ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სანდრო ნავერიანი

კლასი ძალასაც ხნავს!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

            ერთხელ, მამაჩემს უთქვამს ბებიაჩემისთვის, ანუ დედამისისთვის, როდესაც ამან დაურეკა და კითხა, რა ხდებაო. ჰოდა, მამაჩემმაც უთხრა: наши бъют русских!

            ბებიაჩემი უკრაინელი იყო. გვარად რიჟკოვა. უკრაინიდან რაღაც მიზეზების გამო გამოიქცა. არ ვიცი. გამოიქცა და ჩამოვიდა საქართველოში. მერე ყველაფერი ისე მოხდა როგორც გალივუდსკი ფილმებში ხდება ხოლმე - გამოჩნდა თეთრ რაშზე ამხედრებული ბაბუაჩემი, რომელიც იმ დროს არც მამაჩემის მამა იყო და აბა ბაბუაჩემი როგორ იქნებოდა. ჰოდა, ხელის ერთი რომანტიული მოძრაობით ბებიაჩემი გაიტაცა. თან, ბებიაჩემი გაყვა. გული გაყვა და ბებიაჩემიც თავისთავად. ჰოდა, ასე მოხვდა ჩემი ბებია ბაბუაჩემთან მესტიაში. და იქ იცხოვრა დარჩენილი ცხოვრება და იქვე გარდაიცვალა და დაიმარხა.

            მე, ეს ბებია ისევე არ მინახავს, როგორც მას არ ვუნახივარ - ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა. ერთი წლით და რამდენიმე თვით ადრე.

            რიჟკოვა, люба რიჟკოვა. იყო მისი სახელიც და გვარიც.

            витька, ну что там? კითხა ბებიაჩემმა და მამაჩემმა რაც უპასუხა უკვე გითხარით - наши бъют русских!

            ბარემ, იმასაც გეტყვით, მამაჩემს რა ერქვა - ვიქტორი. მარა, ბებიაჩემი რომელიც მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი ვიწკას ეძახდა. ისე, როგორც ყველა დედა თავის დათოს, სანდროს, მალხაზს, ირაკლის, ომარს...

            ჰოდა, наши бъют русских!-ო, ანუ, გფრ (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა) რუსებს (სსრკ-ს) უგებსო. არ დავაკონკრეტებ რომელ წელს განხორციელდა ეს ზარი, მარა უამისოდაც ნათელია რო იმ სსრკ-ში ქართველებიც იყვნენ და შეიძლება ცოტა გაუგებარია ჩემთვის რატომ ეძახდა მამაჩემი ”ჩვენებს” გერმანელებს, მარა გაუგებარი კიარა, ნაღდია. და აი რატომ:

            მამაჩემი ჯიგარი იყო. ამიტომაც მოკვდა უფრო ადრე, ვიდრე მასზე ნაკლებად ჯიგრები. ამას თავი დავანებოთ. მამაჩემი ჯიგარი იყო ფეხბურთშიც. მე თუ რამე ვიცი ფეხბურთში, მინიმუმ სამოცდაათი პროცენტი მისგან ვიცი. დანარჩენი ოცდაათი უბრალოდ ახალმა, თანამედროვემ, პრაგმატულმა და მწვრთნელებით დამძიმებულმა საფეხბურთო ეპოქამ მასწავლა. ეს, ალბათ, 94-ის მუნდიალიდან დაიწყო. ჰო, მაგ დროიდან დაიწყო ცოტა სხვანაირი ფეხბურთი.

            მამაჩემი სულ ამბობდა, დედაჩემი მეუბნებოდა რომ ყველაფერი რაც ლამაზია, რაც გახარებს, რაც სიამოვნებას გგვრის, შენიაო. ეგრეა. ჩემია, აბა, ვისია ის რაც კიევში ვნახე. აი, ფინალი რო ქვია და სიტყვა ფინალი ხომ იცით როგორი რამეა. გრძელი ნარდის ფინალიც კი მიგაწებებს ტელევიზორს თუ რაც არის. ლაივს. ჰოდა, როგორც კოვზირამ თქვა, და თქვა მაგრად ხატოვნად, ”იმენნა” პოეტურად, აი, ისე პოეტურად, ბევრ პოეტს რო არ გამოსდის - ესპანელებმა მოქსოვეს. თანაც მაგრად მოქსოვეს. დაახლოებით ისე, როგორც ერთდროს, იმ ეპოქაში, ”კერასინკის” შუქზე და სითბოში დეიდაჩემმა რო მომიქსოვა ქუდი ”ნიკოლსონი”. შალის. გეხსომებათ ეს ქუდი. პირამიდები მოყვებოდა ქვედატანად. ვერ მიყიდეს და დეიდაჩემმა მომიქსოვა. ეს ამბავი მაგრა ტკბილად მახსოვს. და ესპანეთი კიარა, ჩემი თავკერძა მამლებიც რო ყოფილიყვნენ პირინეელების მაგივრად, დეიდაჩემის მოქსოვილ ქუდზე მაგრად, მაინც არ დამამახსოვრდებოდნენ.

            მარა, მაინც, ეგრეა, ახალი ისტორია დაიწერა და თან ყველაზე მაგარი. ესპანელებმა მოქსოვეს! თანაც, ცოტა სხვანაირად. უფრო მაგრად ვიდრე აქამდე ქსოვდნენ. ჩინ-მენდლები მაგრად არ მაინტერესებს, ათასგზის მითქვამს - მედლები სპორტული ინტერესია, მე კი, ფეხბურთს ისე ვუყურებ, როგორც მოდილიანი - ჟანას. ჰოდა, იმის იქით ქონიათ გზან მედლებსაც და ვერცხლის ევრო-განსხვავებულსაც. მე, იმან დამკერა რაც ბებერმა და ყველაზე მაგარმა მეხაშემ გააკეთა. დელ ბოსკემ. შხედავ და მეხაშეა აბა, რაა?!  მარა, ძაან მაგარი მეხაშე. ყველაზე მაგარი მეხაშე.  აი, ზარმაცების მეხაშეც. აბა, სხვანაირად როგორ იქნება? ვინ, გამოიყვანდა პახმელიაზე ამ ესპანეთს? რაღაც, საოცრება მისცა. ალბათ, უფრო უთხრა. ეგეთი საოცრებების დალევა შეუძლებელია. მოწევაც და გადაყლაპვაც. დელ ბოსკემ უთხრა. ჰოდა, იმათაც გაიგეს. გაიგეს და შეუდგნენ საქმეს. საქმე კი ოთხით ნოლი დამთავრდა. თანაც, ბოსკეს ნათქვამს კლასიც დაემატა. ის კლასი, რომელიც ესპანელებს და, ალბათ, უფრო ბარსელონას ორჯერ მეტი აქვს, ვიდრე იტალიას ქონდა, ნაკრებსაც და მთელ სერია ა-საც.

            ეგრეა, ძალა ხნავს ხოლმე აღმართს, მარა კლასს ვერაფერი ხნავს.

            ისე, გულწრფელად, ასეთი იტალია რომ არა, ეს ჩემპიონატი უპატარძლო ქორწილივით იქნებოდა. თანაც, ახლა რო ხვდები, რო პატარძალი ერთი კიარა, ბევრი იყო, მათშორის პრანდელი, პირლო, ბუფონი, ბალო... ტელი, ბალო! რომელსაც თურმე უფრო მაგრად ყვარებია თავისი დონორი ქვეყანა, ვიდრე მშობლებს უყვარდათ მარიო.

            მოკლედ, ეგრეა, მაგარი რამე ვნახეთ. თითქმის უბუბლიკო და თუ იყო ბუბლიკები, კორჟიკებიც ზედ ეყარა. ფინალმა კი, დრამატურგიის ყველა კანონი დაარღვია. აქეთ უცხოპლანეტელი ესპანელები, იქით - უკვე ცრემლმორეული და ათკაციანი იტალიელები.

            მაგარი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები