ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

ინტერესთა საშიში თანხვედრა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რუსეთ- საქართველოს ომის თემაზე ივანიშვილი დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორ ურთიერთგამომრიცხავ ფრაზას ამბობს ციტატა: „საქართველო ომს თუ გნებავთ მხოლოდ იმ მიზეზით ვერ დაიწყებდა რომ ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა.“  პოლიტიკაში მოვიდა და მას შემმდეგ არაერთხელ ამტკიცებს რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ციტატა: „სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი, არაადექვატური ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბმბვა.“

ომის დაწყებაში ივანიშვილი საქართველოს თურმე არ ადანაშაულებს. დამაბნეველია, მაგრამ მისი თქმით, ომი საბრძოლო მოქმედებები  საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა ამის შემდეგ აყალიბებს ვერსიას რომ ომი საქართველოს კიარა სააკაშვილს დაუწყია. აქ კი საქმე გვაქვს აღმოჩენის უპრეცედენტობასა და მოვლენათა აღქმაში უკიდეგანო ფანტაზიის უნარის გააქტიურებსთან.

„ბორის ივანოვს“  ომის მონაწილე მხარედ და ინიციატორადაც არა საქართველო, არამედ მისი არჩეული პრეზიდენტი გამოჰყავს. ამ საკითხშიც როგორც უამრავ სხვა საკითხებში აბსოლიტურ თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფალთან..

თავის მხრივ უნიკალურია შემთხვევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესიის მოგერიებისთვის მებრძოლ მხარედ ერთი ადამიანი დაასახელო, როცა საომარ ვითარებაში იყო მთელი ქვეყანა და იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა.

პატრიოტობა თანდაყოლილი ნიჭი და თვისებაა ამას ვერ შეიძენ. არც არის აუცილებელი ყველა პატრიოტი იყოს. თუმცა არაპატრიოტობაც უნდა გაიმიჯნოს დანაშაულისგან. იმას, რასაც ივანიშვილი აკეთებს დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა დანაშაულია..

დანაშულია სპეკულირებდე თემით, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ მომნეტს ეხება და აპელირებდე მტრის ენით და მის სასარგებლოდ;

დანაშაულია არ აფასებდე საქართველოს მოქალაქეების თავდადებას მაშინ, როცა შენ შორიდან აკვირდებოდი მოვლენათა განვითარებას, როცა ისინი შენთვის იბრძოდნენ;

დანაშაულია რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას უკავშირებდე ეკონომიკურ ემბარგოს და ამასაც ქართულ მხარეს აბრალებდე მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ ომი დიდი ხნის წინ კავკასიაში გავლენის სფეროს შესანარჩუნებლად გეოპოლიტიკური ინტერესებით დაიწყო და მას შემდეგ არ შეწყვეტილა და ამტკიცებდე რომ ინტერესთა თანხვედრა აუცილებელია;

დანაშაულია ფიზიკურად უსწორდებოდე ისედაც გამწარებულ დევნილ მოსახლეობას, თან არ გაინტერესებდეს ომი ვინ დაიწყო და ვაშლის ჩრდილში მჯდომებს ეძახდე მათ.

დანაშაულია ამომრჩეველს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ჰპირდებოდე და რეალურად იმპერიის საზღვრების გაფართოებაში საკუთარი როლის მნიშვნელობაზე ზრუნავდე დღენიადაგ.

და კიდევ ბევრი რამაა დანაშაული, რომელიც შეიძლება კანონით დადგენილ კონკრეტულ ნორმას არ აღვევდეს, მაგრამ ადგენდეს პიროვნების შეუთავსებლობას ქვეყანასთან და მის ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში უმაღლესი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ხალხია, რომელიც იმედია, რომ სასჯელის უმაღლეს ზომას  უახლოეს მომავალში მოგისადაგებთ.

ერთ რამეში კი ნამდვილად არ ღირს დავა, ეს რუსეთთან და მის „დემოკრატ“ ლიდერ პუტინთან  თქვენი ინტერესთა თანხვედრის თემაა, რაშიც ალბათ უკვე არავის ეჭვი აღარ ეპარება და რამეთუ რუსეთს კავკასიაში მშვიდობისა, სტაბილურობის გარანტორად მოაქვს თავი და თქვენც მათთან ინტერესების თანხვედრის იმედი გაქვთ, გირჩევთ ნატოს თემით სპეკულირებასაც მოაეშვათ, რადგან ამას თქვენი მხარდამჭერთა ის ნაწილიც აღარ დაგიჯერებთ მიამიტობის მაღალი ხარისხით რომ გამოირჩევიან და მხოლოდ ამის გამო გიდგანან გვერდით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები