ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

ივანიშვილი vs ბასტია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

    „შოტლანდიაში, მინის სათბურებისა და კონდენსატორების საშუალებით , შესაძლებელია მივიღოთ კარგი ყურძენი, საიდანაც ძალიან კარგი ღვინო დადგება. ის ოცდაათჯერ ძვირი იქნება, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ, თითქმის ისეთივე ხარისხის ღვინოსთან შედარებით. განა ჭკვიანურად მოვიქცეოდით, რომ მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც ყველა უცხოური ღვინის იმპორტს აკრძალავდა , მხოლოდ იმ მიზნით , რომ შოტლანდიაში, ბორდოს წითელი და ბურგუნდიული ღვინის წარმოება წაგვეხალისებინა?“-კლოდ ფედერიკ ბასტია

    ამ კითხვას დაახლოებით 200 წლის შემდეგ გაეცა პასუხი. ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესიდან გადმობარგებული ივანიშვილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თავის თეორიას აყალიბებს და ამბობს, რომ შესაძლებელია და ჭკვიანურია პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა და დამატებითი რეგულაციების დაწესება ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით. არაფერს საუბრობს უკუშედეგზე, რაც შეიძლება დამატებით რეგულაციებს „საბაჟო ანარიცხების“ ზრდას მოყვეს ბაზარზე და მომხმარებლის „ჯიბეზე“ როგორ შეიძლება აისახოს ეს ყოველივე.

   იმედია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არ აპირებს შემოიღოს კანონი "იძულებითი შრომის შესახებ ", რაც აიძულებს მოქალაქეებს  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მათი სურვილის მიუხედავად ჩაბმას.

    ერთი კი გასათვალისწინებელია,პროცესების ხელოვნურად გააქტიურებით რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლებელია. დასაქმებულთა რაოდენობა მაგიდაზე მუშტის დარტყმით არ გაიზრდება.   ადამიანები პრიორიტეტებს თქვენს გარეშეც განსაზღვრავენ, ასე რომ ნუ ვუწოდებთ სამარცხვინო შრომას იმას, რის შედეგადაც მოქალაქეები სარგებელს იღებენდა მივცეთ მათ მეტი თავისუფლება.

    რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში და ზოგადად ნებისმიერ სფეროში წარმოების წახალისებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ამას არა დამატებითი რეგულაციები, გადასახადების ზრდა,  შეზღუდვები ფასების ზღვარის დაწესება, არამედ თავისუფალი ეკონომიკური, საინვესტიციო გარემო, რაც შეიძლება დაბალი გადასახადები და ვაჭრობის თავისუფლების უზრუნველყოფა სჭირდება.

    ბატონო ბიძინა, თქვენს წუხილს რომ უფრო მაღალი ტექნოლოგიების თურქული წარმოება საქართველოს ბაზარს იაფ ფასად პროდუქტს სთავაზობს და რომ ეს ცუდია, რამეთუ გლეხს ხასიათი ეკარგება რაიმე აწარმოოს და ამის გამო მთავრობამ კონტროლი უნდა აიღოს ხელში, ფრედერიკ ბასტიამ დიდი ხნის წინ  უპასუხა: „აქსიომაა, რომ ყველა კეთილგონიერი ოჯახის უფროსს, წესად აქვს სახლში არ გააკეთოს ის, რაც მზანაწარმის ყიდვაზე ძვირი დაუჯდება. ის, რაც კერძო ოჯახის ხელმძღვანელობისთვისაა კეთილგონიერი , კეთილგონიერია სახელმწიფოსათვისაც. თუ სხვა ქვეყანას , ჩვენი იმაზე იაფი საქონლით უზრუნველყოფა შეუძლია , ვიდრე ჩვენ მისი წარმოება დაგვიჯდებოდა, უმჯობესია ის ვიყიდოთ და ჩვენს ქვეყანაში ის ვაწარმოვოთ, რაშიც უპირატესობა გაგვაჩნია.“

    პარადოქსია, მაგრამ არსებობენ მილიარდელები ვინც დღენიადაგ გვიმტკიცებენ, რომ კაპიტალი პატიოსანი შრომით აქვთ მოპოვებული და თავისუფალი ეკონომიკის გვერდის ავლით ისინი თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას მაინც ინარჩუნებენ, გასაკვირი არაა, რომ ამ ტიპის ბიზნესმენების დიდი რაოდენობა რუსულ სივრცეშია კონცენტრირებული და ჩვენ ერთ-ერთ მათგანთან მიგვეცა საქმე...

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები