ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი დევი ფირცხალაიშვილი

მარტო დიპლომი არ კმარა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

დიდი ხნის წინ TOEFL-ის გამოცდა დავწერე. Writing სექციაში თემა მომეცა დასაწერად. დავალება დაახლოებით ასეთ რამეს მოითხოვდა: უნდა დაგვეწერა ესსე კრეატიულობის შესახებ, უფრო კონკრეტულად კითხვა ასე ჟღერდა: საკმარისია თუ არა იყო კრეატიული თუ პირიქით ეს ხელს შეგიშლის და ცხოვრებაში მთავარი კარგი გეგმის ქონაა??

მოკლედ საბოლოო ჯამში კრეატიულობა ფეხქვეშ გავთელე და თემაში ვთქვი რომ კარგი გეგმაა მთავარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო ადამიანმა შემოქმედებით მიდგომაზე. სწორედ აქ შევცდი და მე ეს ვიცოდი..

მაგალითები მოვიყვანე სკოლის ცხოვრებიდან. ვითომ ერთხელ პრეზენტაცია მქონდა და კარგი გეგმის არქონის გამო ჩემს კრეატიულობას ვენდე მაგრამ არ გამიმართლა და ჩავვარდი და ა.შ.

მაშინ ჩემთან ერთად ჩემი ორი მეგობარი წერდა გამოცდას. გარეთ რომ გამოვედით სამივემ აღმოვაჩინეთ რომ 90%-ით ზუსტად ერთნაირი თემა დავწერეთ. და ესეც დიდი კრახი იყო..

ხვდებით რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ დავიცავით საპირისპირო აზრი და ვერ ვაქეთ "კრეატივი"?

იმიტომ რომ თავად არ გვეყო იმდენი კრეატიულობა რომ თემას შემოქმედებითად მივდგომოდით და საპირისპირო არგუმენტაციები მოგვეყვანა. იმიტომ რომ სამივე ერთ გარემოში გავიზარდეთ და ვიზრდებით სადაც მუდმივად იმას გეუბნებიან მიჰყევი ამ გზას და არ გადაუხვიო!

სწორედ ამიტომ თემა სამივეს ერთნაირი გამოგვივიდა და არცაა ეს გასაკვირი.

საქმე ისაა რომ კარგად დაგეგმილი საქმე მართლაც რომ კარგია და სასარგებლოა. ოღონდ ის მართლა კარგად დაგეგმილი უნდა იყოს და ამასთან მის ალტერნატივებს შორის საუკეთესო!

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ასეა: ჩვენ დაბადებიდანვე გვაქვს გარემოსგან ჩადებული ერთი გეგმა - სკოლა (კარგი ნიშნები), უნივერსიტეტი (დიპლომი) და მერე კარგი სამსახური.

და დასაბამიდანვე გვასწავლიან რომ ეს გეგმა კარგია! არანაირი ალტერნატივა, არანაირი სხვა გზა…

საოპერაციოს ოთახიდან პაციენტს საკაცით მიაქანებენ:

-  იქნებ კიდევ გვეცადა რამე? 

- ექიმმა თქვა მორგშიო! ესეიგი მორგში!

სწორედ აქ გვჭირდება ის კრეატიულობა რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. მე არ ვამბობ რომ სწავლა ცუდია და არ ისწავლოთ! პირიქით ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი, მაგრამ..

მაგრამ ის რომ, ისიც ისწავლეთ ეს ცოდნა როგორ გამოიყენოთ! არ მიყვეთ მხოლოდ იმ გზას რომ ჯერ ეს ისწავლოთ, მერე კარგი შეფასება მიიღოთ, მერე ოქროს მედალზე დაამთავროთ და ბოლოს დიპლომიც აიღოთ!

მორჩა, კარგი სამსახური თავისით მოვა…   არა!

ორი დიპლომი ტაქსის მძღოლების 99%-ს აქვს მაგრამ რა.. არც არაფერია ცუდი ტაქსისტობაში, მაგრამ მათ ხომ მეტი უნდოდათ? და დღეს კი გვერდით “სიძენიაზე” მჯდომ მგზავრს შესჩივიან ამის შესახებ..

მიუდექით შემოქმედებითად ყველაფერს. დაინახეთ ყველაფერში გამოყენებითობა, მიიღეთ რაც შეიძლება სასარგებლო ყველაფერი და ისწავლეთ უარის თქმა უსარგებლოს მიმართ. იყავით პრაქტიკულები (ოღონდ არა “ვიგოდნიკები”, ასეთი ხალხი არ უყვარს საზოგადოებას).

რატომ უნდა ყალიბდებოდეთ კარგ მომუშავედ როდესაც თავად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სამუშაო. რატომ უნდა იყოთ მუდმივად სამსახურის ქვეშევრდომი რომელიც არანაირად არაა სტაბილური და არ გაძლევს გარანტიას რომ მუდმივად შენი იქნება. ნუთუ მოგწონთ (ალბათ შეეჩვიეთ) რუტინას, რომელიც რაღაცით “ბუქსაობას” გავს.. არ ქმნი, არ ვითარდები, სახელს არ ტოვებ..

 

ამ პოსტს ვწერ მათთვის ვინც ცდილობს რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ვინც როცა მოხუცდება პენსიის იმედზე არ აპირებს ყოფნას და საკუთარი დაგროვილი რესურსების ტკბილად დახარჯვაზე ფიქრობს. ვინც იცის რომ თვიდან თვემდე ხელფასის ზრდასთან ერთად იზრდება ხარჯიც და “რაფაელოსავით” ჰაეროვნად ქრება ფული წლიდან წლამდე.. სანამ აღმოაჩენ რომ ძალიან გაცვდი, დაიღალე მუშაობაში და უკვე დროც გავიდა.. ახლა ახალგაზრდებს მიღება იწყება სამსახურში.

რა თქმა უნდა ისწავლეთ! აუცილებლად ისწავლეთ თქვენი საყვარელი საქმე და მის გარშემო არსებული ყველა სფერო.. მაგრამ არ დააკლათ თავი იმას რაც არასდროს გამოგადგება.

თქვენს ცოდნას არჩეულ სფეროში დაამატეთ ფინანსური განათლებაც და ისწავლეთ - ინვესტირება მომავლისთვის..

ნუთუ ასეთი ზე-განათლებულები არიან ბილ გეითსი, სტივ ჯობსი ან თუნდაც მადონა?

დიახ, ისინი არიან ზე-განათლებულები, მაგრამ ეს ის განათლება არაა რასაც ჩვეულებრივი დიპლომი ამტკიცებს. მათ ცხოვრების სწორად წარმართვის განათლება აქვთ.. (თუმცა რა თქმა უნდა სადაო საკითხია რომელი ცხოვრების - პირადი, კარიერული თუ სხვა)

ბილ გეითსმა სულ ახლახან აიღო დიპლომი და ისიც იმიტომ, რომ ჟინი ჰქონდა თავისი მამისთვის დაემტკიცებინა, რომ უდიპლომოდ არ დარჩენილა ცხოვრებაში. ის უბრალოდ ახალგაზრდა ასაკშივე მიხვდა, რომ მარტო ჰარვარდში სწავლა არაფერს ნიშნავდა და მთავარი იყო საკუთარი მიზნისთვის მიეღწია.

მან უბრალოდ გადაუხვია გზიდან და ჩართო შემოქმედებითი ძალა, შექმნა კომპანია Microsoft-ი და სამუდამოდ დაგამახსოვრათ თავისი თავი. საერთოდ ეს ბოლო ნაწილი სტივ ჯობსით იწყება, მაგრამ მათ შორის მომხდარი ამბები კიდევ სხვა ისტორიაა.. თუმცა თავად სტივის ცხოვრებაც სამაგალითოა მილიონობით ადამიანისთვის.

მთავარი ისაა რომ მათ კრეატიულობა გამოიყენეს. ნუთუ უკეთესი იქნებოდა ისინი “წარჩინებული პროგრამისტები” გამხდარიყვნენ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თუნდაც IBM-ში ემუშავათ კააარგი ხელფასით?!

ისე, ხშირად ხმარობთ ხომ Google-ს? კარგია.. კარგი მაგალითია ჩემი პოსტისთვისაც. თქვენთვითონაც მიხვდებით რას ვგულისხმობ ამით.

ალბათ ეხლა Facebook-იც გახსნილი გაქვთ.. ძალიან კარგი…

 

როგორ მოგწონთ ფორდ მუსტანგი?  მაგარი მანქანაა ხომ?

 

ერთხელ ფორდს დასცინეს მისი აკადემიურად "განათლებულობის" შესახებ.. და ფორდმაც პასუხად თავისი მაგიდა მოიყვანა… საუბარია იმ მაგიდაზე სადაც ათიოდე ღილაკი აქვს.. დააჭერს - იურისტი შემოვა კაბინეტში, დააჭერს - მარკეტოლოგი და ა.შ.

იდეა ერთია.. ისწავლეთ როგორ მართოთ თქვენი ცხოვრება და ფინანსები. შექმენით რამე ახალი და ჩაეწერეთ ისტორიაში როგორც წარმატებული პიროვნება. მიაგენით იმ ჰარმონიულ კომბინაციას რომელიც სკოლას და უნივერსიტეტს, ამ წმინდა დაწესებულებებში მიღებულ ცოდნას თქვენს შემდგომ წარმატებულ ცხოვრებასთან აკავშირებს. დაისახეთ მიზანი და აიღეთ გეზი..

თუმცა რქებიც კარგად გაილესეთ იმიტომ, რომ იმ წარმატებისთვის რომელიც ეხლა წარმოიდგინეთ, ბევრი რამის ატანა და რქებით გატანაც მოგიწევთ.. მაგრამ, მე მაინც მჯერა რომ ბოლომდე მიაღწევთ საწადელს.

თქვენ ხომ ცხოვრებას გამორჩეულად ხედავთ...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები