ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Zaza Tsotniashvili

ნაპოლეონ ჰილი (თარგმნა ზაზა ცოტნიაშვლმა) ავტორის პირადი განცხადება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ერთ მშვენიერ დღეს, ახალგაზრდა მღვდელმა სახელად განსალუსმა ჩიკაგოს გაზეთებში გამოაქვეყნა განცხადება, რომ კვირას დილით იქადაგებდა თემაზე: „რას გავაკეთებდი მილიონი დოლარი რომ მქონდეს?“

განცხადება მოხვდა ფილიპ დ. არმორს მხედველობის არეში; საკონსერვო ქარხნის მდიდარმა მფლობელმა ქადაგების მოსმენა გადაწყვიტა.

თავის ქადაგებაში განსალუსმა დიდი ტექნოლოგიური სკოლა წარმოსახა, სადაც ახალგაზრდები, არა თეორიული ტერმინებით, არამედ პრაქტიკული აზროვნების საშუალებით, დაეუფლებოდნენ წარმატებების მიღწევას ცხოვრებაში და აქ მათ მიაჩვევდნენ „საქმით სწავლას“. „მილიონი დოლარი რომ მქონდეს, - თქვა ახალგაზრდა მღვდელმა, - ასეთ სკოლას გავხსნიდი.“

ქადაგების შემდეგ მისტერ არმორი მივიდა კათედრასთან, წარუდგა მომხსენებელს და უთხრა: „ახალგაზრდავ, მე მჯერა, რომ თქვენ შესძლებთ იმის გაკეთებას რაზეც ისაუბრეთ; თუ ხვალ შემოივლით ჩემთან კანტორაში, გადმოგცემთ საჭირო მილიონ დოლარს.“

 ვინც კაპიტალის გამოყენების პრაქტიკული გეგმის შემუშავებას შეძლებს - მისთვის ხელმისაწვდომი იქნება აუცილებელი ფინანსები.

ასე ჩაეყარა საფუძველი არმორის ტექნოლოგიურ სკოლას, ქვეყნის ყველაზე პრაქტიკულ სკოლას; რომელიც ჩაისახა ახალგაზრდა კაცის წარმოსახვაში. მის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, გარდა იმ მცირე მრევლისა, ვისთანაც ქადაგებდა, რომ არა წარმოსახვა პლიუს ფილიპ დ. არმორის კაპიტალი.

ყოველი რკინიგზა, ყოველი ცნობილი ფინანსური ინსტიტუტი, ყოველი გიგანტური საქმიანი საწარმო, ყოველი დიდი ქმნილება_ჩაისახა ერთი ადამიანის წარმოსახვაში.

ფ. უ. ვულვორტმა (ფრენკ უინფილდ ვულვორტი 21 წლამდე მუშაუბდა მაღაზიაში გამყიდველად. ერთხელ მან დაარწმუნა უფროსი, რომ გამოეყოთ ცალკე თარო და 5 ცენტად გაეყიდათ ჩაწოლილი საქონელი, რამაც ხელი შეუწყო სწრაფ რეალიზაციას. მოგვიანებით მან გახსნა საკუთარი მაღაზია ქ. ატიკში, ნიუ-იორკის შტატში. პირველი მაღაზია გაკოტრდა, მაგრამ მეორეში, სადაც ყველაფერი 10 ცენტად იყიდებოდა, საქმე აეწყო. ვულვორტმა გახსნა კიდევ რამდენიმე მაღაზია. ათი წლის შემდეგ მისი მაღაზიების ქსელი აშშ-ში და საზღვარგარეთ ათასზე მეტს შეადგენდა, მოგება კი - 107 მილიონს წელიწადში.)  შექმნა „ხუთი და ათი ცენტის გეგმა“ ჯერ საკუთარ წარმოსახვაში, შემდეგ რეალობად ქცეულმა გეგმამ ის მილიონერად აქცია.

თომას ა. ედისონმა წარმოსახვით შექმნა მოლაპარაკე მანქანა, აპარატი რომელმაც მსოფლიოს აჩუქა მოძრავი სურათები, არაჩვეულებრივად კაშკაშა ელექტრო ნათურა და სხვა მრავალი სასარგებლო გამოგონებანი, ვიდრე ის იქცეოდა რეალობად.

ჩიკაგოს ცნობილი ხანძრის დროს ათეულობით მეპატრონე დამწუხრებული შეჰყურებდა მხრჩოლავი საკუთარი მაღაზიების ნარჩენებს. ბევრმა მათგანმა სხვა ქალაქში გადასვლა გადაწყვიტა ახალი საქმის დასაწყებად. მათ შორის იდგა მარშალი ფილდი (საცალო ვაჭრობის რეფორმატორი. სავაჭრო ფირმის თანამესაკუთრემ შემოიღო რიგი სიახლეებისა: ფასის აღმნიშვნელი ეტიკეტი საქონელზე, გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების შესაძლებლობა გარკვეულ ვადაში, კრედიტი მყიდველებისთვის. იყო ჩიკაგოს ყველაზე დიდი უნივერმაღის მფლობელი.) მან თავის წარმოსახვაში შექმნა მსოფლიოში უდიდესი უნივერმაღი იმავე ადგილზე, სადაც მისი მაღაზია იყო, ახლა კი მხრჩოლავი გორა იდგა; და ეს ჩანაფიქრი რეალობად იქცა.

იღბლიანია ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრების დასაწყისშივე ისწავლის საკუთარი წარმოსახვის გამოყენებას, განსაკუთრებით ჩვენი - დიდი შესაძლებლობების საუკუნეში. 

წარმოსახვა გონების ისეთი თვისებაა, რომელიც შეიძლება კულტივირებულ იქნას, განვითარდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ასე რომ არ იყოს, ამ თხუთმეტი კანონის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ის ჯერ ავტორის წარმოსახვაში ჩაისახა ენდრიუ კარნეგის შემთხვევითი რემარკის ღვაწლით.

სადაც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი წარმოსახვით ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა იყოთ უფრო მეტად სასარგებლო, უფრო პროდუქტიული.

წარმატება ინდივიდუალური შესაძლებლობების ძალისხმევის შედეგია, მაგრამ მისი მიიღწევა სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.  წარმატება იმ თვალსაზრისით არის ინდივიდუალური ძალისხმევის რეზულტატი, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს – რა უნდა. ამ მომენტიდან წარმატებისკენ სიარული – სხვებზე ტაქტიკური და მაცდუნებელი ზემოქმედებით იწყება, რათა მიღწეულ იქნას მათი თანამშრომლობა.

ვიდრე სხვას სთხოვთ თანამშრომლობას, თავად უნდა გამოიჩინოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამისათვის მიაქციეთ ყურადღება მეცხრე გაკვეთილს: ჩვევა - იმაზე მეტის გაკეთებისა, რისთვისაც გიხდიან, გაკვეთილი ეყრდნობა კანონს, რომლის გამოყენებაც უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას ყველა საქმეში.

პირველი გაკვეთილის ბოლოს მოცემულია პირადი ანალიზის რუკა, რომელშიც შესწავლისა და შეპირისპირების მიზნით გაანალიზებულია ათი ცნობილი პიროვნების ღირსებები. ყურადღებით შეისწავლეთ რუკა და აღნიშნეთ „საშიში პუნქტები“, რომლებიც ნიშნავს წარუმატებლობას მათთვის ვინც არ აქცევს ყურადღებას ამ სიგნალებს. გაანალიზებული ათიდან რვამ მიაღწია წარმატებას, ორი კი შეიძლება ჩავთვალოთ წარუმატებლად. ყურადღებით შეისწავლეთ მათი წარუმატებლობის მიზეზები. შემდეგ შეისწავლეთ საკუთარი თავი. ამ მიზნით გამოყოფილია ორი ცარიელი სვეტი; დაუწერეთ საკუთარ თავს ნიშნები კურსის შეწავლამდე და შემდეგ, დააკვირდით რაში მიაღწიეთ გაუმჯობესებას.

„წარმატების კანონის“ მიზანია, მოგცეთ საშუალება გაიაზროთ, როგორ გახდეთ მეტად შედეგიანი თქვენს მიერ არჩეული მოღვაწეობის სფეროში. ამ მიზნით უნდა გაანალიზოთ თქვენი მონაცემები, შეაფასოთ და მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია, რათა მაქსიმალურად უკეთესად გამოიყენოთ.

 შესაძლებელია არც მოგეწონოთ თქვენი საქმე. არის თავის დაღწევის ორი საშუალება: პირველი – ნაკლებად დაინტერსდით ამ საქმით, მალე თავს დააღწევთ, რადგან თქვენს მომსახურებაზე მოთხოვნა შესუსტდება. მეორე – უკეთესი საშუალება - გახდით სასარგებლო და საჭირო იმ საქმეში რასაც აკეთებთ, ამით მიიპყრობთ მათ ყურადღებას, ვისაც შეუძლია შემოგთავაზოთ უკეთესი სამსახური, რომელიც მეტად მოგეწონებათ. არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კურსის მეცხრე გაკვეთილის მნიშვნელობას, მისი დახმარებით დაადგებით მეორე გზას.

ათასობით გამვლელს უხდებოდა კალუმეტის სპილენძის საბადოებთან სიარული, მაგრამ მხოლოდ ერთმა გამოიყენა წარმოსახვის უნარი, ჩაუღრმავდა რამდენიმე ფუტის სიღრმეს და აღმოაჩინა უმდიდრესი საბადო.

თქვენ და ყოველ ადამიანს, დროდადარო, უხდება აღმოსაჩენი საბადოს ირგვლივ სიარული. მისი ამოცნობა კვლევისა და წარმოსახვის გამოყენების საშუალებით არის შესაძლებელი. კურსი „წარმატების თხუთმეტი კანონი“ ალბათ, მიგიყვანთ თქვენს საბადომდე, თქვენ გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, რომ დიდხანს იდექით მდიდარ საბადოსთან, რომელსაც ახლა ამუშავებთ, და ვერ აღიქვამდით. რასელ კონველი (იურისტი და სასულიერო პირი, მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსა უნივერსიტეტი ფილადელფიაში. ლექცია „ბრილიანტების აკრები“ ექვსიათასზე მეტჯერ წაიკითხა.) ლექციაში „ბრილიანტების აკრები“ ამბობს:

არ არის საჭირო შორს სიარული, რომ აღმოვაჩინოთ შესაძლებლობები - ის იქ არის სადაც ვდგავართ!   - ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!

ეს კურსი – შედეგია ასზე მეტი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ანალიზისა, მათ კი თავის სფეროში უდიდესი წარმატება მოიპოვეს.

ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავტორი აგროვებდა და ახარისხებდა მასალას თხუთმეტი კანონის შესახებ, რომელზეც დაფუძნებულია ეს კურსი. ამ საქმეში მას დაეხმარა შემდეგი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა: ჰენრი ფორდის, თომას ა. ედისონის, ჰარვი ს. ფეიერსტოუნის, ჯონ დ. როკფელერის, ჩარლზ მ. შვაბის, ვუდრო ვილსონის, დარვინ პ. კინგსლის, უილიამ რიგლის, ა. დ. ლასკერის, ე. ა. ფაილინის, ჯეიმს ჯ. ჰილის, ედუარდ ბოკის, საირუს კარტის, ჯორჯ უ. პერკინსის, ჰენრი ლ. დოგერტის, ჯორჯ ს. პარკერის, დოქრორ ს. ო. ჰენრის, გენერალ რუფუს ა. ეიერსის, მოსამართლე Eელბერტ ჰ. ჰერის, უილიამ ჰოვარდ ტაფტის, დოქტორ ელმერ ჰეიტსის, ჯონ უ. დევისის, კაპიტან ჯორჯ მ. ალექსანდერის (მის თანაშემწედ მუშაობდა ავტორი), ჰიუ ჩალმერსის, დოქტორ ი. უ. სტრიკლერის, ედვინ ს. ბარნსის, რობერტ ლ. ტეილორის, ჯორჯ ისტმენის, ი. მ. სტეტლერის, ენდრიუ კარნეგის, ჯორჯ უონამეიკერის, მარშალ ფილდის, სემუელ ჰომპერსის, ფ. უ. ვულვორტის, მოსამართლე დენიელ თ. რაიტის (ერთ-ერთი მათგანი ვინც ავტორს იურისპუდენცია ასწავლა), Eელბერტ ჰაბარდის, ლუტერ ბერბანკის, ო. ჰ. ჰარიმანის, ჯონ ბეროუზის, ე. ჰ. ჰარიმანის, ჩარლზ პ. სტეინმეტცის, ფრენკ უონდერლიპის, თეოდორ რუზველტის, უილიამ ჰ. ერენჩის, დოქტორ ალექსანდერ გრემ ბელლის (პირველი გაკვეთილის შექმნაში მას დიდი წვლილი მიუძღვის).

ჩამოთვლილთა შორის ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს ჰენრი ფორდისა და ენდრიუ კარნეგის დამსახურებას. კარნეგიმ პირველმა ურჩია კურსის შექმნა, ხოლო ფორდის ცხოვრებამ მისცა ყველაზე დიდი მასალა.

„წარმატების კანონი“ აჯამებს ფილოსოფიისა და მოქმედების იმ კანონზომიერებას, რომელიც ჩამოთვლილ ადამიანებს დაეხმარა მოეპოვებინათ დიდი გავლენა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობდნენ. ავტორი შეეცადა წარმოედგინა კურსი მარტივი და გასაგები სახით, რომ მისი გამოყენება არ გაუჭირდეთ ახალგაზრდებს.

ფსიქოლოგიური კანონი _ „ზეგონი“ ერთადერთი ავტორისეული აღმოჩენაა წიგნში, დანარჩენი ცნობილი ჭეშმარიტებანი დასისტემებულია ცხოვრების მანძილზე მარტივად გამოსაყენებელად. შესწავლის პერიოდში ნუ იჩქარებთ ცალკეული კურსების განხილვას, ვიდრე მთლიანად არ დაამუშავებთ წიგნს, ამის მიზეზს დაადგენთ თექვსმეტივე გაკვეთილის წაკითხვის შემდეგ.

ის ვინც კურსის შესწავლას შეუდგება გახსნილი გონებით, კითხვის დროს მოახერხებს ყურადღების მობილიზაციას, უთუოდ მიიღებს ჯილდოდ ცხოვრებაზე ფართო და ზუსტ შეხედულებას.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები