ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

სიყვარული და მისი დანიშნულება სამყაროში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

რაც მეტად შევდივართ სიბერეში, მით უფრო ძვირფასი ხდება ცხოვრებისეული სიბრძნე ჩვენთვის. ცხოვრებისეულ სიბრძნეში, თავისი სულიერი სასიცოცხლო ბირთვის მომწიფებით ადამიანი იქმნის ჩანასახს თავისი მომავალი დაბადებისათვის (ცხოვრებისათვის).

მაგრამ სიყვარულისმიერი საქციელები არიან ისეთი საქციელები, რომლებიც არ ითხოვენ სამაგიეროს მომავალ დაბადებაში (სიცოცხლეში). ჩვენ ისე უნდა გავიგოთ რომ ყველაფერი, რასაც სიყვარულით ვაკეთებთ, მიმართულია ჩვენი ძველი ვალების გასტუმრებისათვის და რომ ნამდვილი სიყვარულით გაკეთებული საქმეები ერთადერთი საქმეებია, რომელთა გამოც ჩვენ არაფერს არ ვიღებთ მომავალში. ადმიანებმა იციან ეს თავიანთ ქვეცნობიერში და ამიტომაც არის ასეთი ცოტა სიყვარული სამყაროში. სამშინველი ძალზე განვითარებული უნდა იყოს, რათა მან აკეთოს ის, რის გამოც იგი არ მიიღებს არაფერს, მაგრამ რაც მეტად გვექნება ამგვარი საქციელები, მით უფრო სასიკეთო იქნება ეს სამყაროსათვის,  რადგან სიყვარული არის მორალური მზე სამყაროსათვის.  მაგრამ დედამიწის განვითარების ინტერესი ამავე დროს წარმოადგენს წინაპირობას სიყვარულისთვის. სულის მეცნიერება დიდ საშიშროებას უქადის კაცობრიობას თუ იგი ამავე დროს სიყვარულთან არ იქმნება დაკავშირებული და შეერთებული. გრძნობადი სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქმნება გარეგან, გრძნობად სამყაროში და სულიერი სიყვარულის გარეშე კი – სულიერებაში.  სიყვარულის საქმეებით ვითარდებიან შემოქმედებითი ძალები. მთელი ჩვენი ყოფიერება საზრდოობს წარსულის სიყვარულის საქმეებით.

ამიტომ ბრძნული საქციელი იქნება, რომ ჩვენს ვალებს სწორედ სიყვარულის საქმეებით გადავიხდით. სიყვარულის გარდა კიდევ ორი ძალა არსებობს  - ძალმოსილება და სიბრძნე.

ორივე მათგანს შეიძლება მივუსადაგოთ ისეთი ცნებები, როგორიც არის სიდიდე და ზრდა. სიყვარულისთვის კი უცხოა ეს ცნებები. ამიტომ ღმერთის ყოვლისმომცველი თვისება არის არა მისი აბსოლიტური ძალმოსილება ანდა მისი უსაზღვრო სიბრძნე, არამედ – მისი სიყვარული. ღმერთი არის წმინდა სიყვარული და არა მისი ძალმოსილება და სიბრძნე. ეს ორი უკანასკნელი ღმერთმა არიმანს და ლუციფერს გაუყო. სიბრძნე და სიძლიერე თანდათანობით ვითარდებიან სამყაროში, მაგრამ სიყვარული არის ერთხელ მოცემული ღვთაებრივი იმპულსი. სამყაროში არსებული ძალმოსილების და სიბრძნის საპირისპიროდ განხორციელდა გოლგოთას მისტერია და ამიტომ ქრისტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც სიყვარულის საიდუმლო იცის. სულიერი მეცნიერება ეგოიზმისაკენ მიგვიძღვის თუ მას არ გააჩნია ეს სიყვარული. გოლგოთას მისტერია არის ღმერთების მისტერია, - ღმერთების საქციელი.

ამ მისტერიას, ამ საქციელს, ჩვენ ვერ მოვიცავთ სიბრძნით; ჩვენ შეგვიძლია სიყვარულით შევიცნოთ იგი. ბოროტება ეგოიზმთან ერთად შემოვიდა სამყაროში. ეს უნდა მომხდარიყო, რადგან სიყვარულს მხოლოდ ბოროტებასთან შედარებაში შეიცნობს ადამიანი. მაგრამ ადამიანის მიერ თავისი თავის, როგორც ეგოისტის დაძლევის გზით, ჩვენ მოგვცა საშუალება სიყვარულის განშლისათვის. ნათელი ცხადი გახდა ბნელში.

 

ლექციის ეს მოკლე კონსპექტი როგორც ჩანს შედგენილია მ.ი. სივერს- შტაინერის (რ. შტაინერს მეუღლე), როგორც რ. შტაინერის მოცემული ლექციის შესავალი.

 

როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ განვითარების თანამედროვე მომენტში ადამიანი უნდა მივიდეს იმასთან, რასაც ქრისტეს იმპულსის შეცნობა შეიძლება ეწოდოს, უნებურად შეიძლება გაჩნდეს აზრი, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ დროს ადამიანი, როდესაც არაფერი გაუგია ქრისტეს იმპულსზე, არ გაუგია თვით ქრისტეს სახელიც კი? საჭირო არის თუ არა, თეორიულად ვიცოდეთ იმის შესახებ, რასაც ეწოდება ქრისტეს იმპულსი, რათა ქრისტეს ენერგია გადავიდეს ადამიანის სამშვინველში? ამ კითხვაზე პასუხის მონახვის გაცემის მიზნით განვიხილოთ ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან მის სიკვდილამდე.

ადამიანი შემოდის სამყაროში; ადრეულ ასკში ის სხვაზე დამოკიდებული და სხვათა დამჯერია. თავიდან ადამიანმა უნდა შეიცნოს თავისი თავი როგორც „მე“ და ჩვენი სულიერი ცხოვრება ხდება უფრო და უფრო მდიდარი ყოველივე იმის აღქმით ამ „მე“ -ს საშუალებით გვეძლევა. სიკვდილის მოახლოვებისას ადამიანის მშვენიერი ცხოვრება ხდება განსაკუთრებით მდიდარი, განსაკუთრებით მომწიფებული და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ დიადი კითხვა: რა მოსდის ჩვენს სულიერ ცხოვრებას, როდესაც ფიზიკურ სხეულს გავშორდებით?

ჩვენი ფიზიკური და სულიერი მშვენიერი ცხოვრების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის, რასაც ჩვენ ვატარებთ სამშვინველში, როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ცხოვრებისეულ ცოდნას, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად მეტად და მეტად მნიშვნელოვანი ხდება და ამავე დროს სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ჩვენ თანდათან ვკარგავთ გარკვეულ უნარებს, რასაც აქამდე ვფლობდით და ვლინდებიან სავსებით ინდივიდუალურად განსხვავებული უნარები. ახალგაზრდობაში ჩვენ ვიძენთ ცოდნას, ვიზიარებთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, გაგვაჩნია იმედები, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ მოგვიანებითღა თუ არის შესაძლებელი. რაც მეტად ვუახლოვდებით სიბერეს, მით უფრო იზრდება ჩვენში ცხოვრებისეული სიბრძნისადმი სიყვარული. ცხოვრებისეული სიბრძნისადმი სიყვარული არ არის ეგოისტური, რადგან იგი მით უფრო იზრდება, რაც მეტად ვუახლოვდებით სიკვდილს, იგი იზრდება იმავე სიდიდით, რაოდენობითაც მცირდება იმედი, რომ ამ სიბრძნეს რაიმეში გამოვიყენეთ რაღაცას მივიღებთ მისი ამ ცხოვრებაში გამოყენებით. მაგრამ ჩვენ მაინც უფრო და უფრო გვიყვარს ეს ჩვენი სამშვინველის შინაგანი შინაარსი. შესაძლებელია თავდაპირველად სულის მეცნიერება მაცდურის როლშიც კი გამოვიდეს, რადგან ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მომავალი ცხოვრება თითქმის დამოკიდებული იყო იმ სიბრძნეზე, რასაც ადმიანი ამჟამინდელი ცხოვრებისას მოიპოვებს. ამგვარი მიდგომის გამო ჩვენ სულის მეცნიერებიდან შეასძლოა მივიღოთ ისეთი დიდი ეგოიზმი, რომ ეს ეგოიზმი თვით ახლანდელი ცხოვრების ფარგლებსაც კი გადასცდება. აი ამაში მდგომარეობს საშიშროება.  მაშინ შესაძლოა მოხდეს ისე, რომ სამშვინველის მიერ არსწორად გაგებული სულიერი მეცნიერება ამ სფეროში მაცდუნებლის როლში მოგვევლინება. ეს ახასიათებს მის ბუნებას. შეასძლებელია იმის შემჩნევა, რომ სიყვარული ცხოვრებისეული სიბრძნისადმი მცენარის ყვავილობასავით გამოვლინდება, როდესაც იგი მომწიფდება ყვავილობისათვის.

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩნდება სიყვარული იმისადმი, რაც ჩვენსავე შინაგანშია. მაგალითად მისტიკოსებთან ჩვენ ვხვდებით მისწრაფებას, რომ განივითარონ თავმოყვარეობა სიბრძნისადმი სიყვარულით და შემდეგ ამ უკანასკნელის ბრწყინვალე ნათელში გამოხატვის მცდელობას. ისინი ცდილობენ საკუთარ სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავების გზით თავიანთ თავში არსებული ღვთაებრივი ნაპერწკლის აღმოჩენას.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ცხოვრებისეული სიბრძნით თავისი მომავალი დაბადებისათვის ადამიანი ჰქმნის მხოლოდ და მხოლოდ ჩანასახს. ეს მცენარის თესლს ჰგავს, რომელიც წლის ბოლოს რჩება მცენარისაგან. ასევე მოსდის ცხოვრებისეული სიბრძნესაც. ადამიანი სიკვდილის კარიბჭეს გაივლის და ის, რაც მასში სულიერი მარცვლის სახით მომწიფდა, წარმოადგენს მისივე მომავალი ცხოვრებისათვის განკუთვნილ მარცვალს. ადამიანი შეიგრძნობს ამ მარცვლის არსებობას; იგი (ადამიანი) შეიძლება გახდეს მისტიკოსი და შესაძლებელია, რომ მან ეს მარცვალი, რაც მხოლოდ და მხოლოდ მარცვალია, ჩათვალოს რაღაც აბსოლუტურ მნიშვნელობად. ამგვარად ახდენენ ამის ინტერპრეტაციას, რადგან რცხვენიათ იმის საკუთარ თავთან აღიარება, რომ ის რაც სულიერი მარცვალია არ წარმოადგენს მთლიანად თვით ადამიანს.

მმაისტერ ეკჰარტი, იოჰან ტაულერი მიმართავდნენ ამას (ცხოვრებისეულ სიბრძნეს) როგორც მათშივე არსებულ ღმერთს, რადგან მათ არაფერი იცოდნენ რეინკარნაციის (გარდასახვის) შესახებ. როდესაც შევიცნობთ ინკარნაციის კანონს ჩვენ ვხედავ სიყვარულის მნიშვნელობას სამყაროში და ნაწილობრივ მის აბსოლუტურ მნიშვნელობასაც.

კარმაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რაც ერთ ცხოვრებაში როგორც მიზეზი ისე გამოვლინდება და რასაც შემდეგ ცხოვრებაში თავისი შედეგები გამოაქვს.

მიზეზ-შედეგობრიობის აზრით ჩვენ, ადამიანებს არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სიყვარულის საქმეებზე და მათ უკუგებაზე. როდესაც საქმე ეხება საქციელს და მის შედეგს, ამას არავითარი დამოკიდებულება არ გააჩნია სიყვარულთან: სიყვარულის საქმეები ისეთი საქმეებია, რომელთაც პირველ რიგში ახასიათებთ ის, რომ მომავალ დაბადებაში ისინი არ მოითხოვენ არავითარ უკუმიგებას.

მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ რომ ვმუშაობთ და რაღაც მოგებას ვღებულობთ ამ საქმიანობიდან. მაგრამ შეიძლება სხვაგვარადაც: ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ არავითარი სიხარული არ გაგვაჩნია ამ მუშაობიდან, რადგან ვმუშაობთ არა გასამრჯელოსათვის, არამედ ვალების გადასახდელად. წარმოიდგინეთ ისე, რომ ადამიანმა უკვე დახარჯა ყველაფერი, რასაც მიიღებს ამ თავისი საქმიანობიდან. მისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ ვალები არ ჰქონდა და არ ყოფილიყო ვალდებული და ამ ვალების დასაფარად ემუშავა. და ამ მაგალითს თუ ჩვენს საერთო ადამიანურ მოღვაწეობაზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ, მიმართულია ჩვენი ვალების დასაფარავად. თუ თავის ჭეშმარიტებაში განვიხილავთ, ცხადი გახდება, რომ არაფერს, რასაც სიყვარულით ვაკეთებთ, ადამიანისათვის არავითარი ჯილდო არ მოაქვს, არამედ წარმოადგენს ჩვენს მიერ უკვე მიღებული სიკეთის სანაცვლო მოქმედებას. ამრიგად საქციელებში სიყვარულით გაკეთებული საქმეები ერთად-ერთია, რის სანაცვლოდაც ჩვენ ვერაფერს მივიღებთ მომავლისაგან. შესაძლოა ამ ჭეშმარიტებამ შეგვაშინოს, მაგრამ საბედნიეროდ თავიანთ ჩვეულებრივ ცნობიერებაში ადამიანებმა არაფერი ამის შესახებ არ უწყიან, მაგრამ ქვეცნობიერში ეს იცის ყველა ადამიანმა და ამიტომაც გვხვდება ასე იშვიათად სიყვარულის საქმეები ამ სამყაროში. ადამიანებმა ინსტიქტურად იციან, რომ თავიანთი „მე“ მომავალში ვერაფერს ვერ მიიღებს სიყვარულის საქმეებით.

სული ძალზე განვითარებული უნდა იყოს, თუკი ის სიამოვნებას ღებულობს სიყვარულის საქმეებიდან, საიდანაც იგი არ მიიღებს არავითარ უკუგებას. ამისათვის დიდი იმპულსი არ გააჩნია კაცობრიობას, მაგრამ ოკულტიზმს შეუძლია მისცეს მას ეს იმპულსი. ჩვენ არაფერს ვღებულობთ ჩვენი ეგოიზმისათვის სიყვარულის საქმეებიდან, მაგრამ სამაგიეროდ აქიდან სამყარო ღებულობს დიდ სასიკეთო სარგებელს. ოკულტიზმი ამბობს: სამყაროსათვის სიყვარული იგივეა, რაც მზე გარეგანი სიცოცხლისათვის და ვერც ერთი სული ვერ განვითარდებოდა სიყვარული რომ წასულიყო სამყაროდან. სიყვარული არის მორალური მზე სამყაროსათვის. განა აბსურდული არ იქნებოდა იმ ადამიანისათვის, ვინც მინდორშია და ყვავილებით ტკბება, გვესურვა მზის გაქრობა სამყაროდან? თუკი ამ აზრს მორალურ სფეროში გადავიტანთ, მივალთ დასკვნამდე: საჭიროა გაგვაჩნდეს ინტერესი, რომ ჯანსაღმა განვითარებამ გამსჭვალოს ადამიანთა ერთიანობა. სიბრძნე იქნება ის, თუ მეტსა და მეტ სიყვარულს შემოვიტანთ დედამიწაზე და თუ სიყვარულის განვითარებისათვის ვიშრომებთ მასზე. რას გვაძლევს სულის მეცნიერება? ჩვენ ვღებულობთ ფაქტებს დედამიწის ევოლუციის, დედამიწის სულის შესახებ, მისი ზედაპირის და ამ ზედაპირის ცვლილებათა გარშემო, ადამიანის ფიზიკური სხეულის წარმოქმნის შესახებ და ა. შ. ჩვენ ვგებულობთ, რომ ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ განვითარების პროცესში. რას ნიშნავს, როდესაც ადამიანებს არ უნდათ რაიმე მოისმინოს სულიერი მეცნიერების გარშემო? მათ არ გააჩნიათ ინტერესი იმის მიმართ, რაც არსებობს. ღადგან, ვინც არაფერი იცის სატურნის შესახებ, ვისაც არ სურს რაიმე გაიგოს მზის არსის შესახებ, მან არც დედამიწის შესახებ უწყის არაფერი. სრული გულგრილობა და უდიდესი ეგოიზმი ვლინდება ადამიანებში, როდესაც მათ არ გააჩნიათ სამყაროს შეცნობის ინტერესი. ინტერესი  მთელი ყოფიერებისადმი - მოვალეობას წარმოადგენს ადამიანისათვის. გვიყვარდეს მზე, მისი შემოქმედი ძალით და ვისურვოთ მისი სითბო და ნათელი დედამიწის,  ადამიანთა სულების განვითარებისათვის. ეს ინტერესი უნდა იყოს სულიერი ხნულ-ნათესი სამყაროს სიყვარულისათვის, რადგან სულის მეცნიერება სიყვარულის გარეშე საშიში იქნებოდა კაცობრიობისათვის.

მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიქადაგოთ სიყვარული; სიყვარული მოვა იმის წყალობით, რომ ჩვენ გავავრცელებთ ჭეშმარიტი სულიერი საგნების ცოდნას.

სულის მეცნიერება, ჭეშმარიტი სიყვარულის საქმეები და საქციელები უნდა გახდნენ ერთნი. გრძნობადი სიყვარული არის ყველაფრის შემოქმედი, რაც კი ახალი იქმნება გარეგან შეგრძნებათა სამყაროში. გრძნობადი სიყვარულის გარეშე არ იარსებებდა არაფერი გრძნობად სამყაროში, მაგრამ სულიერი სიყვარულის გარეშე არ წარმოიშობა არავითარი სულიერი კაცობრიობის და სამყაროს განვითარებაში... როდესაც გრძნობად სიყვარულს განვიცდით, სამყაროში იღვრება აღმოცენების და შემოქმედების ძალები. ჩნდება ასეთი კითხვა: ჩვენ ეს ცნობიერად უნდა განვახორციელოთ? მაგრამ ეს შემოქმედებითი ძალები ხომ ჩვენამდეც,  ჩვენი განსჯითი უნარის ჩამოყალიბებამდეც იღვრებოდა სამყაროში? რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ეგოისტებმა შეგვიძლია ვცადოთ, რომ მომავალს წავართვათ ეს შემოქმედებითი ძალები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ვერ ჩავაქრობთ იმ შემოქმედებით ძალებს, რომლებიც ახლაც არსებობენ წარსულის სიყვარულის საქმეთა წყალობით. წარსულის სიყვარულის საქმეებს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს არსებობას და რამდენად ძლიერნიც გავხდით მათი წყალობით, იმდენადვე ვართ ვალში წარსულის მიმართ. მთელი სიყვარული, რასაც ჩვენ ოდესმე აღვზრდით ჩვენში, არის ვალი, რომელიც უნდა გავცეთ ჩვენი არსებობისათვის. ამიტომ ვუგებთ მაღალგანვითარებულ ადამიანებს, რომლებიც ამდენ რამეს გასცემენ თავიანთი თავიდან, რადგანაც მაღალგანვითარებული ადამიანი დიდ ვალშია წარსულთან მიმართებაში. ამიტომ ბრძნული იქნება ის, რომ ჩვენს ვალებს სიყვარულის საქმეებით გადავიხდით. იმპულსი სიყვარულისადმი ამაღლებულთან ერთად იზრდება ადამიანში. მაგრამ მხოლოდ სიბრძნე არ არის ამისათვის საკმარისი.

სიყვარულის დანიშნულება სამყაროს შემოქმედებაში ასეთნაირად წარმოვიდგინოთ ჩვენს სულებში: სიყვარული არის ის, რაც ყოველთვის მიგვმართავს წარსულის ცხოვრებისეულ ვალებთან; მაგრამ, რამდენადაც ვალების გადახდით ჩვენ არაფერს ვიძენთ მომავლისათვის, ამდენად ჩვენ თვითონ არაფერს გვმატებენ ჩვენი სიყვარულის საქმეები. სიყვარულის საქმები ჩვენ უნდა დავტოვოთ სამყაროში და მანდ ისინი იწერებიან სამყაროს სულიერ ქმნადობაში. ჩვენ არ ვსრულყოფილდებით ჩვენი სიყვარულის საქმეებით – ეს ხორციელდება სხვა საქმეთა მეშვეობით, მაგრამ სამაგიეროდ სამყარო ხდება მდიდარი ამ სიყვარულის საქმეთა წყალობით, რამეთუ სიყვარული არის სამყაროს შემოქმედებითი საწყისი. სიყვარულის გარდა სხვა ძალებიც არსებობენ სამყაროში, მაგრამ, როგორ შევადაროთ ისინი სიყვარულს, როცა მათ გააჩნიათ ზრდის და თანდათანობითობის საფეხურები. ერთი მათგანი არის ძლიერება, ძალმოსილება, მეორე-სიბრძნე. სიძლიერეზე საუბრისას შეგვიძლია გავარჩიოთ მისი მცირე და მაღალი საფეხურები ვიდრე აბსოლუტურ ძალმოსილებამდე; იგივე სიბრძნესთან მიმართებაში: მასაც გააჩნია საფეხურები, რომლებიც ყოვლისმცოდნეობამდე მაღლდებიან.

მაგრამ შეუძლებელია ამავე საფეხურებრივი აზრით ვილაპარაკოთ სიყვარულზე. რა არის სიყვარული, სიყვარული მიმართული ყოველივე არსებულისადმი? შეუძლებელია ვილაპარაკოთ სიყვარულზე, მის ზრდაზე ისევე, როგორც ამას ცოდნაზე და სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, რომლებიც ყოვლისმცოდნეობამდე და აბსოლუტურ ძალმოსილებამდე იზრდებიან. ამგვარი ორმაგი ზრდა-განვითარებით ჩვენი არსება უფრო და უფრო სრულქმნილი ხდება. მაგრამ სხვა მომენტია, როდესაც ჩვენ გვიყვარს მხოლოდ ორი ან მეტი არსება, ეს ჩვენი არსების სრულქმნასთან ეს არაფრით არ არის დაკავშირებული. სიყვარული ყველაფრისადმი, რაც კი ცოცხლობს, არ შეიძლება შევადაროთ ძალმოსილებას: შეუძლებელია სიყვარულს როგორმე მივუსადაგოთ სიდიდისა და ზრდის ცნებები. შეიძლება კი ღვთაებრივი არსება, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს სამყაროში, განვსაზღვროთ აბსოლუტური ძალმოსილებით? ამ საკითხთან მისვლისას გრძნობები და მათი ცრურწმენები უნდა გაყუჩდნენ; ღმერთი რომ ყოვლისშემძლე ყოფილიყო, მაშინ იგი მოიმოქმედებდა ყველაფერს, რაც კი ხდება სამყაროში და ამრიგად ადამიანის თავისუფლებაც შეუძლებელი გახდებოდა. ღმერთის ყოვლისშემძლეობა გამორიცხავდა ადამიანის თავისუფლებას.

ეს რა თქმა უნდა, არ არის ასე, რადგან ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი. შეგვიძლია თუ არა ღმერთი აბსოლუტური ცოდნით განვსაზღვროთ? რამდენადაც ადამიანის მისწრაფება, რომ გახდეს ღმერთის მსგავსი, -ადამიანის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს, ამდენად ჩვენი ეს მისწრაფება მიმართული უნდა იყოს სიბრძნის მიმართულებით. მაგრამ არის კი უზენაესი სიკეთე სიბრძნეში? ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ყოველ წამს უნდა წარმოეჩინა ის უშველებელი უფსკრული, რაც არსებობს ადამიანსა და ღმერთის სიბრძნეს შორის. ადმიანს ყოველწამიერად უნდა გაეცნობიერებინა ეს უფსკრული, თუკი ეს მართლა ასეა, რომ ღმერთი თავის თავში როგორც უზენაეს სიკეთეს – სიბრძნეს შეიცავს და არ უნდა ამასთან მიუშვას ადამიანი. მაგრამ ღმერთის ყოვლისმომცველი თვისება არის არა სიბრძნე და არა აბსოლუტური ძალმოსილება, არამედ -სიყვარული, - თვისება, რომლისთვისაც შეუძლებელია შემდგომი ზრდა-განვითარება. ღმერთი არის სიყვარულის სრულქმნილება; ღმერთი არის წმინდა სიყვარული. იგი იშვა სიყვარულის სუბსტანციაში.

ღმერთი არის მთლიანი, სრულყოფილი სიყვარული და არა უზენაესი სიბრძნე ანდა უმაღლესი ძალმოსილება. ღმერთმა დაიტოვა სიყვარული, სიბრძნე და ძლიერება კი ლუციფერს და არიმანს გაუყო. სიბრძნე მან გაუყო ლუციფერს, ძლიერება კი არიმანს, რათა ადამიანი ყოფილიყო თავისუფალი, რათა სიბრძნის ზეგავლენით ადამიანი წინ წაწეულიყო განვითარებაში.

როდესაც ვცდილობთ შევაღწიოთ ყოფიერების შემოქმედებით სიღმეში, ჩვენ შევდივართ სიყვარულში. სიყვარულია ყოველივე ცოცხალის საფუძველი. განვითარებაში არსებობს აგრეთვე სხვა იმპულსი, რომელსაც განვითარება მიჰყავს იმისაკენ, რომ არსებები  იყონ უფრო და უფრო განბრძნობილნი და ძლიერნი. სრულყოფილება მიიღწევა სიბრძნისა და ძლიერების წყალობით. ადამიანის ჩამოყალიბებაში ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება განვითარებასთან ერთად სიბრძნის და ძლიერების საფეხურები: ხდებოდა განუწყვეტელი განვითარება, შემდეგ კი ქრისტეს იმპულსი შემოვიდა კაცობრიობაში გოლგოთას მისტერიის გზით, ამრიგად სიყვარული სამყაროში შემოვიდა არა თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ, არამედ სიყვარული კაცობრიობაზე გარდამოდის როგორც ღვთაებრივის ერთიანი საჩუქარი; როგორც დასრულებული მთლიანობა, ისე იღვრება იგი კაცობრიობაში. მაგრამ ადამიანს მხოლოდ თანდათანობით შეუძლია აღიქვას სიყვარულის ეს ღვთაებრივი იმპულსი, რაც აუცილებელია მისთვის, როგორც ჭეშმარიტი მიწიერი იმპულსი. ზრდა თუ შემცირება შეუძლებელია ჭეშმარიტი სიყვარულისათვის; სიყვარულს გააჩნია სრულებით სხვა ბუნება, ვიდრე ეს გვაქვს სიბრძნის და ცოდნის შემთხვევაში. სიყვარული არ აღძრავს არავითარ იმედებს მომავლისათვის, რადგან სიყვარული არის ვალის გადახდა წარსულისათვის. ასე შემოდის გოლგოთას მისტერია სამყაროს განვითარებაში.

მაგრამ განა ღვთაება რაიმე ვალში იმყოფება კაცობრიობის წინაშე? ლუციფერის ზეგავლენით კაცობრიობაში შეაღწია გარკვეულმა ელემენტმა, რის გამოც ადმიანს უნდა წართმეოდა რაღაცა იქიდან, რაც ადრე იყო მასში. ამ ახალმა, რამაც მაშინ შეაღწია კაცობრიობაში, განვითარება წაიყვანა დაღმავალი გზით, რის შემხვედრადაც გოლგოთის მისტერიამ მოიტანა შესაძლებლობა, რომ გადახდილიყო მთელი ვალი. გოლგოთის მისტერიის იმპულსი მოვიდა არა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჩამოეხსნა ის ცოდვა, რასაც ჩვენ ჩვენს ცხოვრების გზაზე ჩავდივართ, არამედ იმისათვის, რომ ძირშივე აღმოეფხვრა ბოროტების, ეგოიზმის მედიდურობის, სიამაყის ფესვები, -მოვიდა რათა შექმნილიყო იმის უკუძალი რამაც ლუციფერის მეშვეობით შემოაღწია კაცობრიობაში.

დავუშვათ, რომ მავანმა არ იცოდა ქრისტეს სახელი; მან არ იცის არაფერი რაზეა ლაპარაკი ევანგელიებში, მაგრამ მან იცის ძირეული განსხვავებების შესახებ, რაც არსებობს სიბრძნეს, ძლიერებას და სიყვარულს შორის. ასეთი ადამიანი, თუნდაც მან არაფერი იცოდეს გოლგოთის მისტერიის შესახებ, არის ჭეშმარიტი ქრისტიანი ქრისტიანობის ნამდვილი აზრით. ვინაც სიყვარულს მიაღწია და იცის, რომ სიყვარული არის ვალების გადახდისათვის, რომ სიყვარულს არაფერი მოაქვს ადამიანის მომავლისათვის, სწორად ამ სიყვარულით აღვსილი ადამიანი არის ქრისტიანი.

სიყვარულის ბუნების შეცნობა ნიშნავს ,რომ ადამიანი იყოს ქრისტიანი. მხოლოდ თეოსოფიური „კარმით“ და „რეინკარნაციით“, შეიძლება გახდე უდიდესი ეგოისტი, თუ ამას არ დაუკავშირე სიყვარულის იმპულსი, - ქრისტეს იმპულსი, რადგან მაშინ მიიღწევა მხოლოდ ის, რითაც შეიძლება გადაილახოს თეოსოფიის ეგოიზმი. წონასწორობა მყარდება ქრისტეს იმპულსის მიღებით.

მოვიყვანოთ სიტყვები, შესავალიდან, რომელიც ჩემს „თეოსოფიას“ აქვს დართული: უზენაესს რასაც ადამიანმა შეიძლება მიაპყროს თვალი, იგი „ღვთაებრივს“ უწოდებს და მან თავისი უმაღლესი დანიშნულება ამ ღვთაებრივთან როგორღაც კავშირში უნდა გაიაზროს. ამიტომ იმ სიბრძნეს, რაც მიმართულია გრძნობადის იქით, სიბრძნეს, რომელიც ადამიანს თავისსავე არსებას და მასთან ერთად  მისსავე დანიშნულებას გარდაუხსნის, შეიძლება ვუწოდოთ „ღვთაებრივი სიბრძნე“ ანდა „თეოსოფია“.

ადმიანურ ცხოვრებაში და სამყაროში მიმდინარე სულიერი მოვლენების კვლევა შეიძლება აღინიშნოს როგორც „სულის მეცნიერება“.

თეოსოფია სჭირდება ამჟამად კაცობრიობას და ამიტომაც ეძლევა მას იგი. მაგრამ უდიდესი საშიშროება მდგომარებს იმაში, რომ მხოლოდ თეოსოფიით გატაცებამ, თუკი მას არ შეერწყა ქრისტეს იმპულსი - სიყვარულის იმპულსი, ადამიანებს  მხოლოდ ეგოიზმი შეიძლება მოუტანოს და ეს ეგოიზმი შესაძლოა იმდენად გაიზარდოს რომ იგი გადავიდეს სიკვდილს მიღმაც კი. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ სიბრძნეს ვერ მივიღებთ ამ გზით. სიყვარულთან შერწყმული სიბრძნე, - აი, რა გვჭირდება ჩვენ, როდესაც სიკვდილის  კარებს გადავივლით, რადგან სხვა შემთხვევაში ისე შევხვდებით სიკვდილს, რომ არ გვექნება სიბრძნესთან შეერთებული სიყვარული. რისთვის გვჭირდება იგი?

ფილოსოფია არის სიბრძნისადმი სიყვარული. ძველი სიბრძნე არ იყო ფილოსოფია, რადგან ძველი სიბრძნე გაჩნდა არა მისადმი სიყვარულით, არამედ ზემოდან გამოცხადებით. არ არსებობს აღმოსავლური ფილოსოფია, აღმოსავლეთმა მხოლოდ სიბრძნე იცის.

ფილოსოფია, როგორც სიბრძნისადმი სიყვარული, მხოლოდ ქრისტესთან ერთად შემოვიდა სამყაროში; ამგვარად ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიბრძნესთან, რომელიც სიყვარულის იმპულსით არის ნაშობი და ამიტომ ქრისტეს იმპულსით შემოვიდა სამყაროში. ამიტომ, ჩვენც ასევე უნდა შევურწყათ ჩვენ სიბრძნეს სიყვარულის იმპულსი. ძველი სიბრძნე, რომელსაც გამოცხადებით ღებულობდა ნათელმხილველი, ამაღლებული სიტყვებით არის გამოხატული კაცობრიობის თავდაპირველ ლოცვაში: „-ღვთისაგან ვართ ჩვენ ნაშობნი.“

ეს არის ძველი სიბრძნე. ქრისტე კი, რომელიც სულიერი სამყაროებიდან გარდამოვიდა, სიბრძნეს სიყვარულთან აერთებს; სიყვარული დაამარცხებს ეგოიზმს, -ეს მისი მიზანია, მაგრამ სიყვარული დამოუკიდებლად უნდა იქნას მოტანილი ადამიანთა მიერ - თავისუფლად უნდა გადაეცეს არსებას არსებიდან; ამიტომ სიყვარულის ერა ერთდროულად დაიწყო ეგოიზმის  ერასთან. სამყაროს შემოქმედების დასაბამი წერტილი, მისი პირველწყარო  - სიყვარულია აქიდან თანდათან, სამყაროს განვითარების გზაზე ეგოიზმიც განვითარდა, მაგრამ ქრისტეს იმპულსი, თანდათან დაძლევს ამ გამთიშველ ძალას, რაც სამყროში შემოვიდა და ადმიანი თანდათან შეძლებს სიყვარულის ძალასთან თანამონაწილეობას.

ჩვენ ვგრძნობთ, როგორ იღვრება სიყვარული ქრისტეს განუმეორებელი ძალის ლაპიდარული სიტყვებიდან: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის.“ სიბრძნესთან შეერთებული სიყვარული კი ასე ჟღერს როზენკროიცერთან: „ქრისტეში ვხვდებით ჩვენს სიკვდილს“. სიკვდილის გავლით ადამიანები მოწოდებულნი იყვნენ ჯგუფური სულიერებისათვის, თავიანთი სულიერი ცხოვრების  თანდათანობით სიყვარულით გამსჭვალვისათვის, რაც მათთვის სისხლით ნათესაობის საშუალებით ხორციელდება. ადამიანთა ეს პირველყოფილი ერთიანობა ლუციფერმა დაარღვია, რომელმაც ეგოიზმი ჩაუნერგა ადმიანს, მაგრამ ამასთან ერთად დამოუკიდებლობა და თვითცნობიერების, საკუთარი პიროვნების შეცნობის უნარიც მისცა მას. ადამიანი ლუციფერის წყალობით ცოცხლობს როგორც ინდივიდუალური, განყენებული პიროვნება.

ეგოიზმთან ერთად სამყაროში ბოროტებაც შემოვიდა ეს უნდა  მომხდარიყო, რადგან შეუძლებელი იყო სიკეთის ბოროტების გარეშე შეცნობა: ბოროტება საშუალებას აძლევს ადამიანს თავისი თავის, როგორც ეგოისტის დაძლევის გზით გაიხსნას  სიყვარულისთვის.

თავმოყვარეობაში ამოსვრილ ადამიანს ქრისტემ მოუტანა ამ ჭაობიდან თავდახსნისაკენ მისწრაფება და ძალა, რომ ამგვარად დაძლიოს მან ბოროტება და მაშინ  სიყვარულის საქმეებით ის ადამიანები, რომლებიც თავმოყვარეობამ დააშორა ერთმანეთს-კვლავ შეერთდებიან. აამგვარად, უღრმესი მნიშვნელობით გამართლდებიან ქრისტეს ის სიტყვები, რომელიც სიყვარულის საქმეებზე გვითხრა:“რაც-კი გაუკეთეთ ამ ჩემს ცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.“

სიყვარულის ღვთაებრივი საქმე გადმოიღვარა დედამიწაზე; თანდათან გამსჭვალავს იგი კაცობრიობის განვითარებას და მომაკვდავი ფიზიკური ძალების საპირისპიროდ კვლავაც აღადგენს მას სულით, რადგან ეს საქმე მოხდა არა ეგოიზმიდან, არამედ სიყვარულის სულიდან: “აღდგომის სულიწმინდით“.

მაგრამ კაცობრიობის მომავალი არ შედგება მხოლოდ სიყვარულისაგან. სულიერი განვითარება ყველაფერზე ღირსეული მისწრაფება იქნება მიწიერი ადამიანისათვის, მაგრამ ის, ვინც სიყვარულის საქმეებამდე ამაღლდა, ვერასოდეს ვერ იტყვის თავისი განვითარებისადმი  ლტოლვის შესახებ, რომ ეს უმწიკლო მისწრაფებაა. ადამიანის მიერ თავისი თავის სრულქმნა არის რაღაცა, რის წყალობითაც ჩვენ გვსურს ჩვენი არსების ჩვენი პიროვნების გაძლიერება და სრულქმნა. მაგრამ სამყაროსადმი მიმართებაში ჩვენ მნიშვნელობას გვანიჭებს ჩვენივე სიყვარულის საქმეები და არა ჩვენი განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ყოველგვარი ილუზიებიდან. თუ ვინმე სიყვარულით და სიბრძნით შეუდგა ქრისტეს გზას, მაშინ ამ სიბრძნეში, რომელიც სამყაროს მიუძღვნა, ღირებულია მხოლოდ ის, რაც სიყვარულითაა გამსჭვალული.

სიყვარულით აღვსილი სიბრძნე - სიბრძნე, რომელიც ამავე დროს სამყაროს განვითარებას, მის ქრისტესადმი სწრაფვას ემსახურება, სიცრუესაც გამორიცხავს, რადგან სიცრუე არის სინამდვილის ფაქტებთან დაპირისპირება და სიცრუე კი უცხოა მისთვის, ვინაც სიყვარულით ურთიერთობს ფაქტებთან. მთელი სიცრუე ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, დასაბამს იღებს ეგოიზმში . როდესაც სიბრძნესთან სიყვარულის გზით მივალთ, მაშინ ეგოიზმის დაძლევისაკენ მიმართული მზარდი ძალის მეშვეობით და წმინდა სიყვარულის წყალობით თავისუფლებამდეც მივდივართ. ამგვარად ხდება ადამიანი თავისუფალი პიროვნება. ეს იყო ნიადაგი, რაზედაც სიყვარულის ნათელს შეეძლო გადმობრწყინება; მაგრამ მხოლოდ სიყვარული იძლევა ბოროტების მნიშვნელობის, სამყაროში მისი დანიშნულების შეცნობის საშუალებას. ნათელი გაცხადდა ბნელში.

მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია გახდეს ქრისტიანი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები