის უღელქვეშ მოექცია ქართულმა სახელმწიფომ ჯეროვნად უპასუხა. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მოახდინა „ძმობის“, მეგომრობის“,  „ერთმორწმუნეობის“ დემონსტრირება და საქართველოს სახელმწფოებრივი საზღვარი ისევ დაარღვია. ანექსისს მორიგი მცდელობაც კონკრეტული ადამიანების სისხლის ფასად ქართველი ერის სიმტკიცის ხარჯზე ჩავარდა. შემუშავდა ახალი გეგმა, რაც უულვაშო სერგო ორჯონიკიძის შემოგზავნაში მდგომარეობს. გენერალ ლებედის მარჯვენა ხელი ივანიშვილი დღეს ქართველობას გვეფიცება, მოძმე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას გვპირდება და რაც მთავარია ქართული ოცნების ახდენისათვის არაფერს იშურებს, თუმცა აქ აწყდება ერთ პრობლემას. მისი და ქართველი ხალხის ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა.

ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნება  1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტში ასახა და ეს ნებაა რომ საქართველო არის სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ხოლო საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი არიან. ეს  ნება გადახედვას არ ექვემდებარება. ამას ვერავინ დაუდგება წინ მით უფრო ისინი ვისი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის....

   საქართველო აღმშენებლობის გზაზეა. ამ გზას ქართველი ხალხი დიდი ხნის წინ დაადგა, ქართული სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ შედგა. ჩვენ ყველანი ერთად სვლას წინ ვაგრძელებთ.

   ქუთაისი და სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ბევრი სიახლით შეხვდა  ქალაქი ისტორიულ მნიშვნელობას იბრუნებს. სამხედრო აღლუმი ახლადაშენებული პარლამენტის წინ გაიმართა. ქვეყანამ სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობის მორიგი წლისთავი იზეიმა, თუმცა სამწუხაროდ იყვნენ ისეთებიც ვისაც ამისთვის არ ეცალათ, რამეთუ გადამწყვეტი ბრძოლის სამზადისში არიან.

 რამოდენიმე დღეა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ასეთი ქავერია: „ჩვენ ვიწყებთ! 27 მაისი“

   ბორის ივანოვ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, დათქვენ რას იწყებთ?

ეს ის შემთხვევაა როცა ნამდვილად ვერ შევთხოვთ ღმერთს რომ ხელი მოგიმართოთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები