ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Alexandre Iakobidze

კოლაბორაციონიზმს ყოველთვის დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ (ნაწილი 8)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომები (1918-1919) –  საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, საქართველო ხდებოდა რუსეთის მხრიდან პერმამენტული თავდასხმების ობიექტი. 1918 წელს წითელი არმია ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მხარდაჭერით შეიჭრა გუდაუთასა და ახალ ათონში. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში დაუყოვნებლივ შეიყვანა რეგულარული არმიის ნაწილები, რომელთა სათავეშიც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იდგა. ქართულ რეგულარულ არმიას აფხაზთა 300 კაციანი კავალერიაც შეუერთდა. შეტევაზე გადასულმა ქართულმა არმიამ უკუაქცია ოკუპანტი. 3 ივლისს დეოკუპირებულ იქნა გაგრა და ადლერი, 6 ივლისს სოჭი, 26 ივლისს კი ტუაფსე. წითელი არმიის შემდეგ აფხაზეთის ოკუპაციის მცდელობა 1919 წელს ჰქონდა თეთრ არმიას დენიკინის მეთაურობით. 1919 წლის 24 იანვარს ქალაქ სოჭში დაბანაკებულმა მცირერიცხვოვანმა ქართულმა გარნიზონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტს, თუმცა ამის მიუხედავად დენიკინის რაზმებმა შესძლეს სოჭის დაკავება. ამავე წლის 14 მარტს, დენიკინის მიერ დაკავებული იქნა გაგრა და მეხადირი. ბრიტანელთა შუამავლობით გამართულ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა სადემარკაციო ხაზის მდინარე ფსოუზე გავლება. შემდგომ მდინარე ფსოუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვრად იქნა აღიარებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები