ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ანელიზ

რენესანსი. რენესანსი ყველა სფეროში და "ნიდერლანდური ანდაზები"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

         რენესანსი ეს არის აღორძინების ხანა,რომელიც მოიცავს XIV – XVI საუკუნეებს. ეს ეპოქა დაიწყო იტალიაში და შემდგომ მთელ ევროპაში გავრცელდა. მან განვითარება ჰპოვა არა მარტო მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, არქიტექტურაში,სახვით ხელოვნებაში, ტეატრალურ ხელოვნებასა და სხვა დარგებში. ევროპის ქვეყნების ცნობილ ადამიანებს შორის გამოვარჩიე ნიდერლანდერი ფერმწერი პიტერ ბრეიგელი და, მისი შვილი პიტერ ბრეიგელ უმცროსი და “ნიდერლანდური ანდაზები”, რომელიც ბევრ საიდუმლოსა და ბრძნულ იდეებს შეიცავს.

        

           თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი “აღორძინება” შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟუილ მარშემ. ეს ტერმინი დღესდღეობით გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად. ასე უწოდებენ სწორედ რენესანსსაც. სიტყვასიტყვით რენესანსი იშიფრება როგორც ხელახლა დაბადება – re და nascare. ეპოქის ესთეთიკური იდეალი ცამოყალიბდა ჰუმანიზმმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს ღირებულებად რეალური სამყარო,ადამიანი იქცა აღიარებული. შთაგონების წყაროდ იქცა ანტიკური სამყარო, ფიზიკურად სრულყოფილი,ჰარმონიულად გავითარებული ადამიანი,თავისი განუსაზღვრელი სულიერი და ფიზიკური შესაძლებობებით.

 

            რენესანსს საფუძველი ჩაეყარა იტალიაში, შემდგომ კი განვითარება პოვა საფრანგეთში,გერმანიაში,ნიდერლანდებში,მოგვიანებით კი ინგლისშიც.

 

აღორძინების ეპოქამ იტალიაში რამდენიმე ეტაპი განვლო : ადრეული აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების ნიშნები. მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი სწორუპოვარი ოსტატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელ სანტი. გვიანი აღორძინების ხანა, როდესაც ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ განაპირობა კიდეც ღრმა კრიზისი ხელოვნებაში. აღორძინების სამშობლოდ იქცა ფლორენცია, აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ “აღორძინების მამებად” წოდებული არქიტექტორი ბრუნელესკი, მოქანდაკე დონატელო, ფერმწერი მაზაჩო. განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწიეს თავიანთ შემოქმედებასი ე.წ. მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა – ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ. ლეონარდო ყველა დროის უდიდესი მხატვარი,ამავე დროს მეცნიერი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, ხუროთმოძღვარი, მოქანდაკე, მწერალი, მუსიკოსი იყო.

 

             რაფაელ სანტი – მთელი თავისი შემოქმედებით ამკვირდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან, ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს. იგი შესანიშნავი არქიტექტორიც იყო. ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის – წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას.

 

            

            დიდია XV-XVI სს-ის ვენეციელ მხატვართა წვლილი ახალი ხელოვნების განვითარებაში. იტალიურმა აღორძინებამ უდიდესი გავლენა იქონია ნიდერლანდების,გერმანიის,აგრეთვე ესპანეთის, ინგლისის,საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ხელოვნებაზე.

          

            

            იტალიაში აღორძინების ეპოქას, მისი განვითარების შესაბამისად, სხვადასხვა სახელწოდება აქვს. პირველ ეტაპს ეწოდება ტრეჩენტო (XIVს), მეორეს - კვატროჩენტო (XVს), მესამეს – ჩინკვეჩენტო(XVIს). ტრეჩენტოს პირველი წარმომადგენელია დანტე, ამ ეპოქის ყველაზე ტიპიური გამოვლინებაა ბოკაჩოს შემოქმედება.რენესანსული ხელოვნების ერთ-ერთი ნიშანი სწორედაც რომ სტილური ნისანი ხდება,და ეს ნისანი რეალობის, სინამდვილის ასახვის მეთოდს წარმოადგენს.

 

           

             რენესანსის ხანის კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას.რენესანსის ხანის მხატვრულმა პრინციპებმა მეტნაკლები ძალით იჩინა თავი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ ხანას მიეკუთვნება მხატვრული კულტურის უამრავი შესანიშნავი ძეგლი. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, ადამიანისადმი. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე.

 

 

            პიტერ ბრეიგელი ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორია. მხატვარს საწყის წერტილად ყოველთვის-ადამიანის ბუნებრივი ასპექტი აქვს გამოყენებული და ცდილობს, ადამიანისა და სამყაროს მაშტაბურ შეფარდებაში მონახოს ერთადერთი სწორი პროპორცია. რაც დამახასიათებელი იყო რენესანსის პერიოდის მხატვრებსა და ხელოვანებში. პიტერ ბრეიგელის ერთ-ერთი მნისვნელოვანი ნამუშევარია “ნიდერლანდური ანდაზები”, რომელიც ანდაზებსა და ადამიანურ სისუსტეებზეა აგებული.

 

 

          პიტერ ბრეიგელის ვაჟი პიტერ ბრეიგელ უმცროსიც მხატვარი გახლდათ, მან შექმნა 16 ასლი “ნიდერლანდური ანდაზისა”, მხატვრობაში ოდნავი განსხვავებებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. არასდროს დაუჯერო მას, ვინ ერთი ხელით ცეცხლს ატარებს მეორეთი – წყალს. (ანუ, ორსახოვან ადამიანს)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ზოგი კრეჭს ცხვარს, ზოკი კიდე - ღორს. (ვიღაც მეტად პრივილეგირებულია, ვიღაც-ნაკლებად) მეორე შესატყვისი- გაპარსე მაგრამ არ გაატყავო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ქაშაყი აქ არ იწვება (რაღაც გეგმს მიხედვით არ მიდის)მეორე ანდაზა- შეწვა მთელი ქაშაყი მხოლოდ ხიზილალისთვის (გააკეთო ბევრი იმისთვის, რომ მიაღწიო ცოტას)მესამე ანდაზა- თავიდან ქუდი მოიხადო (ქართული შესატყვისი- თავზე ხელი აიღო უარი თქვა პასუხისმგებლობაზე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. იჯდე ბურუსში, ორ სკამ შუა (იყო გაუბედავი, უსუსური)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. იყო ქათმის მზერავი (ელოდო საქმეს, რომელიც არასდროს გამოივა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. ეს კარტების განლაგებაზეა დამოკიდებული (ყველაფერს იღბალი გადაწყვეტს)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7. ჰკიდია როგორც დაფარული თხრილში (თითქოს საიდუმლოა, მაგრამ სინმდვილეში ყველამ იცის)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. გარეულ დათვებს ერთად ყოფნა ურჩევნიათ (ერთნაირი ადამიანები საერთო ენას პოულობენ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.დარეკო კატა (ქართული შესატყვისი- ცეცხლს ეთამაშება)მეორე შესაბამისი ანდაზა- კბილებამდე შეიარაღებულიმესამე- აბჯარი აისხა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები