ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი davit

რევოლუცია მოდის?!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

  

  

 

 

 

 

დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, ბიძინა ივანიშვილი  ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ პოლიტიკური მდგომარეობის და ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სურს. მიუხედავად ამისა, არც ერთ თავის მიმართვაში, გამოსვლაში, თუ ინტერვიუში მას ცალსახად არ უთქვამს, რომ ქუჩის აქციებს გამორიცხავს.

    საპირისპიროდ იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ ბევრი მისი ქმედება მიმართულია  პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვისაკენ. ისიც სავარაუდოა, რომ ტრადიცულად ყველაფრით უკმაყოფილო ზოგჯერ „მართული“ ზოგჯერ „გართული“, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში არაქართული ოპოზიცია  ოქტომბერში ქუჩაში გამოვიდეს, ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ ივანიშვილმა პირველ მიმართვაში პოლიტიკური კულტურის, აზროვნების, ამომრჩეველთა პატივისცემის, და რაც მთავარია „მარჩიელობის“ ნიჭის გამოვლინებით, 11 თვის შემდეგ დაგეგმილი არჩევნების წინასწარი პროგნოზი გააკეთა და მისი მომხრეების რაოდენობად ამომრჩეველთა 90 % დაასახელა. ხაზასასმელია ის გარემოება, რომ იმ კონკრეტულ პერიოდში ივანიშვილი თითქმის უცნობი პიროვნება გახლდათ საზოგადოების უმღავლესობისათვის და ამასთან სრულიად უცნობი პოლიტიკური ფიგურა მთელი საზოგადოებისათვის. მსგავსი ვარაუდი ალბათ ფეხზეწამოდგარი რეიგანის მხრიდანაც კი უსაფუძვლო იქნებოდა ამერიკაში. მით უფრო უსაფუძვლო და ცინიკურია, სასაცილოც ამავდროულად ქართული პოლიტიკური სისტემის, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თუნდაც ერთი თვით ადრე იწინასწარმეტყველო ზუსტი შედეგი. აქედან იკვეთება ერთი, რომ ივანიშვილს სუფთა პოლიტიკური პროცესი არ „აწყობს“.

    30 აგვისტოს, არჩევნებამდე 1 თვით ადრე იგი დემოკრატიულ სამყაროს მიმართავს, რომ მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული ქვეყანა, საბოლოოდ დაადგება დემორატიული განვითარების გზას , თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმისა და პოსტკომუნიზმთან. რას გულისხმობს ივანიშვილი ბრძოლაში პოსტკომუნიზმთან ეს გაურკვეველია, თუმცა „დემოკრატიის გზაზე დამდგარ“ივანიშვილს, როგორც თვითონ ამბობს „ახალგაზრდა და გამოუცდელ პოლიტიკოსს“ , თავისი დემოკრატიული ქმედებების გამო, მისი მოსვლის შემთხვევაშიც, ავტორიტარიზმის მოწინააღმდეგეებმა პრეტენზიები რომ წაუყენონ მგონი არ უნდა გაუკვირდეს.

    ბოლო მიმართვაში ივანიშვილი წუხილს გამოთქვამს ხალხს უნდობლობა აქვს პოლიტიკისა და არჩევნების მიმართო, ამავე მიმართვაში ის ხაზს უსვამს მისდამი ხალხის მაღალ ნდობას მისი პიროვნების და ავტორიტეტის გამო(ხალხში ამომრჩევლის 90 % გულისხმობს მაღალი ალბათობით)ეს ცოტა დამაბნეველია, თუმცა უკვე ტრადიციულად დამაბნეველი. პრიორიტეტებში ერთ ხაზზე უწერია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გულით სჯერა ამ ორი რამის თანხვედრის თუ შეცდომაში შეგნებულად შეჰყავს ამომრჩეველი იოლი მისახვედრი უნდა იყოს.

     ციტირება მიმართვიდან:“ ისეთი საარჩევნო გარემო შეიქმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი.“ ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დღეს უკვე გადაწყვეტილია ქუჩის აქციების ორგანიზება?- რასაკვირველია კი. თუკი ლიდერი ერთი თვით ადრე არჩევნებამდე ამბობს, რომ შეუძლებელია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ლაპარაკი, მაშინ მას რჩება ორი გზა ან მიმართოს ამომრჩეველს და უთხრას: „მეგობრებო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, დროა დავიშალოთ!“ ან :“ბრძოლა გრძელდება, ყველანი რუსთაველზე!“

   ივანიშვილი რომ ბრძოლას ქართული ოცნების ასახდენად ბოლომდე აპირებს ეს არახალია, ასე რომ, ოქტომბრის დასაწყისში შეიძლება აგრილდეს, ქურთუკები თან იქონიეთ ხალხნო!

    თავის ულტიმატუმში ივანიშვილი ისეთ მოთხოვნებს აყენებს, თავადას კარგად იცის რომ მათი უმრავლესობა  არ და ვერ შესრულდება, ელემენტარულად იმ მიზეზის გამო, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელსაც ვერც სააკაშვილი და ვერც თემიდა ვერ შეცვლის დიდი სურვილის არსებობის მიუხედავად.

   მიმართვის ბოლოს  პათოსი უცვლელია:“ან დღესვე ერთად ვიღებთ გადამჭრელ ზომებს და უზრუნველვყობთ არჩევნების სამართლიანობასა და თავისუფლებას, ან ერთი თვის შემდეგ მაინც ერთად მოგვიწევს გაყალბებული არჩევნების შედეგთან გამკლავება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა.“ მიმარტავს დემოკრატიულ სამყაროს, აქ სვამს წერტილს და იწყებს ფიქრს რევოლუციის სცენარის დეტალებზე, რომლისთვისაც პეტერბურგელ სულისჩამდგმელებს სახელი ჯერ კიდევ არ მოუფიქრებიათ.

    რუსმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მაინც ვერ მოახერხა ქართული სახელმწიფოებრიობის დამხობა, ორ ლენინგრადელს ახალი იდეები უმწიფდებათ თავში და ფიქრობენ, რომ ორჯონიკიძე წითელ დროშას კვლავ ააფრიალებს. იყო, არის და იქნება კონკრეტული მცდელობები მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, მაგათი მცდელობების მერკელს თუ შეეშინდება, თორე ჩვენ ტრადიციულად ვამბობთ:

-„მტერს მოხვდა კვატის მოქნეული წიხლი"

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები