ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

ქველ- მოქმედი?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

    ბიძინა ივანშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე, მასზე საქართველოს მოსახლეობას საკუთარი აზრი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი ინფორმაციის სიმწირე გახლდათ.  ადამიანი ამ სახელით და გვარით რეალურად არსებობდა თუ არა ესეც სათუო იყო.

    ცნობები მის შესახებ მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა. ვიცოდით რომ სამების ტაძრის მშენებლობაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი, რომ ადამიანებს საკუთარ რაიონში გადასახადებს უხდიდა, მეზობლებს ნივებით უზრუნველყოფდა და ა.შ. თუმცა დანამდვილებით მასზე არავის შეეძლო ესაუბრა. არსებობდა მხოლოდ ერთი ფოტო და უამრავი მითი, რაც საზოგადოების ინტერესს ამ ფიგურის მიმართ სრულად ვერ აკმაყოფილებდა და ზრდიდა კიდეც.

    ჩრდილში დგომა  ივანშვილს ისეთ პერსონად წარმოაჩენდა, რომელიც ამ ქვეყნად სიკეთის საკეთებლად და ქველმოქმედებისთვისაა გაჩენილი და ამის აფიშირებას ერიდება. ერიდება მისი პიროვნების საჯაროდ წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის წარდგენას, თუმცა მას შემდეგ, რაც ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა გახდა საზოგადოების გარკვეულმა და საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეხედულებას, რომელიც ვირტუალურ ბიძინაზე ჰქონდა შექმნილი საფუძვლიანად გადახედა. ამის მთავარი მიზეზი კი თავად ივანიშვილი გახდა.

   ის, რომ ივანშვილის მეცენატობა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებისა და საზოგადოებრივი აზრის თავის სასიკეთოდ შექმნის მცდელობა იყო იმით აიხსნება, რომ მისი ქველმოქმედების არეალი მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილის დახმარებით შემოიფარგლა რომელის მიმართ მეტ-ნაკლები სიმპატიით მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩევა. ესენი არიან: მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები, პოეტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, რომელთაც საკუთარი შემოსავალი ნორმალური ცხოვრების საშუალებას, მით უფრო ბოლო წლებში  დამატებითი დახმარების გარეშეც აძლევდა, მაგრამ გათვლა უმარტივესი იყო, ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ ღია მხარდაჭერა გამოეხატათ მის მიმართ. სხვა შემთხვევაში მათი ნებისმიერი ქმედება ამორალურად ჩაითვლებოდა. ივანიშვილმა მათში დახარჯული „ქველმოქმედება“ საჯარო განხილვის თემად აქცია და საზოგადოებას დოკუმენტების სახით წარუდგინა.

   რაც შეეხება მოსახლეობის იმ ფენას რომელსაც რეალურად უჭირს „მეცენატ“ ივანიშვილის ბარაქიანი ხელი არ შეხებია, გარდა საჩხერის რაიონის მცხოვრებლებისა, რასაც თავისი მოტივაციები და გათვლები ამართლებს.

   საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გამოცდილმა ბიზნესმენმა არ სცადა მოსახლეობისთვის დოვლათის შექმნა ესწავლებინა . მათი მოთხოვნილებების ნაწილობრივი დაკმაყოფილების სანაცვლოდ „მარჩენალი“-ს სტატუსი შეიძინა.

  დღესაც ივანშვილის დახმარება ძირითადად გადასახადების ნაწილის დაფარვაში გამოიხატება. ნივების ჩუქება, სახლების გადახურვა, არაფრის კეთებაში სარგოს მიცემა და რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, მხოლოდ  მიზანმიმართული აქციებია, რასაც ივანიშვილის რესურსების ის ნაწილი ეწირება  ქართველები რომ „ზღვაში წვეთს“ ვეძახით. თუმცა მსგავსი აქციებით მან მთელი რაიონი მასზე დამოკიდებული გახადა და მოსახლეობის ნაწილს მოტივაციები ძალაუნებურად შეუზღუდა, რაც ადეკვატურად ჰპოვებს ასახვას საერთო განვითარებაზე.

 „წლებია საზღვარგარეთ ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. მერე ჩემებმა დამირეკეს და მითხრეს: რად გინდა მუშაობა ჩამოდი და ბიძინა გვარჩენსო. -ციტატა ერთ-ერთი კლიპიდან რომელიც ივანიშვილის ღვაწლს ასახავს საჩხერის რაიონში.

   სამწუხაროდ ივანშვილს ქართველი კაცის ცხოვრების კონცეფცია ეს ჰგონია, თუმცა რამდენად ცდება ამ და არამარტო ამ შეხედულებაში  საქართველოს მოქალაქეებსა და მათ ოცნებებზე ამას ოქტომბერში გავიგებთ...

   ქველმოქმედების ბევრნაირი დეფინიცია შეიძლება არსებობდეს ყველა მათგანი კი გულისხმობს  -ზრუნვას ადამიანის ზრდასა და განვითარებაზე.

   მოსყიდვას ასეთი დეფინიცია აქვს: ფულის ან საჩუქრის მიცემა რაც მიმღების ქცევასა და ხასიათს არსებითად ცვლის.

რომელ ქმედებას ანხორციელებს და ანხორციელებდა ივანშვილი წლების განმავლობაში დღემდე, ამის მიხვედრა რთული არ უნდა იყოს!.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები