ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

სიყვარული და ტავტალოგია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

სიყვარული გადაგარჩენთ, გიყვარდეთ დედა, მამა, ბიძიები, გიყვარდეთ შალვა და ამირანი, გიყვარდეთ მოყვასი და ნაყვასი. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული.... გადავსებულია ფბ-ს თუ სხვა ქსელების თუ გაზეთების გვერდები სიყვარულის ტავტალოგიად ქცეულ მოწოდებებით.შენ, ვინაც ამას მომიწოდებ, შენ კი გიყვარს ყველანი?ნუთუ მართლაც ასეთი უკიდეგანოა შენი სიყვარული?თუ დაფიქრებულხარ შენსავე შიგნით არსებულ სიყვარულზე ან იმაზე, საერთოდ გაგაჩნია კი სიყვარული?სიყვარული ადამიანებს სამწუხაროდ გვეძლევა მხოლოდ ბიოლოგიურად ახლობლების მიმართ - დედა, მამა, ძმა... ასევე გვიყვარს გემრიელი საჭმელი და ლამაზი ჩასაცმელი თუ კომფორტი.ძალზე ვიწროა ჩვენი თანდაყოლილი სიყვარულის არეალი.მე დავფიქრდი და ვიცი, რომ მართალს ვამბობ.შენ კი, ასეთი სიამაყით რომ მოგვიწოდებ, რომ მიყვარდეს ყველანი,შენ თუ დაფიქრდი?დაფიქრდი და როცა გულწრფელად დაფიქრდები, მეტყვი, - მართალი ხარ, ასე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი.როცა ასეთი მომენტი დაგიდგება, სიყვარულის მოწოდებათა კოპირებას შეწყვეტ...შენს საკუთარ მოწოდებებსაც შეწყვეტ.შეგრცხვება და გაიფიქრებ - ჰო, მე აბსტრაქტულად ვიცი, რომ კარგია სიყვარული, მაგრამ მე ამას ცოცხლად არ განვიცდიდი - თავს ვიტყუებდი. ჩემში არ არის ეს სიყვარული!თუ აღმოგაჩნდა მაძიებლის იმპულსი, მაშინ ძიებასაც დაიწყებ.იმის ძიებას, როგორ აღმოაცენო შენში ნამდვილი, რელიგიური და ყოვლისმომცველი სიყვარული.მერე ქვევით ნათქვამსაც დაეთანხმები მორხცვად და დანანებით -ხოლო ის დიდი სიყვარული, ქრისტე რომ გვესაუბრება და მისი მოციქულები, ჩვენში არ არის თავისთავად მოცემული.არც ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ ეს სიყვარული, სანამ მათ ქრისტესგან არ მიიღეს ცოდნა, როგორ აღმოეცენებინათ მათ საკუთარ თავში ასეთი სიყვარული.მათ სიყვარული რომ "ესწავლათ," ამისთვის დასჭირდათ გამოეღოთ უდიდესი ძალისხმევა და ამ ძალისხმევას მათში საოცარი ძალით აძლიერებდა მაცხოვართან სიახლოვე და მისგან მომდინარე ღვთაებრივი სიყვარული და მისი მოძღვრების ნათელი.სიყვარული მოსაპოვებელია და არა ნაჩუქარი და დაბადებითვე თანშობილი.ფულის მოპოვება რომ ისწავლო, ქიმია რომ შეიმეცნო რაღაც დონემდე, რამდნი წელი უნდა გაატარო სასწავლებელში?ან ელექტრონიკა - ან რომ გახდე მარქშეიდერი?რამდენი წლის შრომა დაგჭირდება რომ მოიპოვო გამოფიტული დიპლომი?ბევრი...და სიყვარული რომ ისწავლო, რაც ფულზე მილიონჯერ ძვირფასია და ქიმიაზე, ან მარექშეიდერიზმზე და ყოველივეზე, რაც რამ კი არის, იყო და მოდის, განა ამისთვის არაფერია საჭირო, - არც შრომა, არც სწავლა და სიყვარული ჩვენი წვერიანი მოძღვრისგან მოგვეცემა როგორც საჩუქარი?თუ გულწრფელი ხარ, იტყვი, რომ საქმე არ არის შენ რომ გეგონა ისეთი მარტივი. ჩაუჯდები აღმოსავლურ თუ დასავლურ რელიგიურ მოძღვრებებს.მანდ მართლა შეიძლება მიაგნო გზას, რომელიც სიყვარულამდე მიგიყვანს, მაგრამ თუ ძალისხმევა არ გეყოფა და ერთგულება, მალევე, თავს მოგაბეზრებს ეს ყველაფერი და ქვიშაში ჩავარდნილი მარცვალივით მყისიერად გაიდგამ ვითომ ფესვებს და მყისიერადვე შემოგახმება ეს ეფემერული ფესვები...კვლავ დაბრუნდები.იქ დაბრუნდები სადაც იყავი და კვლავ დაიწყებ მოწოდებებს - გიყვარდეთ შალვა და გურამი და გარდანქეშანი!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნიკა მაჭუტაძე

კომენტარები