ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თემურ ცამციშვილი

როცა ომი ნაციონალიზმზე მეტია..

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

                                    

„ქვეყანას როცა გმირები სჭირდება ის ქვეყანა არ არის „- ბერტოლდ ბრეხტმა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება:

“თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.”

 

ეს განცხადება ბრეხტის გამონათქვამის პირდაპირი გადათარგმნის შედეგი არ არის, ეს ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება ღალატის და უპასუხიმგებლო ჩინოვნიკური აზროვნების შედეგია. ბრეხტმა ეს ჰიტლერს მიუძღვნა, მის ცრუნაციონალიზმით, ფანატიზმში ჩავარდნილ გმირებს, რომლებიც არიული არარსებული რასეების შემქნისთვის კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, იმ ქვეყნის „გმირებს“ მიუფურთხა, რომელიც ადამიანის სისხლით იქმნებოდა, ბავშვების, ქალების და ნაწამები ხალხის ტკივილით, ჩვენმა სამინისტრომ კიდევ იმ ქვეყნის ლიდერს მიუძღვნა, რომლებიც ქართველებს და უკრაინელებს სწორედ მათი ამბიციების გამო ჰკლავს.

  ალეკო ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ ახლა სერგეიზე დავწერ, იმ უკრაინელი ბიჭის პასუხიმგებლობაზე, რომელმაც მისი საზღვრებიდან ორი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აიღო იარაღი ხელში და დაუპირისპირდა მტერს, იმ უკრაინელის სიკვდილზე მინდა დავწერო, რომელსაც არცერთი ქართველი არ ახსენებს და რატომღაც ავიწყდებათ რომ მათი საზღვრების დაცვიდან იწყება ჩვენი თავისუფლება, იმ უკრაინელზე მინდა მოგიყვეთ რომლის ზღაპრებში ნაცარქექეია ყველით არ ამარცხებს დევებს, არ ცვლის ყოველდღიურ მონურ სტაბილურობას ქვეყნის განვითარებაზე.

   ომს არ აქვს საზღვრები და ეროვნება, სხვისი ომი არ არსებობს, არსებობს ფაქტი, წართმეული ტერიტორიები, უარყოფილი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ჩახოცილი ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეროვნების ადამიანს კლავენ? შენ უდნა შეაჩერო, შენ უნდა შეშფოთდე, რადგან ხვალ  შენ მოგკლავენ და  ხმის ამომღები აღარავინ დარჩება.

მე სერგეიზე ბევრს ვფიქრობ, მის გაბედაობაზე, რომელიც არ შეეგუა რეალობას და მისი გმირობა გადამდები გახდა, მისი თავისუფლებისადმი სწრაფვა მისაბაძი და დასანახი, სერგეი ძალიან მაგარი ბიჭია, მე აუცილებლად მოვუყვები ჩემს შვილებს იმ უცხო ბიჭზე რომელიც საქართველოს იცავდა მისი ქვეყნის საზღვრებიდან.

ამას წინად სოციალურ ქსელში აფხაზეთის ფოტოებს გადავწყდი, სადაც უკრაინელები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, მათ კარგად ესმოდათ თუ იქ არ დაიცავდნენ მტრისგან საქართველოს ხვალ დნეპრის ნაპირებთან ექნებოდათ სანგრები გასათხრელი, გავიდა წლები და ჩვენი ალეკო მათ საზღვრებთან დადგა ქვეყნის და ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი და მათი განვიტარების დასაცავად, მეგობრობის ძმობის, სიყვარულის ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის დასაცავად.

სერგეი, მადლობა მიდნა გითხრა შენ რომ არ ჰგავხარ ქართველს და არ უსმენ ლეპსის აღტკინებით კონცერტზე, მადლობა მინდა გითხრა ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის მიცემული მაგალითისთვის, მადლობა მინდა გითხრა რომ ჩემს მეგობართან ერთად ისევ დაგვანახე მარადიული ფასეულობები გმირობის და თანადგომის, მადლობა იმისთვის რომ დღეს მე მშვიდად კომპიუტერთან ვზივარ, ამ ბლოგს ვპოსტავ და ბომბს არავინ მესვრის, მადლობა იმისთვის რომ ჩვენი მშვიდობა შენი სიცოცხლე ღირს! ჩვენ გპირდებით რომ ალეკოს ბევრს გავზრდით, ჩემი მეგობრის ნაირები ბევრი იბრძოლებს შენს გვერდით!

 „ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ხალხნო „- ბერტოლდ ბრეხტი

თავდაცვის სამინისტროსთვის რეკომენდაცია: აი ეს ფრაზაც ბრეხტს ეკუთვნის და ქართულ-უკრაინული გმირული ისტორიების გადავლისთვის შეგიძლიათ ესეც  პირდაპირ გადათარგმნოთ.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები