ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

ქართველობას გვართმევენ ტო!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

“იმ ქართულს, ტრადიციულს, ფასეულს ძირს უთხრიან და ევროპული და ამერიკული ყოველგვარი სიბილწის დანერგვა უნდათ, ჩვენს ბავშვებს გონებას უწამლავენ ტო! ამათ ქართული არაფრად უღირთ მართმადიდებლობას გვართმევენ და მეჩეთების აშენება მოუწადინებიათ”.-ეს ის ერთ-ერთი არგუმენტია მცირეთაგან, რაც ხელისუფლების ცვლას და ყვეყნის განვითარების ვექტორის ეშმაკმა უწყის საით შეტრიალეას ამართლებს ძირითადად მეოცნებე ქართველების მხრიდან.  თითქოს მათზე მეტად ვინმეს ჰქონდეს საშუალება მათი შვილების აღზარდაში პოზიტიური როლი ითამაშონ, თითქოს ისინი აყენებენ ახალგაზრდებს სწორ გზაზე, საიდანაც ბოროტი ბიძები მიათრევენ და უკუღმართ ცხოვრებას აჩვევენ. თითქოს „ტო“  ფარნავაზის დროინდელი სუფთა ქართული წიაღიდან აღმოცენებული სიტყვა იყოს „კაროჩეზე“ რომ არაფერი ვთქვათ.

იგივე ხალხია ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის მოწინააღმდეგე, იგივე ხალხია ვინც ტაო კლარჯეთის ქართული სიწმინდეების აღდგენას ირიბად ეწინააღმდეგება და ჩვენი თანამემამულე აჭარელი ქრისტიანების რწმენას პატივს არ სცემს. ეს ის ხალხია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის მტერს გვერდზე შეგნებლად თუ შეუგნებლად უდგანან და თან ქართველობას და პატრიოტობას გვეფიცებიან.  

ქართული ოცნების ასრულებას შეძლებენ? მათი ლიდერი ამბობს რომ შეძლებენ.. „ვერავინ მათ არჩევანს ვერ გააყალბებს, რატომ?“

-„მუჟიკის სიხიტრე გვაქვს სიეშმაკე , ყველაფერიც გვაქვს და გაგვაჩნია!“-ასე უპასუხა მხარდამჭერებს ივანიშვილმა სტეფანწმინდაში.

მწერალ ჩარკვიანს ასე მიესალმა: „პრივეტ!“ ჟურნალისტის თხოვნაზე კითხვა დამასმევინეო მზადყოფნა ასე გამოხატა- „აბა დავაი!“ . ამას ყველაფერს სტეფანწმინდაში, ქართული სახელმწიფოს კარიბჭესთან ახლოს აკეთებს, ალბათ რაღაცის გავლენით იქ ახლოს ხომ იმპერიის საზღვარია. Родина-мать зовёт! თან ალბათ ხმამაღლა!

ეს ოცნებააო ქართული...

დაიბრუნებენ კი ესენი ვიღაცისგან წართმეულ ქართველობას?

პასუხი ასეთია:

-პაჟივიომ უვიძემ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები