ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Zaza Tsotniashvili

*დეილი კარნეგი (თარგმნა ზაზა ცოტნიაშვილმა) როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე (1936 წელს გამოცემული წიგნის თეზისები)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ადამიანებთან ურთიერთობის ფუნდამენტური ხერხები

 

1.            ნუ გააკრიტიკებთ, ნუ განსჯით, ნუ განიკითხავთ;

2.            წრფელად და გულუხვად დააფასეთ;

3.            აღძარით ადამიანში ძლიერი სურვილი;

 

ექვსი გზა ადამიანის გულის დასაპყრობად

 

1.            გამოიჩინეთ წრფელი ინტერესი ადამიანებისადმი;

2.            ღიმილი;

3.            გახსოვდეთ, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტკბილხმოვანი საკუთარი სახელია;

4.            იყავით ყურადღებიანი მსმენელი; წაახალისეთ სხვები საკუთარ თავზე სასუბროდ;

5.            ილაპარაკეთ თანამოსაუბრისთვის საინტერესო თემაზე;

6.            თანამოსაუბრეს წრფელად აგრძნობინეთ მისი პიროვნების მნიშვნელობა;

 

ადამიანების თქვენს თვალსაზრისზე გადმობირების წესები

1.            კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუალება მისი თავიდან აცილებაა;

2.            გამოხატეთ პატივისცემა სხვათა მიმართ, არასოდეს თქვათ: „შენ ტყუიხარ!“

3.            თუ შეცდით, აღიარეთ დაუყოვნებლივ და შთამბეჭდავად;

4.            საუბარი დაიწყეთ მეგობრული განწყობით;

5.            აიძულეთ მოსაუბრე გიპასუხოთ „დიახ, დიახ“;

6.            მოსაუბრეს მიეცით ხანგრძლივი საუბრის საშუალება;

7.            ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ კარგი იდეა მათ ეკუთვნით;

8.            მოვლენებს შეხედეთ მოსაუბრის თვალით;

9.            პატივისცემა გამოხატეთ ადამიანების იდეებისა და გადაწყვეტილებებისადმი;

10.          მიმართეთ კეთილშობილურ მოტივებს;

11.          თქვენი იდეები შემოქმედებითად წარმოაჩინეთ;

12.          ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოწვევას;

 

ლიდერობა: როგორ შევუცვალოთ თვალსაზრისი ადამიანებს ისე, რომ არ ვაწყენინოთ

ლიდერს ხშირად უხდება ადამიანების პოზიციისა და ჩვევების შეცვლაზე ზრუნვა. ამისათვის ეს რჩევები წაგადგებათ:

1.            საუბარი დაიწყეთ მოსაუბრის წრფელი შექებით;

2.            ირიბად შეეხეთ მოსაუბრის შეცდომებს;

3.            დაასახელეთ საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვას გააკრიტიკებთ;

4.            პირდაპირი კრიტიკის ნაცვლად დასვით შეკითხვები;

5.            მიეცით ადამიანს საშუალება გადაირჩინოს ღირსება;

6.            ადამიანს შეუქეთ მცირე წარმატებაც, შექებისას იყავით წრფელი და გულუხვი;

7.            ხაზი გაუსვით მოსაუბრის რეპუტაციას და იგი მის გამართლებას შეეცდება;

8.            წაახალისეთ ადამიანი - აგრძნობინეთ, რომ შეცდომის გამოსწორება ადვილია;

9.            შეეცადეთ, რომ ადამიანმა სიხარულით შეასრულოს დავალება.

*დეილი კარნეგი (1988-1955) ცნობილი გახდა მკითხველისთვის წარმატებების მოპოვების გზების ჩვენებით.

იგი დაიბადა აშშ-ში მისურის შტატში. განათლება მიიღო ვარენსბურგის სამასწავლებლო კოლეჯში; ასწავლიდა კომუნიკაციის ხელოვნებას; 1912 წელს დაიბადა მისი მსოფლიოში ცნობილი სალექციო კურსი. მისი წიგნები „როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ (1936), „როგორ შევწყვიტოთ წუხილი და დავიწყოთ ცხოვრება“ (1948) თარგმნილია მრავალ ენაზე, გაყიდულია ათ მილიონ ეგზემპლარზე მეტი. მას ეკუთვნის ორი ცნობილი მაქსიმა: „გწამდეს, რომ წარიმატებ და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას“, „ისწავლე ადამიანების პატივისცემა და სიყვარული“. ქართულ ენაზე დეილი კარნეგის წიგნების თარგმანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჩვენ გთავაზობთ დასახელებული წიგნების თეზისების თარგმანს, რომელიც გამოქვეყნებულია ავტორის ვებგვერდზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საგამოძიებო სამსახური: დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანა აღვკვეთეთ

კომენტარები